სამშაბათი, ივლისი 1, 2025

შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება – სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ვარკეთილში ყველამ იცის. თვითმხილველებმა სამართალდამცველების მობილიზება გუშინ, ე.წ. დამპალოს სასაფლაოებთან შენიშნეს.

“კურიერმა” სპეცოპერაციის კონკრეტული დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ გელა უძილაური ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. გუშინ, დღის პირველ ნახევარში, ის ქუჩაში გავიდა. “კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქუდით და სათვალით ისე გადაადგილდებოდა, რომ ვერავის ეცნო. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულმა პოლიციელებმა, 50 წლის მამაკაცი შეაჩერეს და გადაამოწმეს, მალევე გაირკვა, რომ საეჭვო მოქალაქე სწორედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ძებნილი პირი იყო.

“კურიერის” ინფორმაციით, გელა უძილაურმა თავდაპირველად მიმალვა სცადა და სასაფლაოების მიმართულებით გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა 50 წლის მამაკაცს ხელბორკილები ადგილზევე დაადეს.

გელა უძილაური ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა – შენახვისთვის, მას ბრალი უკვე წარუდგინეს. კანონით დადგენილ ვადებში, უძილაურის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს, ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

ბრალდებული უძილაური ჯერ დუმილის უფლებას იყენებს, არ არის გამორიცხული სასამართლოზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლოს და დანაშაულის მიზეზებიც განმარტოს. მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, ერთ-ერთი ვერსით კი, სისხლიანი ანგარიშსწორება ე.წ კანონიერი ქურდების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, “კილერს” სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

„ფრიდომ ჰაუსი“ – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე, – ამის შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღრმად არიან შეშფოთებული „მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით“.„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც ახლადმიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას გულისხმობს. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო სტანდარტებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე – ყველა ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.  

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ: 1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; 2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“. „დროა“; „ფედერალისტები“.

ბოლო სიახლეები