შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბმა გაავრცელა.
„ჰალ სიტიმ“ არველაძეს 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არველაძე 61 მატჩში გატანილი 26 გოლით საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია.
ინფორმაციისთვის, შოთა არველაძე მანამდე ტაშკენტის „ფახთაქორის“ მწვრთნელი იყო.