ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026

შეიძლება თუ არა ორსულებისათვის თმის შეღებვა და ქსოვა

ორსულობასთან დაკავშირებით ბევრი ცრუ რწმენა არსებობს. მაგალითად, ის რომ ამ დროს ქალისთვის თმის შეჭრა ან გაკვანძვა არ შეიძლება. ეს მარტივი ცრუ რწმენებია და მეცნიერების პოზიციიდან მათ უარყოფას აზრი არ აქვს. რატომ არსებობს შიში თმის შეღებვაზე გასაგებია, თუმცა სინამდვილეში დღეს ორსულებისთვის თმის შეღებვის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.

ნივთიერებები, რომლებსაც საღებავები შეიცავს, კანში რთულად აღწევს და ორგანიზმზე მთლიანობაში გავლენას ვერ ახდენს. არსებობს წესების დაცვის რეკომენდაცია, რომლებიც საღებავის ინსტრუქციაში ან შეფუთვაზეა მითითებული, ხოლო განსაკუთრებული სიფრთხილის შემთხვევაში ქალს შეუძლია პირველ ტრიმესტრში თმა უბრალოდ არ შეიღებოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფეხმძიმობის დროს თმა „არაპროგნოზირებადია“ და შეღებვის შედეგი შეიძლება მოულონდელი იყოს.

რაც შეეხება იმას, თითქოს ორსული ქალისთვის ხელების აწევა და ქსოვა არ შეიძლება, რადგან ეს ჭიპლარის დახვევას შეუწყობს ხელს, ესეც ცრუ რწმენაა, რომელსაც ორგანიზმის მოწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ თუ მაინც ვივარაუდებთ, რომ არსებობს მოძრაობა, რომლითაც ქალი ხელს უწყობს ბავშვის ყელზე ჭიპლარის დახვევას, გაუგებარია რატომ არის ეს საშიში. ჭიპლარის ბავშვის ყელზე დახვევა ხშირი შემთხვევაა და დიდწილად არანაირ პრობლემას ეს არ ქმნის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – რუსეთის მმართველები ახლო მომავალში ომის გარეშე ვერ გაძლებენ, გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს, ეს მწარე სიმართლეა

გერმანიის კანცლერი „პრაქტიკულად გამორიცხავს“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობას. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.„როდესაც მე ვუყურებ ამ რეჟიმს და ამ ბრმა ტერორს, მე ნაკლებად მაქვს იმედი. რუსეთის მმართველები ახლო მომავალში ომის გარეშე ვერ გაძლებენ. მათ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ სამხედრო მანქანა, რადგანაც არ აქვთ გეგმა, რა უნდა მოუხერხო ფრონტიდან დაბრუნებულ ასობით ათასს, მათ შორის მძიმედ ტრავმირებულ, სამხედროს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.მისივე შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების შანსები, პრაქტიკულად არ არსებობს.„ჩემი შეფასებით, ეს ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე იქნება გამოფიტული, ან სამხედრო, ან ეკონომიკური თვალსაზრისით“, – თქვა მერცმა.„გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ევროპული ძალისხმევა მდგომარეობაში იმაში, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ შეძლოს ომის გაგრძელება საომარი საშუალებებით და ვერ შეძლოს მისი დაფინანსების გაგრძელება ეკონომიკურად“, – თქვა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.რუსეთზე საუბრისას მერცმა თქვა: „დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს ქვეყანა იმყოფება ღრმა ბარბაროსობაში. უახლოეს მომავალში ეს არ შეიცვლება და ამას უნდა შევეგუოთ“.

მარკო რუბიო 28 თებერვალს ისრაელს ეწვევა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 28 თებერვალს ისრაელს ეწვევა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.როგორც „სიენენი“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, შეხვედრისას მხარეები ირანთან მოლაპარაკებებს განიხილავენ.შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ირანისგან მომდევნო დღეების განმავლობაში დამატებით დეტალებს ელოდებიან.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა მხარეები ზოგიერთ საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან.

მაიკ ბენცი – ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, მხარს ვუჭერ ამას, თუმცა ირონიაა, რომ ევრობიუროკრატების იგივე ჯგუფი უნგრეთსა და საქართველოს სანქციებით ემუქრებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოსა და უნგრეთს „რუსული კანონის” ბრალდება წაუყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნებმა დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი მიიღეს.მაიკ ბენცმა ევროპაში სიტყვის თავისუფლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა ევროპაში თავისუფალი სიტყვის ინიციატივას უჭერს მხარს.მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება ევროპაში მთელი საუკუნის განმავლობაში უდავო ღირებულება იყო, მაგრამ ბოლო ათ წელიწადში დაფინანსება არა სიტყვის თავისუფლებას, არამედ ცენზურას ემსახურებოდა.„ევროპული მედია ამაზე განრისხებულია და ამბობს, რომ ეს რუსული გავლენის ოპერაციაა. ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ის მთავრობა აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც თავისუფალ სიტყვას უჭერენ მხარს, რადგან მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს ევროპაში თავისუფალი სიტყვა სურთ საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. რუსებს კი სურთ მათი გამარჯვება იმის გამო, რომ სკეპტიკურად უყურებენ ბევრ საკითხს ნატო-სა და ევროკავშირზე. ამიტომ ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო – რომ აშშ-ის ყველა გრანტი საჯაროდ გახდეს ცნობილი. მე სრულიად მხარს ვუჭერ ამას, თუმცა ირონია ისაა, რომ სწორედ 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატებისა და ფინანსური წრეების იმავე ჯგუფი უნგრეთს, საქართველოსა და სამ სხვა ევროპულ ქვეყანას სანქციებით ემუქრებოდა, როდესაც მათ სწორედ ამ გამჭვირვალობის კანონის მიღება სურდათ. მათ ეს „რუსულ კანონად“ მოიხსენიეს, რადგან რუსეთმაც მსგავსი რამ 2012 წელს მიიღო“, – აღნიშნა ბენცმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა  განმარტა, რომ რუსეთს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა გამჭვირვალობის კანონებთან – პრობლემა სწორედ აშშ-სა და ევროკავშირს ჰქონდათ. მისი თქმით, ევროკავშირი უნგრეთს პირდაპირ დაემუქრა: თუ პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც მოითხოვდა, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 23 000 დოლარზე მეტ სამთავრობო დაფინანსებას იღებს, ეს საჯაროდ გამოეცხადებინა, ევროკავშირი გაყინავდა უნგრეთისთვის გამოყოფილ მილიარდობით დოლარს.„რატომ ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროკავშირს პრობლემა ამ გამჭვირვალობის კანონთან? რადგან ისინი უნგრეთის მთელ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ამერიკული და ევროკავშირის სახსრებით ავსებდნენ, რათა ხელოვნური პოლიტიკური მოძრაობა შეექმნათ ორბანის დასამხობად, უკრაინა ევროკავშირში შეეყვანათ და ერთადერთი ვეტოს ხმა მოეშორებინათ“, – განაცხადა მაიკ ბენცმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა სამ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული 300 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი’’.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა – მამა პაისის პასუხი

- წმიდაო მამაო, უნდა იმარხულონ თუ არა ზიარებამდე ხუთი-ექვსი წლის ბავშვებმა?- უკიდურეს შემთხვევაში ზიარების წინა დღეს მათ სამარხვო საჭმელი უნდა მიიღონ - ზეთით. თუმცა, ეს საკითხი მოძღვრის კომპეტენციაშია. ჯობს, თუ დედა მოძღვარს ჰკითხაგს, როგორ იკვებოს ბავშვმა, რადგან შესაძლოა, პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს და მისთვის რძის მიღება აუცილებელი იყოს.- წმიდაო მამაო, რამდენი დღის განმავლობაში უნდა მარხულობდეს პატარა ბავშვი?- თუკი ბავშვი ძლიერია და ჯანმრთელობით გამოირჩევა, მას შეუძლია, იმარხულოს. გარდა ამისა, დღეს აურაცხელი სახის სამარხვო საჭმელები იყიდება. ძველად ბავშვები მარხულობდნენ და მთელი დღის განმავლობაში დარბოდნენ და თამაშობდნენ. ფარასაში დიდი მარხვის პერიოდში დიდებიც და ბავშვებიც მეცხრე ჟამამდე მარხულობდნენ. მშობლები მათ ერთად შეკრებდნენ, სათამაშოებს მისცემდნენ და ისინიც თამაშობდნენ, ხოლო, როდესაც ნაშუადღევს პირველშეწირულთა ძღვენთა ლიტურგიაზე ზარს დარეკდნენ, ყველანი ერთად ეკლესიაში მიდიოდნენ და ეზიარებოდნენ. წმიდა არსენი კაპადოკივლი ამბობდა: „თუ ბავშვები თამაშობენ, ჭამა მთელი დღე არ აგონდებათ. და განა ისინი მარხვას ვერ შეძლებენ ახლა, როდესაც მათ ამაში ქრისტე ეხმარებათ?“მოზრდილებს, რომლებიც არ მარხულობენ, სინდისი დაქენჯნის, როდესაც დაინახავენ, როგორ ინახავენ ბავშვები მარხვას. მახსოვს, პატარა ვიყავი და ჩემს ოსტატთან ერთად ერთ სახლში ვმუშაობდი. ჩვენ იქვე ვსადილობდით. ოთხშაბათობითა და პარასკევობით მე სადილად არ ვრჩებოღი და სასადილოდ სახლში ვბრუდებოდი, რადგანაც ეს ადამიანები არ მარხულობდნენ. ერთხელ მახსოვს, ოთხშაბათი იყო, მათ ნამცხვარი მოიტანეს და ჩემი გამასპინძლება მოინდომეს. „გმადლობ, მაგრამ მე ვმარხულობ“. ვუთხარი მაშინ. ძალიან გაუკვირდათ: „მარხულობ?! ნახე, პატარა ბიჭუნა მარხვას ინახავს, ჩვენ კი ზრდასრული ადამიანები ყველაფერს მივირთმევთ“.

ბოლო სიახლეები