კვირა, ივნისი 1, 2025

შსს-მ ბახალას ახალი ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბახალას, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი, ახლა უკვე ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა. როგორც შსს-ში ამბობენ, ბახალასთვის და კიდევ სამი პირისთვის ბრალის წაყენებით საქართველოში სუბოტექსის შემცველი 900 აბის შემოტანის საქმე გახსნეს.

უწყების განმარტებით, იმ პირებმა ვისაც ბრალი წაეყენათ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რეანომობილით საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები უნდა შემოეტანათ.

“2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება”, – აღნიშნავენ შსს-ში.

ბახალა ახლა ციხეშია. მას სხვა საქმეზე, 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – პარიზი ჯადოსნურია, კვარა ჯადოსნურია, გილოცავთ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს.საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“.„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“ – წერს საელჩო.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

კვარაცხელია-შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყოღმერთს ვეუბნები მადლობას, როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი,...

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია პირველი კომენტარით პიტერ შმაიხელთან გამოჩნდა, რომელიც უეფა-ს ტელევიზიასთან ექსპერტის რანგში თანამშრომლობს.ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ ქართველ ფეხბურთელს ასე მიმართა:– ხვიჩა, ოთხი თვის წინ სულ სხვაგან იყავი, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხარ. ეს არ ყოფილა უბრალოდ 1:0 – მოიგეთ 5:0! რას გრძნობ ამ მომენტში?– აღწერა მიჭირს. ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ – კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად.– ნამდვილად უნდა იამაყო. ეს იყო წარმოუდგენელი პერფორმანსი თქვენგან – არა მხოლოდ დღეს, არამედ მას შემდეგ, რაც პსჟ-ს შეუერთდი. როგორ ფიქრობ, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს და რამდენ ხანს შეგიძლიათ ამ დომინაციის გაგრძელება?– ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის.– როგორც ჩანს, დღეს თითოეული თქვენგანი სიამოვნებას იღებდა ლუის ენრიკეს ფეხბურთის სტილით.– ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახივით ვართ. ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. მწვრთნელი საოცარად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ.

„დინამო თბილისის“ მწვრთნელი – ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა თასს თბილისში ჩამოიტანს და ქართულ ღვინოს დავლევთ

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მწვრთნელს, ლადო კაკაშვილს დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თასს თბილისში ჩაიტანს, — ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კაკაშვილმა ისაუბრა.ამერიკული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ ეს პირობა სწორედ იმ ადამიანს მისცა, ვინც წარსულში მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – ლადო კაკაშვილს, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელია.„ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ ჩემს კაბინეტში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ“, — თქვა ლადო კაკაშვილმა.ლადო კაკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში წვრთნიდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.

ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მადლობის ნიშნად $1 მილიონი აჩუქა – აი, რატომ

ჯორჯ კლუნი თავის წარმატებას თავის წარმატებას საკუთარ უახლოეს მეგობრებს უმადლის, ამიტომ 2013 წელს გადაწყვიტა, იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთეს სამაგიერო გადაეხადა — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.იმ პერიოდში კლუნის, რომელიც "მუდამ უცოლო" მამაკაცად ითვლებოდა, ახალი გაცნობილი ჰყავდა თავისი მომავალ ცოლი, ამალი, და ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილები. ოჯახზე მაშინ ჯერ არ ფიქრობდა, მაგრამ, როგორც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალ GQ-ს უთხრა, "ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან, რომლებმაც 35 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთეს ჩემთვის.""მათ სავარძლებზე მეძინა, როცა ღარიბი ვიყავი. მათ ფული მასესხეს, როცა არ მქონდა. ისინი დამეხმარნენ წლების განმავლობაში, და მეც ვეხმარებოდი მათ," — ამბობს ვარსკვლავი მეგობრებზე საუბრისას.იმ პერიოდში კლუნის ფილმმა Gravity საოცარი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მსახიობს მოულოდნელი ფინანსური მოგება მოუტანა. "ფილმის გადამღებ კომპანიას ეგონა, რომ პროექტი ჩავარდებოდა, ამიტომ ფულის გადახდის ნაცვლად ფილმის მოგებიდან პროცენტები შემოგვთავაზეს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგი გარიგება აღმოჩნდა," — ამბობს კლუნი.კლუნიმ გადაწყვიტა, მეგობრებისადმი მადლიერება ასე გამოეხატა: შეიძინა 14 ჩემოდანი და თითოეულში $1 მილიონი ჩადო, შემდეგ კი მეგობრებს სთხოვა, ერთ საღამოს მას სახლში ვახშამზე სწვეოდნენ. როგორც რანდე გერბერმა, კლუნის მრავალწლიანი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იხსენებს, მსახიობმა მეგობრებს ეს ჩემოდნები სწორედ ვახშმის დროს გადასცა."უბრალოდ ავიღე რუკა და ვაჩვენე ყველა ის ადგილი, სადაც მათ წყალობით მოვხვდი და ყველაფერი, რაც მათ დახმარებით ვნახე. და ვუთხარი – როგორ უნდა გადაუხადო ხალხს ამისთვის?" – გაიხსენა კლუნიმ GQ-სთან საუბრისას —"შემდეგ ვთქვი: "ერთი მილიონი დოლარი როგორი იქნებოდა?"გერბერის თქმით, ეს ჟესტი "ზუსტად ასახავს, როგორი ადამიანია ჯორჯი.""ვიცი, რომ რთული დროები ყველამ გამოვიარეთ, ზოგიერთები დღემდე ამ მდგომარეობაში ხართ," – გაიხსენა გერბერმა კლუნის სიტყვები – "აღარ მოგიწევთ შვილების მომავალზე ნერვიულობა, არც სწავლაზე, არც იპოთეკაზე."

ბოლო სიახლეები