სამშაბათი, ივლისი 15, 2025

ცესკო: საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლისა და ბოლო პერიოდში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად დააზიანონ საარჩევნო პროცესი.

„უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ მიმდინარეობს. ამის მაგალითია დღეს მომხდარი ფაქტი ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჟურნალისტების თანხლებით შეიჭრა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და ემუქრებოდა მას, მისი მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას და ბრალდებებს თავმჯდომარის მოადგილის მიმართაც.

კიდევ ერთხელ გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ბრალდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისია „ნიშნავს“ პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს, არის სიცრუე, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ კანონით განსაზღვრული საქმიანობის ნეიტრალურად განხორციელება. არ აყვნენ პროვოკაციებს. ზეწოლის ან მუქარის შემთხვევაში იმოქმედონ კანონის შესაბამისად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს მათ საქმიანობაში და მზადების პროცესში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. და ამასთან ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თუ აქვთ რომელიმე საარჩევნო მოხელის მიკერძოებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმოადგინონ კანონით განსაზღვრული წესით და ნუ გაავრცელებენ მედია საშუალებებით არასწორ ინფორმაციას, როგორც აღვნიშნეთ, მიუღებელია მათზე ზეწოლა და მუქარაც. რამაც მოქალაქეები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ასევე გამოიწვიოს მათში უნდობლობის განცდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველი მივიდეს 2 ოქტომბერს არჩევნებზე და თავისუფლად მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს სახელის გამოყენებით შექმნილ ინტერნეტგვერდებზე განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„უკვე მეორე დღეა, რაც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი cesko.cf, რომელიც განთავსებული მასალების მიხედვით ფაქტობრივად არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდის ანალოგი. აღნიშნული გვერდი იყენებს არამხოლოდ ცესკოს ლოგოს, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელ ყველა დეტალს. ვებგვერდზე ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით და მითითებულია, რომ აღნიშნული გამოკითხვა ასახავს არჩევნების რეალურ შედეგებს, რაც ცალსახად არის ტყუილი და ემსახურება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიმართა სოციალური ქსელის „ფეისბუქი“ ადმინისტრაციას აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ გვერდის წაშლა.
ამასთან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა კიდევ რამდენიმე გვერდი, რომლის ტირაჟირებაც ხორციელდება პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მიერ და სადაც განთავსებულია ინფორმაცია საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ აღნიშნული გვერდების შექმნის მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს. ასეთი ტიპის გვერდად მოიაზრება მაგალითად cec.org.ge.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვებგვერდის cec.org.ge მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც საუბარია ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმების შესახებ, გაჟღერებულია არასწორი მოწოდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი სიაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.
მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დაინტერესდნენ ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებით, რომლებიც ამომრჩევლის დეზორიენტაციას იწვევს.

ამომრჩევლებს კი მივმართავთ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისას ყურადღებით დააკვირდნენ ინფორმაციის გავრცელების წყაროს. არჩევნებს ატარებს და საზოგადოებას ამ არჩევნების უტყუარ შედეგებს აწვდის მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, ხოლო ზემოაღნიშნულის მსგავსი აქტივობები არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის და დეზორიენტაციის მცდელობა. შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული აქტივობა შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება“, – განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

ბოლო სიახლეები