პარასკევი, მარტი 28, 2025

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის მკვლელობის დამკვეთი: მედია

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი.

მედია წერს, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაშა შუშანაშვილმა დაუკვეთა.

ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსთავსკი)

შეგახსენებთ, რომ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, “კილერს” სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ყურაშვილი – მოქალაქეთა ევაკუაციაზე საქმის კურსში ჩავაყენე გაერთიანებული შტაბი, გენშტაბის გარეშე სახლებზე დამეწყო კაკუნი? მთავარსარდალთან ამ თემაზე საუბრის საშუალება არ მომეცა

მოქალაქეთა ევაკუაციასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონიდან გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის კურსში, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში ამეტეხა უშიშროების საბჭოს, გენშტაბის გარეშე და სახლებზე დამეწყო კაკუნი, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფრომა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.მამუკა ყურაშვილმა უპასუხა კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვას: „როგორც კი თქვენ გაიგეთ ტელევიიზით ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია, თქვენ თვითონვე თქვით, რომ მივხვდი, მარტო ვარო. თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ სულ მცირე განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში მსხვერპლი ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ. თუ იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის“.ამასთან, როგორც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, ცდილობდნენ კონფლიქტის აცილებას.„ბოლო წამამდე ვცდილობდით, აგვეცილებინა კონფლიქტი. თუ იწყებ რაღაც ოპერაციას, მაშინ შენ აფრთხილებ, შენ გამოგყავს“, – აღნიშნა ყურაშვილმა.კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვაზე, უთხრა თუ არა უმაღლეს მთავარსარდალს, რომ შეიძლება, მოხდეს ომი, ესკალაცია, ჰქონდა თუ არა მასთან კონტაქტი, სამხედრო წესით ფორმალიზებულის საუბარი“, ყურაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან საუბარი ვერ მოახერხა.„უშუალოდ როცა ვნახე, მოხსენება გავუკეთე, დავხვდი, დავიძარით და შიგნით კონტაქტი არ მქონია, ოთახში იყო. ვერ მოვახერხე მასთან საუბარი. სამხედრო წესით მომესალმა. სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარზე მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა. მე არ მქონდა ეს შესაძლებლობა.ვეტყოდი, რომ ალბათ თადარიგი უნდა დაგვეჭირა. კონფლიქტის ზონაში სჭირდებოდა თანათავმდჯომარეების გადაწყვეტილება ევაკუაციასთან დაკავშირებით. განცდა არ მქონია, რომ ჩემი ყოფნა სააკაშვილს იქ საერთოდ არ აინტერესებდა. დამრჩა უკმაყოფილების განცდა. ბრძანება ვინც მომცა, დავხვედრილიყავი უმაღლეს მთავარსარდალს, მისთვის არ მითქვამს ეს, სხვა საზრუნავი მქონდა, ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო. სხვა გამოწვევები იყო და გადამივარდა გონებიდან. მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად და კიდევ გრძელდებოდა სროლები, დავიძარი და წავედი იქითკენ“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.ამასთან, ყურაშვილს კომისიის წევრმა, ილია ინჯიამ კითხვა დაუსვა: „ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები“ განაცხადა, რომ „დაზარალებული უფრო ნაკლები იქნებოდა“.

მამუკა ყურაშვილი – შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გამათავისუფლეს, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას, ოქრუაშვილი დაიბოღმა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში

2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, მამუკა ყურაშვილის განცხადებით, ის შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გაათავისუფლეს.ამის შესახებ ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, პირველ შემთხვევაში, 2006 წელს ის ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი იყო, რომ „ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში“, მეორე შემთხვევაში კი გათავისუფლდა 2011 წელს.კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დროს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვს.„ამ კითხვაზე დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი. შეიძლება ასე აიხსნას, მაღალი თანამდებობის პირებს შორის შიდაკულუარული ინტრიგები იყო. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაურს, ნოხის ქვეშ და კულისების უკან, რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე. შს მინისტრის მერე არავის გაუვლია. გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა. დიახ, ოქრუაშვილმა გამათავისუფლა. ხეობაში მინისტრი მერაბიშვილი იყო ჩამოსული. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჭორად მომიტანეს, რომ ეს იყო“, – განაცხადა ყურაშვილმა.მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა.

“ეს ორი პროდუქტი კიბოს წინააღმდეგ ბუნებრივი ფარია!“ – რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე?

ნიორი და ხახვი არა მხოლოდ არომატული ინგრედიენტებია, არამედ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიც – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ მეტი ხახვი და ნიორი!🧅ნიორი და ხახვი არა მხოლოდ არომატული ინგრედიენტებია, არამედ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიც. აქ არის 5 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გახდეს ეს პროდუქტები თქვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი! 👇1️⃣ ნიორი და ხახვი – კიბოს წინააღმდეგ ბუნებრივი ფარი 🎗️ნიორი და ხახვი შეიცავს გოგირდოვან ნაერთებს და ფლავონოიდებს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათი რეგულარული მოხმარება შესაძლოა 60%-ით შეამციროს ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკი.2️⃣ ძლიერი დაცვა ვირუსებისა და ინფექციებისგან 🦠ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს გაციების და გრიპის სწრაფად მკურნალობას 🤧. ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდი? – პირველივე სიმპტომების დროს ერთი კბილი ნიორის მიღება! 🧄 ასევე, ცხელი ხახვის სუპი შესანიშნავი დამატებითი საშუალებაა.3️⃣ ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალება 🛡️ნიორი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით. ის კლავს მავნე მიკრობებს, ნაწლავურ პარაზიტებს და სოკოვან ინფექციებს. ხახვიც იგივე ეფექტს იძლევა, განსაკუთრებით ბაქტერიების და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისას.4️⃣ ნიორი და ხახვი ქოლესტერინის გასაკონტროლებლად 🫀კვლევების მიხედვით, ნიორი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის (LDL) შემცირებას და კარგი ქოლესტერინის (HDL) მატებას. ხახვიც ამ ეფექტს ავლენს, განსაკუთრებით, თუ ნედლად მიირთმევთ (მაგალითად, სალათებში ან სენდვიჩებში).5️⃣ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ❤️ნიორი ამცირებს არტერიულ წნევას, ხოლო ხახვი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რაც ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.🏠 როგორ მოვამზადოთ ნიორის ზეთი ყურის ტკივილის სამკურნალოდ?ინგრედიენტები:✅ 1 კბილი ნიორი 🧄✅ 2-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 🫒✅ პატარა მინის ბოთლი✅ ბამბის ტამპონიმომზადება:1️⃣ დაჭყლიტეთ ნიორი და მოათავსეთ ქვაბში ზეითუნის ზეთთან ერთად.2️⃣ დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ (არ უნდა ადუღდეს).  „არსებობს საშინელი მძიმე მეტალებით შეღებილი თეთრეულიც კი, ტანსაცმელში 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს ხელოვნური მასალა“ - რით ვიმოსებით?3️⃣ გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლში.გამოყენება:🩺 დაზარალებული ყური ზემოთ უნდა იყოს მიმართული.🩺 ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თბილი ნიორის ზეთი და ნაზად ჩადეთ ბამბის ტამპონი, რომ ზეთი არ გადმოვიდეს.🩺 გაიჩერეთ 10-15 წუთი.„ნიორი და ხახვი არამარტო გასაოცარი ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, არამედ ძლიერი ანტიოქსიდანტებიც. მათი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას და ზოგადად ორგანიზმის გაჯანსაღებას!“ – წერს გიორგი ფხაკაძე

შალვა პაპუაშვილი – ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ, ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ

ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ, ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, როგორც პაპუაშვილი წერს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.„ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს – ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყანას – ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს.„ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას, საიდანაც სამი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია: ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს.პირველი, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუკი ისინი უგულებელყოფენ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება? რამდენად შეესაბამება „საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ ექსპრეზიტენტის აღიარება „საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა? სუვერენიტეტის არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ აღიარებს ან ემუქრება მას. საქართველოს მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაერევა მის უფლებაში, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება – საბჭოთა კავშირი თუ ლიეტუვა?მეორე, ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მიზნით. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მცდელობებს, რამდენადაც უშედეგო არ უნდა იყოს ისინი, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევებაზე. ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი მოგზაურობა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში და მისი ოფიციალური მიღება მიუთითებს, რომ ბალტიელი პოლიტიკოსები ისევ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ. ისინი თითქოს მკაცრად გმობენ ყველაფერ კომუნისტურს, საბჭოთას და რუსულს, მაგრამ, როგორც ჩანს, მენტალურად მაინც ჩარჩენილები არიან იმ მარწუხებში, რომელთა დამსხვრევაც თითქოს ასე ძალიან უნდათ;მესამე, ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს – ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყანას – ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები