შაბათს, პარიზის საავდმყოფოში 59 წლის ასაკში ცნობილი ებრაელი
მოდელიორი ალბერ ელბასი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში
ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრონლობდა როგორებიცაა Guy
Laroche, Yves Saint Laurent, Krizia, Lanvin, ხოლო 2021 წლის იანვარში კი
საკუთარი ბრენდით – AZ Factory-ით წარსდგა მოდის სამყაროს წინაშე.
ალბერი მაროკოში, კასაბლანკაში 1961 წელს დაიბადა. ისრაელში
მშობლებთან ერთად ბავშობაში დაბრუნდა. მამა პარიკმახერი
გახლდათ, ხოლო დედა კი დიასახლისი იყო, დედა ბავშვობაში
მხატვრობაზე ოცნებობდა.
1974 წელს ალბერის მამა გარდაიცვალა. დედამ, რათა ოჯახი შეენახა
მაღაზიაში მოლარედ დაიწყო მუშაობა. ალბერმა ისრაელის თავდაცვის
არმიაში იმსახურა, შემდეგ რამათ-განში შანკერის სახელობის
სატექსტილო ტექნოლოგიების, მოდისა და დიზაინის კოლეჯი
დაამთავრა. დიპლომთან ერთად მან დედისგან საჩუქრად 800
დოლარი მიიღო და ამ თანხით ნიუ-იორკის მოდის სამყაროს
დასაპყრობად გაემართა. 1989 წელს ალბერ ელბასმა დიზაინერი ჯეფრი
ბინომი გაიცნო და მის კომპანიაში რამდენიმე წელი იმუშავა.
ამის შემდეგ ალბერი, მოდის დედაქალაქში, პარიზში გადადის.
კრიტიკოსებმა მას მოდის ფილოსოფოსიც კი უწოდეს.
მისმა სადებიუტო კოლექციამ Lanvin-ისათვის მრავალი დადებითი
შეფასება დაიმსახურა. 2005 წელს აბერმა ორი პრესტიჟული ჯილდო
დაიმსახურა – ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოსაგან ნომინაციაში
„საერთაშორისო დიზაინერი“ (International Designer Award) და შანკერის
კოლეჯის ჯილდო.
2007 წელს კი ელბასს საფრანგეთის ეროვნული საპატიო ლეგიონის
ორდენი გადაეცა კულტურის სფეროში მიღწეული
წარმატებებისათვის. ამავე წელს ის ნიუ-იორკის მოდის
ტექნოლოგიური ინსტიტუტის (FIT Couture) პრემიის ლაურიატიც
გახდა.
ალბერ ელბასი მრავალი ვარსკვლავისთვის ქმნიდა თავის შედევრებს.
ნატალი პორტმანის სრული გარდერობი ამოზ ოზას რომანის
„თხზულება სიყვარულისა და სიბნელის შესახებ“ მიხედვით
გადაღებულ ფილმში (2016 წ). აგრეთვე მისი შექმნილია კიმ
კარდაშიანის საქორწილო კაბა, სწორედ ალბერ ელბასის მიერ შეკერილ
კაბაშია გამოწყობილი კიმ კარდაშიანი ჟურნალი ვოგის ყდაზე.
რამდენიმე ხნის წინ გაზეთ „ედიოთ აჰრონათისათვის“ მიცემულ
ინტერვიუში ალბერი საუბრობდა პანდემიის პერიოდში ხელოვანთა
მუშაობისათვის არსებულ სირთულეებზე: „ეს საშინელებაა, დილის 9
საათიდან საღამოს 11 საათამდე ორ მასკაში ვმუშაობ, ამას დაუმატეთ
სადეზინფექციო სითხეები, თანამშრომლებს შორის შუშის გამყოფი…
თავი აკვარიუმში მგონია…“
ალბერს ისრაელში დაკრძალავენ.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან
ფოტოზე: ალბერ ელბასი