ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი
ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი

ლონდონის სასამართლომ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებში გირაო შეუფარდა
ლონდონის მოსამართლემ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით გირაო შეუფარდა .
49 წლის ბრენდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში პარასკევს, 2 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9:30 საათზე მივიდა, მუქი ჯინსის პერანგით, მზის სათვალითა და ლურჯი ჯინსით.
კომიკოსი და მსახიობი ნელა შევიდა ლონდონის ბრალდების სკამზე დილის 10:00 საათზე და მთავარ მაგისტრატ პოლ გოლდსპრინგს მხოლოდ საკუთარი სახელის, მისამართისა და დაბადების თარიღის დასადასტურებლად ესაუბრა, იტყობინება რამდენიმე გამოცემა, მათ შორის The Telegraph .
12-წუთიანი მოსმენის დასრულების შემდეგ გოლდსპრინგმა ბრენდს გირაო შეუფარდა და მისი შემდეგი სასამართლო სხდომა ლონდონის ცენტრალურ სისხლის სამართლის სასამართლოში (ადგილობრივად ცნობილი როგორც „ოლდ ბეილი“) 30 მაისს დანიშნა.რასელ ბრენდი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული და სასამართლოს წინაშე მაისში წარდგება, აცხადებს პოლიციაბრენდს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ თავდაპირველად 4 აპრილს წაუყენა ბრალდება ჩადენილ დანაშაულებში. ბრალდებები ოთხი ქალის ბრალდებებს ეფუძნება, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრენდმა მათზე სექსუალური ძალადობა 1999-დან 2005 წლამდე ინგლისში განახორციელა.
ოთხი ქალიდან ერთი ამბობს, რომ 1999 წელს სამხრეთ ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გააუპატიურეს, მეორე კი აცხადებს, რომ ბრენდმა 2004 წელს ლონდონში მასზე ზეპირი და სექსუალური ძალადობა განახორციელა.
„ქალები, რომლებმაც განაცხადები შეიტანეს, კვლავ იღებენ მხარდაჭერას სპეციალურად მომზადებული ოფიცრებისგან“, - განაცხადა დეტექტივმა სუპერინტენდანტმა ენდი ფურფიმ. „მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის გამოძიება კვლავ ღიად რჩება და დეტექტივები მოუწოდებენ ყველას, ვისაც ეს საქმე შეეხო ან ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოცხადდეს და პოლიციას ესაუბროს“.ბრენდს ადრე ხუთმა ქალმა, რომელთაგან ერთ-ერთი 16 წლის იყო, 2023 წელს The Sunday Times-ის , The Times-ისა და Channel 4-ის მიმდინარე მოვლენების გადაცემა Dispatches-ის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენა .
15 წლის ბიჭის ამბავი, რომელიც Netflix-ის სერიალს საფუძვლად დაედო
2010 წელს პენსილვანიის ერთ-ერთ სასწავლებელში 15 წლის ბლეიკ რობინს სხვა 2 ათას მოსწავლესთან ერთად სკოლამ ლეპტოპი გადასცა. სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი იყო მოსწავლეებს სასწავლებლის რესურსებზე სრული ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. მაშინ ბლეიკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.ამ ამბიდან მალევე რობინს სკოლის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და ის ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ნივთმტკიცებად მათ რობინის ოთახში გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს, რომელიც ლეპტოპის კამერით იყო გადაღებული.ამ ამბის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ კომპიუტერებში სპეციალური პროგრამა იყო ჩაინსტალირებული, რომელიც მოსწავლეების ქმედებებს აკონტროლებდა, ასევე ამბობდნენ, რომ ლეპტოპი ყოველ 15 წუთში ფოტოებს იღებდა.რობინის ოჯახმა სკოლას უჩივლა. სკოლამ აღიარა, რომ ლეპტოპებში უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა იყო ჩაყენებული.სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ლეპტოპებში არსებული პროგრამა, რომელიც ფოტოებს ყოველ 15 წუთში ერთხელ იღებდა, იმიტომ ჩააყენეს რომ კომპიუტერის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა გამარტივებულიყო.რობინის ოჯახმა კომპენსაცის სახით 610,000 დოლარი მიიღო.ეს ამბავი საფუძვლად დაედო ნეტლიქსის სერიალს, სახელწოდებით „Spy High".
უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ… მიეშვათ იქამდე და ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში –...
"მათი მოქმედებით მე გავიგე, რომ ციხეზე, პატიმრებზე რომ ზეწოლა გაეკეთებინათ, რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და ეს უდანაშაულო ბავშვები მაგისთვის ჩაცხრილეს და იმიტომ მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად "ნავთლუღის სპეცოპერაცია" და სად რუსთავის ციხე?" - ამის შესახებ 2006 წლის 12 იანვარს, "ნავთლუღის სპეცოპერაციისას" "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მოკლული რომან სურმანიძის მამამ, ოთარ სურმანიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი განცხადებით, რომან სურმანიძე თბილისში პირველად იყო და ის მარტოც ვერ წამოვიდოდა, მეგობრებს გამოჰყვა. მოკლულის მამას მიაჩნია, რომ "ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსნები მსხვერპლს ეძებდნენ და სამი ახალგაზრდა სწორედ ამის გამო მოკლეს."მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ შვილს, აღარაფერს მოვიკითხავდი. იქამდე მიეშვათ და იქ მოეკლათ. ეს ბავშვები იქ მიმსვლელი არ იყვნენ და ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში. ის ამხანაგებს გამოჰყვა, თორემ, თბილისში მარტოც ვერ წამოვიდოდა. ნამდვილად მსხვერპლს ეძებდნენ. ჩემი შვილი, საზაფხულო დასვენებებზე ჩემთან ერთად თურქეთში გადადიოდა, ალალი შრომით ირჩენდა თავს და სტუდენტობაში რომ თანხა ეხარჯა, მისი გამომუშავებული თანხით დადიოდა ბათუმში და სწავლობდა. ჩვენ ოჯახს ის ფუფუნება არ გვქონდა, რომ სტუდენტი გვერჩინა. მოგეხსენებათ, მაშინ, 2006 წელში უმუშევარი დრო იყო, თურქეთიდან ვირჩენდით თავს - ჩაი უნდა მოგვეკრიფა თურქეთში, ფული უნდა გადმოგვეტანა რომ პური გვეყიდა და თავი გვერჩინა, სხვა შემოსავალი არ გვქონდა", - განაცხადა ოთარ სურმანიძემ."ნავთლუღის სპეცოპერაცია" 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. 2012 წლის შემდეგ საქმეზე ახალი გამოძიების დაწყების შედეგად კი, "ნაცმოძრაობის" რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ ("მასტერა") რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.
მიხეილ სააკაშვილი – მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ ბრალდებას მიყენებენ, მაგრამ მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართვისას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, კომისიაზე „ქურდების, ყაჩაღების სრული რეაბილიტაცია მოახდინეს“.„რა არის ეგრეთ წოდებული კომისია? დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო, არ გამოუვიდათ არაფერი, რადგან ეს ჰააგაა და არა სასამართლო კლანი. ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ასე შემდეგ. აფრასიძეებზე ჩაატარეს მოსმენები, მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანებს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ აფრასიძეებზე ახლა ამბობენ, თურმე ისინი რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ეს არ არის კომისია, ეს არის კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების, პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, ის მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს წარმატებისა და საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება.„ხედავთ, ხალხო, როგორ დაგცინიან, მაინც არაფერი გამოუვათ. გასაგებია, მე რასაც მიკეთებენ. მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ აბსურდულ ბრალდებას მიყენებთ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის მე მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი...
„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს,“ - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ, უკვე, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი, საერთოდ არ იქნება საინტერესო, ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით.ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში, ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ, მართლა, მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.