ორშაბათი, ივლისი 13, 2026

შიო მესამე – ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა საზოგადოებას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა.

შიო მესამის თქმით, წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, ასევე, პავლე მოციქულს ღრმად ესმოდა ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა.

პატრიარქის განცხადებით, ჩვენ უნდა მივბაძოთ პეტრე და პავლე მოციქულებს წმინდა ჯვრის ამ სიყვარულში და შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა.

„გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. ძალიან სასიხარულო იყო დღეს თქვენთან ერთად წირვა. ისეთი წესრიგი იყო და ამაღლებული სულიერი განწყობა, რომ ვართ ძალიან გახარებული და მადლობლები. გაგახაროთ და დაგლოცოთ უფალმა. დღეს ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, რომ ცოდვილი სამყაროს წინაშე უფალმა აღმართა ასეთი საოცარი სვეტები და მნათობები, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი დიდებული ეპისტოლეებით, არამედ თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგეს მთელ მსოფლიოს ჭეშმარიტება, მაგალითი მოგვცეს ღვთის რწმენის და დიდი სიყვარულის. ისინი დღესაც აგრძელებენ ქადაგებას. წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალ იესო ქრისტესკენ გაემართა სვლით. ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, რომელმაც შემდეგ ჩაძირვა დაიწყო.

პეტრე მოციქულმა ასევე გამოავლინა საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსემანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი. თქვენ გახსოვთ, შემდეგ უფალმა განკურნა ის მონა. ჩვენი თანდასწრებით როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, ჩვენ გაბედული სიტყვით, ისევე, როგორც პეტრემ, უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები. მოციქული პეტრესგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ საოცარი სინანულიც. ის მთელი სიცოცხლე ინანიებდა თავის მძიმე ცოდვას — უფალი იესო ქრისტეს სამგზის უარყოფას.

რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია ლაპარაკი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. დღეს საკმარისია ისიც, რომ ვახსენოთ, როგორ ღრმად ესმოდა მას ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა. ის წერს, წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდესო, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე და ისეთი რწმენა მქონდესო, რომ მთების დაძვრა შემეძლოსო, სიყვარული თუ არ მაქვს, არარაობა ვარო. მთელი ჩემი ქონება გლახაკებს რომ დავურიგო და სხეული მივცე დასაწვავადო, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგებსო. პავლე მოციქული ამ სიყვარულზე მარტო კი არ წერდა, არამედ ასეც ცხოვრობდა. იწვოდა ქრისტეს სიყვარულით, როგორც სხვა არავინ. იგი იმდენად შეძრა ქრისტეს ჯვარცმამ, რომ სხვა ყველაფერმა მისთვის ამ დედამიწაზე აზრი დაკარგა. ის წერს ასეთ სიტყვებს – ამიერიდან ჩემთვის ჯვარცმულია ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის კიდეც მე ვარ ჯვარცმული. ისე გრძნობდა იესო ქრისტეს ჯვარცმას, მის ჭრილობებს, ამბობს, რომ მე ჩემი სხეულით დამაქვს ქრისტეს ჭრილობებიო. ჩვენ უნდა მივბაძოთ წმინდა პეტრე მოციქულს, ასევე წმინდა პავლე მოციქულს, წმინდა ჯვრის ამ სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა. ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და პირჯვრის გადასახვის გარეშე. არ დაგვავიწყდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ რჯულის აღსრულება სიყვარულშია. და აი, თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენს გულებშიც გამოისახება ქრისტეს ჯვარი და მივემსგავსებით მცირედით მაინც მოციქულებს, რომელთა გულებშიც ის გამოისახა და ზეციური ნათლით ანათებდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი სიხარულისთვის, ერთობლივი მსახურებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წმინდა მოციქულთა პეტრე და პავლეს ლოცვით ღმერთმა აკურთხოს, გააძლიეროს, გაახაროს ეს წმინდა ტაძარი, ამ ტაძრის მამები, ამ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილი. მოციქულთა, პეტრე და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩიონოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები