ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

ცოტნე ივანიშვილი: მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე – ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე, მმართველი პარტიის აქციას შეუერთდა.

მისი თქმით, ქვეყანა დგას ომისა და მშვიდობის არჩევანის წინ.

“მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ “ქართულ ოცნებას”.

ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. ”  – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა “ქრონიკასთან”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაატა ბურჭულაძე – მოვედი მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია – პოლიციაში შემთხვევით გავიგე

დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე,- ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, ის რუსთაველის გამზირზეა ყოველ საღამოს.“დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასაჩივრებისთვის და ჰოი საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე. მე რუსთაველზე ვარ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, 216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება, სად არის ეს 182 ჯარიმა?” - წერს ბურჭულაძე.

თეონა აქუბარდია – სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია, პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება მას უნდა დავუბრუნოთ

ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა, წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი, ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო, ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, სიტყვა შეასრულა და არ შეუქმნა მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია.„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად არის რუსეთთან ღია კოლაბორაციაში მყოფი ძალის მიერ მიტაცებული პარლამენტი ერთპარტიული. ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა. წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი (ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო და დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით), ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია. ეს არ არის საქართველოს პარლამენტი. ის არის ბიძინას ის „ბუტკა“, რომელზეც მან ჯერ კიდევ 2012 წელს იხუმრა და გააკეთა. მე საქართველოსთვის ჩემი წილი გასაკეთებელი, ვეცადე, გამეკეთებინა პარლამენტის კედლებიდან და მის გარეთაც. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება ამ ინსტიტუციას ერთად უნდა დავუბრუნოთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტმატიმარს და იმ ბრძოლას, რაც ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და სუვერენული არჩევანის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა თეონა აქუბარდიამ.

„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, შეჩერებულია ათასობით 155 მმ-იანი ჰაუბიცის საბრძოლო მასალის, 100-ზე მეტი „ჰელფაიერის” რაკეტის, 250-ზე მეტი ზუსტი მართვადი რაკეტების სისტემა „ჯიემელარსის”, „ეიაიემის” ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების და ყუმბარმტყორცნების მიწოდება.„ენბისი ნიუსი” წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინაში რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შეჩერების ბრძანება გასცა, აშშ-ის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ჰეგსეთმა გადადების ბრძანება რამდენიმე კვირით ადრე გასცა, მას შემდეგ, რაც მან გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგის გადახედვას ითვალისწინებდა.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნის ზიანზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნებს, რისი საფუძველიც არ არსებობს

ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რისი საფუძველიც არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რომელი პარტიაც არ იღებს, ფიქრობს, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას.„ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება პრინციპულ და პროგრამულ საკითხებზეა, რომლებიც ხალხის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი. ისინი მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ. არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ხსნის. ეს მაშინ, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. იგივე მიდგომა აქვთ სხვებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ ღაზაში ომის დასრულების პირობით

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს.„მზად და სერიოზულები ვართ შეთანხმების მიღწევის საკითხში. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აშკარად ომის სრულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ.მედიის ინფორმაციით, ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება“,- განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები