ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025

შსს: აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.

“პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ
საშუალებებს. – ნათქვამი უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს.ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება.კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადით იქნება წარდგენილი.კალაძე დედაქალაქის მერად პირველად 2017 წელს, მეორე ვადით კი, 2021 წელს აირჩიეს.

ახალი კვლევა-ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ძილის ნაკლებობა — ახალი კვლევა

ახალი ამბების სტატიებსა თუ სოციალური მედიის პოსტებში გამუდმებით გვახსენებენ, რომ მეტი უნდა გვეძინოს. ალბათ აღარ გსურთ იმის მოსმენა, რომ არასაკმარისი ძილი საზიანოა თქვენი თავის ტვინისთვის, გულისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანზე და სექსუალური ლტოლვაზე.იდეალური რაოდენობამიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ცოტა სძინავს, ზოგს კი მეტი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ სხვაობებზე, მაგრამ ეს სხვაობები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.ძილი დამოკიდებულია ასაკზეც. თინეიჯერებს ხშირად დიდხანს ძილი უნდათ და შეიძლება ამის ფიზიკური საჭიროებაც ჰქონდეთ. თინეიჯერების ძილის რეკომენდებული რაოდენობა ზრდასრულებზე ოდნავ მაღალია — რვიდან ათ საათამდე. ისინი შეიძლება უფრო გვიან იძინებდნენ და გვიან დგებოდნენ.დიდხანს ძილის სურვილი შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულებსაც. თუმცა, თუკი მათ ძილის დარღვევა არ აქვთ, საჭირო ძილის ოდენობა იგივეა, რაც მათ ახალგაზრდობაში იყო.ზრდასრულთა უმეტესობისთვის საჭირო ძილის რაოდენობა შვიდიდან ცხრა საათამდეა — ჯანმრთელობისთვის იდეალური ვარიანტი.ამას გარდა, ხშირად მხოლოდ ძილის რაოდენობა არაფერს ნიშნავს. კარგი ხარისხის ძილი და დაძინებისა და გაღვიძების თანმიმდევრული დრო თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ასეთივე მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა.გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოში მრავალ ადამიანს რეკომენდებული რაოდენობით არ სძინავს, უფრო იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომ საკმარის ხანს გვეძინოს, ვიდრე გვაღელვებდეს ზედმეტი ძილი.იმისათვის, რათა ღამით კარგად დაიძინოთ, მეტი დრო გაატარეთ დღის სინათლეზე და დღის განმავლობაში აქტიური იყავით, ეცადეთ, შეეჩვიოთ დაძინებისა და გაღვიძების რეგულარულ დროს. დაწოლამდე ერთი საათით ადრე თავი აარიდეთ ეკრანებს, დაკავდით რაიმე მომადუნებლით და დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებელი წყნარი, ბნელი და კომფორტულია.თუ შენიშნეთ, რომ რეგულარულად იმაზე მეტხანს გძინავთ, ვიდრე გჩვეოდათ, შეიძლება ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცაზე განიშნებდეთ.მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

გიორგი ვოლსკი: სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას

სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.„რასაკვირველია, ტყუილებზე უკან არ დაიხევენ. სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას. როგორ ცდილობენ, პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველო ჩაითრიონ იმ უბედურებაში, რაც ევროპის შუაგულში დაატრიალეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.

შალვა პაპუაშვილი – მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს

მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სასამართლო საქმეს განიხილავს და ჭეშმარიტებას დაადგენს.„დეზინფორმაციის წყარო მამუკა ხაზარაძეა. ეს მისი ტელევიზიაა, რომელიც ასეთ თეორიებს აწყობს. ცნობილია, რომ ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაშია და ყველა მისი შემოსავალი სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის იმართება. თუმცა, მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თავად თაღლითობისთვის არის გასამართლებული, ქონება კი მევახშეობით აიწყო, გასაგებია, რომ მისთვის გაუგებარია, ქველმოქმედება რა არის და ამიტომ ცდილობს, ასეთი დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს. ხელის გულზე დევს ის ტყუილი და დეზინფორმაცია, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. სასამართლო არსებობს და განიხილავს, ამ საკითხს, ჭეშმარიტებას დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის სადგურთან მოხდა.როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო.

ბოლო სიახლეები