სამშაბათი, ივნისი 3, 2025

ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო… – თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო რამხელა ტკივილი მომაყენე ჩემო ქოთქოთა  – წერს მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში და ემოციური პოსტით მეგობრის გარდაცვალებას ეხმიანება.

„ჩემი ნანუჩი,ჩემი ერთგული ადამიანი,ჩემი პიანისტი,მთელი კარიერის მანძილზე ჩემი იმედი გამიფრინდა. ყველა სასცენო როლი მასთან მქონდა ნასწავლი. ჩემთვის არასდროს არ ენანებოდა დრო. გადაკეტავდა კარს და 4 საათი ჩემი თამრიკო მყავს,არ შემაწუხოთო  სახლში სულ ჩემი სურათები და დისკები ედო. ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ….

ნანა,არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ?

მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო,უბოროტო,პირდაპირო,ხმამაღალო და უპატიოსნესო ადამიანო…..მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო,ჩემო ტკივილო,როდესმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა…დონ კარლოსზე…..ჯამბაზებზე….დონ ჟუანზე…..ბოჰემაზე …თავზარი დამეცი ნანა “ – წერს თამარ ივერი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები