ამ წუთებში, თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა.
როგორც ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, მეტროს პირველ ხაზზე, სადგურ რუსთაველიდან ავლაბრამდე მატარებელი გვირაბში რამდენჯერმე, რამდენიმე წუთით გაჩერდა.
როგორც ტექნიკურმა სამსახურმა მგზავრებს განუცხადა, შეფერხება დაფიქსირდა ვარკეთილში, რის გამოც, მომდევნო მატარებლებს ნელი სვლით გადაადგილება მოუწიათ.