გურჯაანში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს გლოვობენ. ადგილობრივები ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.
სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა – მათი ბიძაშვილია.
საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, მანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

