აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის შესახებ წერს.
პოსტს გთავაზობთ უცვლელად.
შეტყობინებები მომდის, ტრამპზე რატომ არაფერს არ წერო! ჩემი ოჯახი ტრამპის მხარდამჭერი არ არის, ასერომ მასზე ბევრს ვერ დავწერ.
ჩვენ არ მოგვწონს მისი ხედვები და საქციელი. ამერიკაში ბავშვი თუ დაიბადებოდა, ეგრევე ამერიკის მოქალაქე ხდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა მისი მშობლები იყვნენ თუ არა ამერიკის მოქალაქეები.
ძალიან ბევრი ქართველი იყო ჩამოსული, აქ იმშობიარეს სწორედ ამ ფაქტის გამო, რომ ბავშვი ამერიკის მოქალაქე გამხდარიყო.
ტრამპმა ახლა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით ასე აღარ მოხდება. ასევე დაიწყებს მასობრივ დეპორტაციას და უსაბუთო ემიგრანტებს ქვეყნიდან გაყრის.
90 დღე შეაჩერა ყველანაირი დაფინანსება, რასაც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნები ამერიკიდან იღებდნენ. მათ შორისაა საქართველო. როგორც ვიცით ბევრი ორგანიზაცია თუ სასწავლებელი ამერიკული ფულით საზრდოობს თბილისში და არ ვიცი, როგორი იქნება თქვენი მომავალი.
ეს კაცი ორიენტირებული იქნება ამერიკაზე და ისიც არ ვიცი საქართველოზე რა განცხადებებს გააკეთებს!
იმედია ლუდოვიკოსავით ფეხზე არ დაიკიდებს!
ვნახოთ, ვნახოთ, ყველაფერი წინ არის!
მანამდე კი, გილოცავთ ტრამპის გულშემატკივრებს მის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას!” – წერს ცისნამი სოციალურ ქსელში.