პარასკევი, მაისი 16, 2025

„წვიმა, ნალექი, სეტყვა…“ – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

15 მაისს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი

თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ, ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი, ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, - წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.ტრაგედია თბილისში 14 მაისს დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა ლიდერებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ვიზიტები გამოიყენება პარტნიორებთან ეროვნულ და საკვანძო სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის.„ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ, რათა ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, საკვანძო, სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჩვენს პარტნიორებს. არის ერთდღიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება გზავნილების გაჟღერების საშუალება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი

გავა თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად ვერ იტყვიან გავლენ, თუ არ გავლენ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები.გახარიას გუნდის წევრის განცხადებით, პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის, თუმცა, პირადად ის აკეთებს დაშვებას, რომ ბოიკოტი იყოს.კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები, რომლებიც გადაზღვეული უნდა იქნას, არა მხოლოდ ერთი პარტიის ფარგლებში, არამედ ურთიერთკორდინირებული მოქმედებებით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროტესტული ჯგუფების და ყველას მონაწილეობით. ჩანს, რომ პარტია ბოიკოტირებისკენ არ იხრება, თუმცა ჩემი პირადი პოზიცია უფრო მოზომილია და თავშეკავებული ვარ და კიდევ უფრო დაშვებას ვაკეთებ, რომ შესაძლოა, ბოიკოტი იყოს. პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის. თუმცა გადაწყვეტილება მიღების და არ მიღების, მაშინ იქნება მიღებული, როცა კრიტიკულად უკვე მისული იქნება თავის დედლაინთან,-ამბობს ცქიტიშვილი გადაცემა “რეაქციაში“.ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ძირითადი პოლიტიკური პარტიების ბოიკოტირება ყველაზე მეტად აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შეძლებს, ჩაატაროს არჩევნები, რომელშიც გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს.“ეს არის გზა ლეგიტიმაციის მიღების“,-ამბობს ის.

ირაკლი კობახიძე – ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და ეს მიზანი არის აბსოლუტურად...

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ამ კუთხით ასახული იყო ამბიციური მიზანი. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალი დაიწყო! ✨ უგულშემატკივრე საქართველოს

„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი დაიწყო.მაყურებლის წინაშე შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები იმღერებენ: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ლიეტუვა, მალტა, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, სერბეთი, ფინეთი.მე-10 ნომრად კი სცენაზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია გამოვა, სიმღერით Freedom.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის“ სამი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია.წელს ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.

ბოლო სიახლეები