ორშაბათი, მარტი 16, 2026

„ჩემი შვილები ტერორისტებმა გაიტაცეს, ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ“ – მძიმე ისტორია ისრაელიდან

ისრაელელი ქალი, რომლის ვინაობა მისივე უსაფრთხოებისთვის უცნობია, CNN-ს უყვება თუ როგორ გაიტაცეს ტერორისტებმა მისი შვილები, მაშინ როდესაც მათ ტელეფონზე ელაპარაკებოდა.

„ტელეფონით ველაპარაკებოდი, რადგან მათთან არ ვიყავი. ისინი ცალკე, უსაფრთხოების ოთახში იმალებოდნენ. როცა ბავშვებს გარედან სროლის ხმები ესმოდათ, შეტყობინებები მომივიდა, რომ ტერორისტებს ადგილობრივების სახლში შესვლა დაეწყოთ.

სწორედ ამ დროს ჩემმა შვილებმა მითხრეს რომ კართან ვიღაცები იყვნენ და ოთახში შესვლას ცდილობდნენ.  Მე მათ  ვუთხარი, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, არ ეხმაურათ და უსაფრთხოების ოთახში დარჩენილიყვნენ. ვუთხარი კარი ჩაეკეტათ, მაგრამ რეალურად კარი არ იკეტებოდა ისე, როგორც საჭიროა. ვინ იფიქრებდა, რომ ტერორისტები ქუჩაში დაიწყებდნენ სიარულს.

ცოტა ხნის შემდეგ ტერორისტების არაბული ლაპარაკი მომესმა, ისინი ბავშვებს ელაპარაკებოდნენ. ჩემი შვილები ძალიან ახალგაზრდები არიან ამ ყველაფრის გამოსაცდელად. ერთი 12-ის, ხოლო მეორე 16 წლის არის.

ამის შემდეგ ბავშვებისაგან აღარაფერი გამიგია. ეს ყველაფერი ძალიან რთული მოსასმენი იყო ჩემთვის.

ტერორისტებმა ძალიან პატარა, 2 და 5 წლის უდანაშაულო ბავშვები აიყვანეს მძევლად. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, თავისთვის ეძინათ.

ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, ამას ვერ აღვწერ, მე არ ვიცი ჩემი შვილები რას სვამენ, რას ჭამენ, არ ვიცი ისინი ერთად არიან თუ ერთმანეთს დააშორეს, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ, არაფერი ვიცი“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც სურს. ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ვნახეთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები, თუ შეკრებები.„ბრიუსელი თავისი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში ვიდრე მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის პირით, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, ხუთი თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კაია კალასი – საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის, 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა, განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს“ სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა.ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის გაფართოებაა. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, ოპერაცია მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას და იმ მებრძოლების ლიკვიდაციას, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ.მათივე თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია საფრთხეების შემცირებისა და ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზონის შექმნისკენ.სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში მასშტაბური საჰაერო იერიშები განხორციელდა.

პეტერ ფიშერი – ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი

ქართული მედია, მათ შორის სანქცირებულებიც, გამუდმებით მთხოვენ, განვმარტო ჩემი განცხადება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.„ჩემი პასუხი არის – ჩემი აქამდე გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“, – წერს პიტერ ფიშერი.გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას 24 თებერვალს განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ. როგორც ამბობენ, ის უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ბოლო სიახლეები