მსოფლიოში ბოლო დროს ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთნდობა და მხარდაჭერა უცვლელი რჩება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ საერთაშორისო ორგანიზაცია „ბრიქსის” სამიტზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ კოორდინაცია და თანამშრომლობა „ბრიქსის” ფარგლებში და გააღრმაონ განვითარებადი ქვეყნების ერთიანობა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა ვანგ ის უკრაინის კრიზისის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინასთან წინაპირობების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს და სურს კრიზისის ძირეული მიზეზების მოგვარება.