ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს- რა ამბავს იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი ილია მეორესთან დაკავშირებით

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა”- Le Figaro ილია მეორეზე წერს
"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - ასე ეხმაურება Le Figaro ილია მეორის გარდაცვალებას.ფრანგული გაზეთი პატრიარქის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "უდიდესი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიის რიგით 141-ე კათალიკოსმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში და ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის".
„შემოგვხედა და თქვა, ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“ – რა ამბავს იხსენებს გიორგი ლომთათიძე ილია მეორესთან დაკავშირებით
ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:„როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“,- ამბობს გიორგი ლომთათიძე.
გიორგი მიქაუტაძემ გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა
„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.ფოტო: Geo Team
დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, აშშ ამას არ გააკეთებს
ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ უახლოვდება თავისი მიზნების შესრულებას.„ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას, რამდენადაც განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას, ირანის ტერორისტულ რეჟიმთან მიმართებაში: 1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული შემცირება; 2. ირანის სამრეწველო თავდაცვითი ბაზის განადგურება; 3 მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების განადგურება, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კუვეიტისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას – აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს იქნება მარტივი სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა.
