შაბათი, აპრილი 19, 2025

ციცინო შავაძე – ჩვენი წამება როინ შავაძის დაკრძალვის შემდეგაც კი არ დასრულდა, გვემუქრებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით, მადლობა სოზარ სუბარს, ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა.

ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.

„ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, რომ რომა რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მგონია, რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს, რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ციცინო შავაძემ მისი მეუღლის სახლში გადასვენების პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ, იგივე ბედი გაეზიარებინათ.

„არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი საავადმყოფოში, ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, ხმა არ ამომეღო. მე ვკიოდი, უკვე არაფერი მახსოვს და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს. უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ხალხი გვირეკავდა და გვეუბნებოდა,  ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენო. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ. ისე გამოდის, რომ მარტო აღმოვჩნდი მიცვალებულთან. უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი. მახსოვს, ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა. ჩვენ კიდევ, იძულებული გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, რადგან გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ციცინო შავაძის თქმით, მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა.

„ჩვენი წამება ამით არ დასრულდა. ყოველი დღე უმძიმესი ხდებოდა. გვითვლიდნენ, ხმა არ ამოგვეღო, გავჩერებულიყავით. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ბინა და გადავსულიყავი საცხოვრებლად ჩემებთან. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით. მოდიოდა უცხო ხალხი, პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, წამოვიდა მუქარები. საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან, სოფელ ჩელტაში, მაგრამ იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ასეთ დღეში ვიყავით“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ციცინო შავაძე ამბობს, რომ მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, მშობლების სახლში გადასვლის დროს, მუქარების გამო, ღამეს უთენებდნენ.

„შემდეგ იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს. ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ. გვაშინებდნენ, მოდიოდა იარაღიანი ხალხი პირდაპირ, ისროდნენ ჰაერში. ვისთვის მიგვემართა, უკვე აღარ ვიცოდით. მაშინ დავურეკეთ ბატონ სოზარს. ისიც კი შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის ბასეინსაც მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით ყველა ერთად.

ბატონი სოზარიც ჩამობრძანდა, ყოველთვის გვერდით გვედგა, დიდი მადლობა ამისთვის, არასდროს დამავიწყდება თქვენი ამაგი. ბატონი სოზარი თვითონ იყო ჩამობრძანებული ჩემს ოჯახში“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის თანამშრომლები მასთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ.

ამასთან, ციცინო შავაძემ გაიხსენა, რომ მომხდარი შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, მისი მეუღლე, გარდაცვლილი ადამიანი დაკითხვაზე დაიბარეს, რითაც ოჯახის დამცირებას ცდილობდნენ.

„ყველანაირად გვავიწროებდნენ. სამი წლის თავზე იყო კარზე ზარი, დგას ახალგაზრდა გოგო ფორმით, ქალ-ვაჟი. პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს, რა ხდება-მეთქი. როინ შავაძის ოჯახია? კი-მეთქი, მას დაკითხვაზე იბარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ, კაცზე, რომელიც მიცვალებულია, ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები