შაბათი, მარტი 15, 2025

წინასაქორწილო წვეულება – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის ულამაზესი საცოლე

გიორგი მამარდაშვილის და მისი რჩეული ელენე ეტიპაშვილი ქორწილისთვის ემზადებიან.

ელენე „ინსტაგრამზე“ წინასაქორწილო წვეულების ფოტოებს ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, წინსვლა გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა“ – პუტინი

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება."ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველამ იცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

„დოიჩე ველე“ – გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ვლადიმირ პუტინის განცხადებები მოლაპარაკებების გაჭიანურებაა

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს მოლაპარაკებების გაჭიანურებაა.გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნდა დაისვას კითხვა, „არსებობს თუ არა სერიოზული დაინტერესება, რომ მხარეებმა იმუშაონ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და მოგვარების მიმართულებით“.მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი შეგნებულად არ თანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბერბოკის თქმით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყება მოქალაქეებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც ახსენებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, ვიცოდით ისიც, როდის აფენენ და იღებენ წითელ ხალიჩებს

ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ“.„ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე 1:9)“, – წერს პაპუაშვილი.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს

ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლიეტუვა მზადაა, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე.ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია.ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი. „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ განლაგდებოდა“, – განაცხადა დუდამ.დუდამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე განიხილა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.

ბოლო სიახლეები