სამშაბათი, აპრილი 8, 2025

ცოლის მკვლელობა ჩვილის თანდასწრებით, მოკლული ცოლი და სიკვდილს გადარჩენილი ყოფილი ცოლი – ინტერვიუ მკვლელის მამასთან

მკვლელობის უმძიმესი ისტორია და მსჯავრდებული, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა შესაძლოა უვადო პატიმრობით შეეცვალოს. 34 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცოლი გამთენიისას საწოლში მოკლა. თანაც იმ დროს, როცა დედა 4 თვის შვილთან ერთად იწვა. ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ახლა კი, სააპელაციომ მკვლელს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა 14 თვიანი დუმილი სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია. თქვა, რომ 20 წელი სამართლიანად მიუსაჯეს, თუმცა ისიც თქვა, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.

ბრალდებულის იმედი გამართლდა – სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის მისჯილი 20 წელი მკვლელობისთვის და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში – გამამართლებელი გადაწყვეტილებაც.

მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახი ელოდა, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროკურორისთვის. ახლა პროკურორი მკვლელისთვის უვადო სასჯელს უზენაეს სასამართლოში მოითხოვს.

2024 წლის 9 იანვარი – 4 თვის გოგონამ ამ დღეს დედა უკანასკნელად ნახა.

ახალგაზრდა ოჯახი, ქეთი ედიბერიძე და გიორგი კავლელაშვილი 4 თვის მარიამთან ერთად, დმანისში ცხოვრობდნენ. 8 იანვარს ბავშვი თბილისში, ექიმთან ვიზიტზე წაიყვანეს. ახალგაზრდა ოჯახი ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილის მამის სახლში დარჩა. 9 იანვარი თენდებოდა – ეს ღამე ახალგაზრდა დედისთვის სიცოცხლის ბოლო ღამე აღმოჩნდა.

გამთენიისას გიორგი კავლელაშვილმა დანა აიღო და საწოლში ცოლს 19-ჯერ დაარტყა.

სისხლისგან დაცლილ ქალთან ერთად, კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი კავლელაშვილიც – გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თვითდაზიანება მიიყენა. ქეთი ედიბერიძე კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, დამნაშავე კაცი კი, გადარჩა. ცოლის მკვლელობის უმძიმესი ბრალდება მას კლინიკაში გააცნეს. აქედან კი, პირდაპირ ციხეში მოხვდა.

ქეთის დედა და და ემიგრანტები იყვნენ. მომხდარიც საზღვარგარეთ შეიტყვეს. საბუთებში პრობლემების გამო, 6 წლის უნახავი, სასტიკად მოკლული შვილის დაკრძალვაზე დედამ ჩამოსვლა ვერ შეძლო – მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნება მოახერხა, ობლად დარჩენილ შვილიშვილს ზრდის. დარწმუნებულია, რომ ქეთი მკვლელობამდე ძალადობის მსხვერპლიც იყო, თუმცა ოჯახს არ უმხელდა. შვილმკვდარი დედა გიორგი კავლელაშვილთან ერთად, მომხდარზე პასუხისმგებლობას მკვლელის მამასაც აკისრებს.

“კურიერი P.S.” მკვლელობის ადგილზე მივიდა. ჩვენ მსჯავრდებულის მამასთან გასაუბრება შევძელით. ოთარ კავლელაშვილი მომხდარს ნარკოტიკულ თრობას უკავშირებს და მოკლულის ოჯახის ბრალდებებსაც პასუხობს.

მამა ნარკოტიკებს ახსენებს, მსჯავრდებული კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით თავის მართლებას ცდილობს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დაკავებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, შერაცხადი იყო და მას არც ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ადვოკატიც დაარწმუნა, რომ მკვლელობა ჰალუცინაციის ფონზე ჩაიდინა.

დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით – ამას ამტკიცებს პროკურორი.

ბრალდების ამ ნაწილში მთავარი მოწმე გიორგი კავლელაშვილის ყოფილი მეუღლეა. “კურიერი P.S.-თან” ინტერვიუში ქალი ჰყვება, რომ მოძალადე ქმარს თავი წლების წინ დააღწია. მოწმე, ვადიანი სასჯელის შემთხვევაში, ყოფილი ქმრისგან საფრთხეს ელოდება.

შვილმკვდარ დედას ახლა 2 საზრუნავი დარჩა – ობლად დარჩენილი შვილიშვილის აღზრდა და მისი შვილის მკვლელისთვის უვადო სასჯელი – რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, 6-თვის ვადაში გაირკვევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კახიშვილი – ვინაიდან თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებს, შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე, რომელიც დღევანდელი „ქართული ოცნების“ ოპოზიცია...

ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები და შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას: „როგორ შეაფასებდით სამთავრობო ცვლილებებს და რამდენად შესაძლებელია კიდევ ველოდოთ არაერთ ცვლილებას“.კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა იმის გამო, რომ ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, რეალურად „კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სანდო ადამიანები“ იყვნენ.„ალბათ, გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ არჩევნებამდე, სადაც მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია არ გვყავს და ოპოზიციის შექმნაზეც მე ვიზრუნებო. მე ასეთი წარმოდგენა შემექნა ამ გადაადგილებებით, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს მან სრულად მისცა „კარტბლანში“ ყველა რგოლის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როდესაც ეს დასრულდება, ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები, შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია. ეს არის პირადად ჩემი აზრი იმიტომ, რომ სხვანაირად ახნას ვერ ვხედავ, რადგან ლილუაშვილს ვერ დაუწუნებ ვერც პროფესიონალიზმს, ვერც კეთილსინდისიერებას, ვერც ადამიანობას და ვერც სანდოობას. იგივე რიჟვაძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თანამდებობაზე. ის რომ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გახლდათ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე იმ რეგიონში. ფაქტობრივად, ყველა საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტში დეპუტაციას, უმაღლეს საბჭოში თუ სხვადასხვა თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, რიჟვაძის ფილტრს გადიოდა. გამოდის, რომ რაღაც კრიტიკა მათ მიმართ იყო და ამ კრიტიკამ გამოიწვია ის, რომ „თქვენ თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ, აი, ბატონო, გააკეთეთ და ვნახოთ ყველამ ერთად, როგორ აკეთებთ“. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს. ვინაიდან ვარ ასოცირებული „ქართლ ოცნებასთან“, მაყურებელმა არ ჩათვალოს, რომ ეს შიდა ინფორმაციაა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.კახა კახიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პარტია დატოვოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმაც და მისი ადგილი კობახიძემ დაიკავოს.„ჯერჯერობით პირველი ეტაპია ბატონი ირაკლისთვის და მისი გარემოცვისთვის ხელისუფლების ჩაბარების. ადამიანები, რომლებიც წლები იყვნენ „ქართულ ოცნებაში“ და კარგად თუ ცუდად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს და ასოცირდებოდნენ „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც ასოცირდება ქართული ოცნების“ თანათავმჯდომარესთან, დარჩნენ ისე... ამავდროულად ძალიან მკაფიოდ მახსოვს მისი სიტყვები ბოლო ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ აუცილებლად თავად იზრუნებს ნამდვილ ოპოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ნელ-ნელა ერთ ცენტრში მოხვდებიან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილებით არ დასრულდება, ალბათ, მოვა დრო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც წავა „ქართული ოცნებიდან“, პარტიის თავმჯდომარის ადგილიც გათავისუფლდება და მას, ალბათ, ბატონი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, როგორც ხელისუფლების მმართველი ძალა და ა.შ. იქნება თავიდან ბოლომდე ბატონი ირაკლი კობახიძის. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ კობახიძისთვის გადალოცილია“, - განაცხადა კახიშვილმა.

ნიკა გვარამია – არანაირ კომისიაზე არ მივალ, არც განვიხილავ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად – არ მაღელვებს, მითუმეტეს, მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც 8 აპრილს არის დაბარებული, მისვლას არ აპირებს.ნიკა გვარამიას თქმით, საკითხს არც განიხილავს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს.გვარამიას განცხადებით, საკითხი საერთოდ არ აღელვებს, მითუმეტეს, რომ „მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ“.„არავითარ შემთხვევაში, ხვალ, არანაირ კომისიაზე არ მივალ, საერთოდ, არც განვიხილავ ამ მომენტს, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, რაც შეიძლება დადგეს.„თუ ნიკა გვარამია დაიჭირე, იმიტომ, რომ ვიდეომასალა ჰქონდათ, რომ მისი ცოლი, ქალიშვილი და ძაღლი როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან, რეალურად ამის საფუძველზე დამიჭირეს. სალომე ზურაბიშვილი რომ არა, ახლაც ციხეში ვიქნებოდი, რატომ არ უნდა ვუშვებდე. შეუძლებელია პროგნოზირება უკანონობის, უკანონობა ირაციონალურია, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. მე რომ ვიცოდე, რომ კანონისმიერად ოდნავ მაინც მოიქცეოდა ხელისუფლება ან სასამართლო ხელისუფლება, შემეძლებოდა ამაზე პასუხი გამეცა, მაგრამ ახლა ამაზე პასუხი არ შემიძლია. ერთადერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს ეს საკითხი, მითუმეტეს, რომ მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ", - აცხადებს ნიკა გვარამია "ტვ პირველთან".

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

2025 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6%-ს (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო მარტის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულებაა დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.„ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ აშშ-სთვის.„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზადაა კარგი გარიგებისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.კითხვაზე, როდის შესთავაზა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფები აშშ-ს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთავაზება გაკეთდა „გაცილებით ადრე“, ვიდრე დონალდ ტრამპი ტარიფებს დააწესებდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ურჩევნია შეთანხმების მოლაპარაკებების გზით მიღწევა, მზადაა, ითამაშოს მკაცრად.

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოთერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმთან“ ხშირად საუბრობს სხვადასხვა თემებზე. ის ახლა, უახლეს წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება.„ის რაზეც ვსაუბრობ და სრულდება უკვე მეც მაშინებს. ომი გარდაუვალია, თუმცა საქართველო დაცულია, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩვენზე, ფინანსურად ძალიან ცუდად აისახება.ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვები ჰყავს, იყავით ძალიან ფრთხილად. ნუ დატოვებთ ბავშვებს მარტო და უყურადღებოდ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, აფეთქება მოხდება.რაც შეეხება პირველ ქალს, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგდა პაპიძეს... თუ ჰგონია ვინმეს, რომ მას შეიწყალებენ უახლოეს მომავალში, ეს არ იქნება და არ მოხდება. სამწუხაროდ, მე ერთი რაღაცის მეშინია, რომ მან ცუდად არ დაასრულოს...“- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

ბოლო სიახლეები