პარასკევი, ივლისი 4, 2025

ჩვილ ბავშვთა კვება – ახალბედა დედებისთვის

ყოველ ახალგაზრდა დედას, რომელიც ზრუნავს საკუთარი შვილის ზრდა-განვითარებაზე, აღელვებს დამატებითი საკვების დროულად და სწორად მიწოდების საკითხი.

აქ მოყვანილია ის ყველაზე ელემენტალური და აუცილებელი წესები, რომელთა ცოდნაც სასურველი და რეკომენდებულია ახალბედა დედებისთვის.

მარტივად ვპასუხობთ რამდენიმე საჭირო და მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს გამოუცდელ დედას:

როდიდან ვიწყებთ დამატებით კვებით რაციონს მეძუძურ ბავშვებში

მეძუძურ ბავშვებს ექვს თვემდე არანაირი კვებითი დანამატი არ ესაჭიროება, რადგან იგი ყველა საჭირო კომპონენტს, დედის რძის მეშვეობით იღებს.

ნუ ინერვიულებთ რძის ხარისხსა და შემადგენლობაზე, დედის რძისგან ბავშვი ყველაფერ საჭიროს და აუცილებელს მაინც მიიღებს.

ასე რომ, მოთხოვნილების მიხედვით, 6 თვიდან, მეძუძურ ბავშვებს უკვე შეგიძლიათ მისცეთ დამატებითი საკვები.

განსაკუთრებულ შემთხვევებში: მაგალითად თუ ატყობთ, რომ ბავშვს არ ყოფნის საკვები, ან არა აქვს მოწესრიგებული კუჭის მოქმედება, შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული დანამატები პედიატრთან შეთანხმებით უფრო ადრეც მისცეთ.

როდიდან ვაძლევთ კვებით დანამატს ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ანუ იღებს ხელოვნურ რძეს, ასეთ შემთხვევაში დამატებითი პროდუქტების მიწოდება შეგიძლიათ 4 თვიდან დაიწყოთ.

თანამედროვე, ხარისხიან  ხელოვნური საკვებში, ყველა საჭირო მიკრო ელემენტი და ვიტამინი შედის, მაგრამ კუჭის უკეთესი მოქმედებისთვის, უმჯობესია კვებითი დანამატების ადრეულ პერიოდში მიწოდება ანუ 4 თვიდან და არა 6 თვიდან, როგორც ეს მეძუძური ბავშვების შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

რა უნდა შევთვაზოთ პატარას პირველ რიგში

ყველაზე სასარგებლო და აუცილებელი ბავშვისთვის ხილის წვენი ან ხილფაფაა.

შეგიძლიათ დაიწყოთ ძალიან უპრეტენზიო და ალერგიული რეაქციებისგან უსაფრთხო ვაშლით, ან ბანანით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს და თეირანთან კავშირს წყვეტს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითაც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის.ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან.მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.

რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში – „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.

ივანე მაჭავარიანი – გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განუმარტე, რაც რეალობა იყო, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ...

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო."ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - ამბობს ივანე მაჭავარიანი.პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

„ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს – „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“

ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.სტატიაში, რომელიც მომზადდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.სტატიაში სახელწოდებით, „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, აღნიშნულია, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ღვინის უწყვეტი წარმოების რვაათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნიკით – მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება. ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილება. მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა – ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – ნათქვამია სტატიაში.

ბოლო სიახლეები