ორშაბათი, მარტი 2, 2026

შოპენის ხელნაწერები არქტიკაში, “სამყაროს აღსასრულის” არქივში შეინახება

კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის ხელნაწერებისა და წერილების ციფრული ასლები პოლონეთმა უსაფრთხოების მაღალი დონის მქონე გასაიდუმლოებულ საცავში გააგზავნა, რომელიც შპიცბერგენის (ნორვეგია) არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ქვანახშირის მიტოვებულ მაღაროში მდებარეობს.

ვარშავაში მდებარე ფრედერიკ შოპენის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ შოპენის ხელნაწერებისა და წერილების ციფრული ასლები განთავსდება შპიცბერგენის არქიპელაგზე, ლონგიერბიენში არსებულ „არქტიკის მსოფლიო არქივში“ – დაწესებულებაში, რომელსაც ზოგჯერ „სამყაროს აღსასრულის ბიბლიოთეკასაც“ უწოდებენ, რადგან ის კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერების არქტიკის ბუნებრივად სტაბილურ პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესანახად შეიქმნა.

ციფრული ასლები გადაცემის ცერემონიაში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დროს, პიანისტ კშიშტოფ ვერჩინსკის მიერ შესრულდა შოპენის ნაწარმოებები.

ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარცინ კონიკის თქმით, ეს დეპოზიტი წარმოადგენს გაციფრულებისა და გრძელვადიანი შენახვის გზით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ წინგადადგმულ ნაბიჯს.

„პოლონეთი უერთდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ყოველმხრივ იცავენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას დიგიტალიზაციისა და გრძელვადიანი დაარქივების მეშვეობით“, – აღნიშნა მან.

2017 წელს გახსნილი არქივი მდებარეობს მიწისქვეშ, გაუქმებულ მაღაროში, შპიცბერგენის მცენარეთა თესლების გლობალური საცავის მახლობლად, რომელიც მცენარეთა თესლების მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სარეზერვო საცავს წარმოადგენს.

შპიცბერშგენის შესახებ 1920 წლის ხელშეკრულება არქიპელაგს დემილიტარიზებულ ტერიტორიად აცხადებს, რასაც ექსპერტები უსაფრთხოების დამატებით გარანტიად მიიჩნევენ.

არქივის როლი განსაკუთრებით არის გაზრდილი ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, როდესაც სულ უფრო მეტი კულტურული ინსტიტუტი და ორგანიზაცია ეძებს ალტერნატიულ ადგილებს, რათა უარესი სცენარის შემთხვევაში, დანაკარგებისგან დაიცვას თავი.

ეს იქნება პოლონური ინსტიტუტის მეორე დეპოზიტი „არქტიკის მსოფლიო არქივში“.

2024 წელს, არქტიკაში მან უკვე გაგზავნა ვარშავის ფრედერიკ შოპენის მუზეუმიდან შერჩეული შოპენის მუსიკალური ხელნაწერების ციფრული ასლები და ნობელის პრემიის ლაურეატების, ვისლავა შიმბორსკასა და ოლგა ტოკარჩუკის ნამუშევრები.

ამჯერად ინსტიტუტმა შესანახად წარადგინა შოპენის ხელნაწერების დარჩენილი ციფრული ასლები, ასევე კომპოზიტორის მიმოწერა, რომელთა დედნები ფრედერიკ შოპენის მუზეუმში ინახება.

ფაილები ინახება piqlFilm-ზე – ოპტიკური ფირის მასალაზე, რომელიც გრძელვადიანი დაარქივებისთვის არის შექმნილი.

ეს არის მიკროფილმის უახლესი ფორმა, რომელიც ინახავს მონაცემებს როგორც ციფრულ, ისე ადამიანისთვის წაკითხვად ვიზუალურ ფორმატებში და მიზნად ისახავს ჩანაწერების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი ტექნოლოგიები მოძველდება.

წყარო: dzieje.pl

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოჰან ვადეპული – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა.მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ირანის განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას ირანული მედია "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით ავრცელებს."ირანის სახელმწიფო მედია, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანში აშშ-ისრაელის იერიშების დაწყებიდან, სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა", - წერს Reuters-ი.

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში", ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა."ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს", - წერს ანანიძე.

გიგა ფარულავა: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოკლებულია

ჩვენი ინფორმაციით, ეს ოფიციალური ვიზიტი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოფიციალური მიწვევა არ არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაცია შტატებში ამერიკელი კონგრესმენის მოწვევით გაემგზავრა.„მათ შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება. ეს არის ამერიკელი კონგრესმენის პირადი მიწვევა. ექნებათ შესაბამისი შეხვედრები და ამას დადებითი ეფექტი ვერ ექნება.ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მოკლებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მმართველი გუნდი.ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი არ აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ურთიერთობა გადატვირთოს, ეს დიდი უბედურებაა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ასეთ პოლიტიკურ გასაჭირში არ მიატოვებს“,- განაცხადა ფარულავამ.​შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია. ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში – მიხეილ სააკაშვილი

ირანის ლიდერების მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ანალოგიური სცენარი საქართველოში სურს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა."დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" - წერს სააკაშვილი, რომლის განცხადებაც მმართველი გუნდისთვის მავნებლობის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გაგრძელებაა.

ბოლო სიახლეები