ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

„შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება, მუცლის ტკივილი, ღებინება…“ – რას წერს ინფექციონისტი რძის ნიმუშებში გამოვლენილი აფლატოქსინის შესახებ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რძის ნიმუშებში გამოვლენილ ნივთიერებაზე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას აფლატოქსინის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

„ახლახან სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის ზოგიერთ ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენის შესახებ.

აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).

აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.

რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება).

აფლატოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს.
აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.

ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.

ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას.
ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში.
ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს.

საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კარლო კოპალიანი გიული ალასანიას უნივერსიტეტზე: როდესაც ყველა ქონება წაიღეს, არ ეყოთ – ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და შიდა ეზოდ აქცია

როდესაც ქონებები, ყველაფერი წაიღეს, არ ეყოთ. იქ ერთი ქუჩაა, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის და ეს ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და ქუჩა შიდა ეზოდ აქცია. სამაგიეროდ, ჩვენს უკანა ეზოზე გამოითხოვა სერვიტუტი და ვინ ეტყოდა უარს, სერვიტუტი დღესაც ადევს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება.კოპალიანის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის, ტექნიკური უნივერსიტეტის 22 000 სტუდენტი სპორტული მოედნის გარეშე დატოვა და სტადიონზე ავტო პარკირება მოაწყო."მე ახლა მერიასთან ვმუშაობ , ამ კომისიის დიდი იმედიც მაქვს. სპორტულ მოედანზე მოაწყო პარკირებები. ფაქტობრივად, ჩვენი 22 000 სტუდენტი, სპორტული მოედნის გარეშეა. გვაქვს დახურული სტილის სამი სპორტული დარბაზი, მაგრამ, ყველა სტანდარტით აღჭურვილი სტადიონი ეს ერთი გვქონდა და ისიც მან წაიღო და მოაწყო ავტო პარკირება. პარკირებაზე კი ისე ვერ შედის, იყენებს ჩვენს ეზოს, რადგან, როგორც გითხარით, ქუჩა დაკეტა და შიდა ეზოდ აქცია. ჩვენ არ ვნებდებით და ვფიქრობ, როგორც სხვა საკითხები დაგვიყენებია მერიის წინაშე, ამ საკითხსაც დადებითად გადავჭრით." - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კარლო კოპალიანი გიული ალასანიაზე: გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. ჯერ გახსნა რამდენიმე აუდიტორიანი ცენტრი და შემდგომ წაიღო უნივერსიტეტის თითქმის ნახევარი...

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და წაიღო თითქმის ნახევარი ქონება.„საკუთარ უნივერსიტეტს არცერთი პროფესორი არ მოქცევია ისე, როგორც მოექცა ქალბატონი ალასანია, რომელმაც გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. ჯერ გახსნა რამდენიმე აუდიტორიანი ცენტრი და შემდგომ წაიღო უნივერსიტეტის თითქმის ნახევარი ქონება“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

გია ვოლსკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე – ბრალდება, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა – ევროინტეგრაცია არათუ შევაჩერეთ, მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი

არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მით უმეტეს, საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უტიფარი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა.მისი თქმით, ეს „სპეკულაცია“ მნიშვნელოვანწილად ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა ჰქვია.„რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და რომ ვკითხულობთ ობიექტური დამკვირვებლები, ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ომი ნამდვილად არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ ჩვენზე მეტი ექსპორტი აქვს რუსეთის მიმართულებით სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას და სხვა ევროპული ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს.მგონია, რომ საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს. გარდა ამისა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, ესეც არასწორია. ჩვენ არათუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. 40-მდე სხვადასხვა საკითხია და მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები. ხოლო 2028 წელს, ფაქტობრივად, სრული მზადყოფნა გვექნება იმისათვის, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება აბსოლუტურად ყველა მონაცემი“,- განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

გაერთიანებულმა სამეფომ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა

გაერთიანებულმა სამეფომ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა. სანქცირებულთა განახლებული სია გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სანქცირებულთა შორის არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძე.ე.წ. შავ სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციები, შედგენილია „სანქციების აქტის“ ფარგლებში (2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად) და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაწესებას, კერძოდ, სახსრების გაყინვას.ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ვახტანგ გომელაური, სულხან თამაზაშვილი, მილერი ლაგაზაური, ზვიად ხარაზიშვილი და ალექსანდრე დარახველიძე. 2025 წლის 2 აპრილს კი სანქცირებულთა სიას დაემატა მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

გიორგი ვაშაძე – ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

პარტია „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.მისი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, „შესაბამისად, არც კომისია არსებობს“.„ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!” - წერს გიორგი ვაშაძე.

ბოლო სიახლეები