ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

ცნობილია რატომ დააკავეს ელისო კილაძე

ელისო კილაძე დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა განაცხადა.

მისი თქმით, ელისო კილაძე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხატია დეკანოიძე – ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ვახსოვართ.„ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ.იმედია, ამაზე იქნება საუბარი,“ - წერს დეკანოიძე.ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ რუსეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე ბაზები სომხეთსა და ბელარუსში.

სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ-ის უსაფრთხოების უსასყიდლო გარანტიებით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები, დროა, გამოიღვიძონ, დაიბრუნონ ძალა

ევროპის ერები ამერიკის უძველესი მოკავშირეები არიან. შეერთებული შტატები დასავლეთ ევროპული ოჯახიდან დაიბადა და, უბრალო გეოპოლიტიკის მიღმა, ჩვენ ევროპასთან დაკავშირებული ვართ საერთო ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობით, პოლიტიკური ღირებულებებითა და ოჯახური კავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმის დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღევანდელი გამოწვევების წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად, შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს ევროპელ პარტნიორებს, ხელახლა ჩაერთონ ახალ ამერიკულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსში.დოკუმენტის მიხედვით, ცივი ომის შემდეგ, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე.„დროთა განმავლობაში, ევროპის გაერთიანებამ, რომელიც ცივი ომის შემდგომი ნეოლიბერალური მომენტის დოგმებით იყო დაინფიცირებული, გამოიწვია უფრო სუსტი და ღარიბი კონტინენტი, რომელსაც ნაკლებად შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, მით უმეტეს, ამერიკული ინტერესების მხარდასაჭერად გაერთიანება.  აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და საკუთარ თავს სამხედროების ატროფიის საშუალება მისცეს.  ევროკავშირის უპასუხისმგებლო ზეეროვნული მარეგულირებელი ბიუროკრატიისადმი დამორჩილებით, კონტინენტი დეინდუსტრიალიზებული გახდა, ვერ შეძლო ინოვაციების განხორციელება და ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა.ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე. ევროკავშირის პრინციპები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით იარაღად იქცა, რათა ევროპა არაასიმილირებული უცხოელი მიგრანტების ტალღებით დატბორილიყო, რამაც გააქარწყლა კულტურის, საზოგადოებისა და ისტორიის კავშირები, რომლებიც ისტორიულ პოლიტიკურ წყობილებას უნარჩუნებდა. ამასობაში, ელიტამ დაიწყო გლობალიზმისა და პანჰუმანიზმის სულ უფრო რადიკალური კონცეფციების მხარდაჭერა, რამაც ისინი მიიყვანა დასავლური ცივილიზაციის ძირითადი პრინციპების, როგორიცაა დასავლური რწმენა და ღირებულებები, ეროვნული სუვერენიტეტი, თავისუფალი გამოხატვა, თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფოებრივი წყობილების რწმენა, უარყოფასა და ძირის გამოთხრამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის დასუსტება აშშ-ის ინტერესებში არ შედის.სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ, საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შეძლონ.„დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა კვლავ სერიოზული უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე დგას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელახლა მილიტარიზაცია უნდა განახორციელოს. ანალოგიურად, ჩინეთის ეკონომიკურმა იძულებამ აჩვენა, რომ ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა განახორციელონ რეინდუსტრიალიზაცია და დერეგულაცია, რათა უზრუნველყონ თავიანთი ეკონომიკური მომავალი. და ბოლოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის კრახმა გამოავლინა, რომ მათ უნდა მიატოვონ მასობრივი მიგრაციის კატასტროფული ექსპერიმენტი. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაიბრუნონ ძალა, რათა დარჩნენ შეერთებული შტატების სასარგებლო პარტნიორები. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ევროპული ერები, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით ქმედითუნარიანები, ეკონომიკურად სამართლიანები და კულტურულად ჰარმონიულები არიან. თვითკმარი და თავდაჯერებული სახელმწიფოების ეს ახალი ჯგუფი დაიცავს როგორც გაუცხოებისგან, ასევე დაცემისგან, აღადგენს განახლებულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსს, რომელიც შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთი და ირანი რეშტ-ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის მშენებლობას პირველ აპრილს დაიწყებენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის და რუსეთ-ირანის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარის, სერგეი ცივილევის განცხადებით, პირველ აპრილს რუსეთი და ირანი ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის“ (ISTC) დასავლეთ მარშრუტზე რეშტ-ასტარის რკინიგზის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის მშენებლობის დაწყების შესახებ.ცივილევის თქმით, რუსეთმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილად რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა საკითხი შეიმუშავეს, მათ შორის არის მიწის რეგისტრაცია და შეღავათების მიღება.„ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი არის“ 7 200-კილომეტრიანი მულტიმოდალური მარშრუტი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ინდოეთის ქალაქ მუმბაის პორტამდე.2023 წლის მაისში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს დერეფნის დასავლეთის მარშრუტის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის – ირანში რეშტ-ასტარის მონაკვეთის – დასრულების შესახებ. პროექტის საერთო ღირებულება 1.6 მილიარდი ევროა, მათ შორის 1.3 მილიარდი ევროს კრედიტი რუსეთიდან, დანარჩენი კი ირანიდან.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას

ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წელს დამტკიცებული სტრატეგია ამ კუთხით ნაკლებად ხელშესახებ ზომებს ითვალისწინებს და ახალი სტრატეგია შეიძლება განახლებულ დოკუმენტში აისახოს, რომელიც უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლის საშუალებას შექმნის.„მიმდინარე წელს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით, ოთხი ათასი უკანონო მიგრანტის გაძევება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია, მთლიანად აღმოვფხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის უფრო ეფექტიანი სტრატეგია, ვიდრე ის, რაც იყო ასახული 2020 წელს დამტკიცებულ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ პროცესების ფონზე, რომელიც ვითარდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ბუნებრივია, ყველას აქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, როგორ იზრდება მიგრანტების წილი მოსახლეობაში ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც, ბუნებრივია, გაგრძელდება. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამ სპეკულაციებისთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოტივირებულია პოლიტიკური ინტერესებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში. CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას. ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე. CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე. დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოსპენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად. CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა.

ბოლო სიახლეები