სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა – პაპუაშვილი

მინდა წარმოგიდგინოთ შეჯამება იმ დეზინფორმაციული თავდასხმებისა ქართულ არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა ფაქტები, რომელიც ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს.

„ამ დღეების განმავლობაში გაცნობდით სხვადასხვა მაგალითებს ამ დეზინფორმაციისა და მინდა დღეს შეჯამების სახით წარმოგიდგინოთ ეს. ამავე დროს გუშინ, როცა მე ბრიფინგს ვატარებდი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თურმე რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი, ნახეთ პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ყველა აქ იყავით, ყველა ხედავდით სინამდვილეში სლაიდზე რა იყო ასახული. მედიამ ყალბ ამბად გავრცელდა ის, რაც სინამდვილეში არ იყო და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ რა დეზინფორმაციაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს ფერებზე ჰქონიათ თურმე სადაო და ვნახეთ, რომ აქაც მცდელობა შემდეგ ოპოზიციის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ამით გაეღიზიანებინა რაიმენაირად და გუშინ აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში, აი იმ აქციაზე ეკრანზე რომ შემდეგ საქართველოს რუკა ჰქონდათ გაშვებული იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ არ დაგვავიწყდეს რა ხალხთან გვაქვს საქმე, ეს ის ხალხია, რომლებმაც ზუსტად ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად, ეს ის ხალხია რომელმაც კოდორი და ახალგორი, რომელიც 2008 წლამდე იყო საქართველოს სრული იურისდიქციის ქვეშ და ვრცელდებოდა სრულად ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე, ეს ტერიტორიები – კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტს. ასე რომ, მათგან ასეთიო სახის მანიპულაციები კიდევ უფრო ამორალური არის, როდესაც ხალხი რომელმაც დაუშვეს ეს ოკუპაცია, ხალხი რომელმაც შემდეგ საკუთარი მოქალაქეობა დათმეს , იმისთვის რომ, წასულიყვნენ და უკრაინელი პოლიციის ფორმა ჩაეცვათ, როგორც ქალბატონ ხატია დეკანოიძეს, შემდეგ ასეთ სპეკულაციებზე მიდიან. სინამდვილეში რაც სურდა გუშინ ოპოზიციას იყო ის, რომ ხალხს ყურადღება გადაეტანა იმ შინაარსისგან, რომელიც ამ პრეზენტაციაში იყო.

კერძოდ, შინაარსი ეხებოდა შემდეგ რამეს: როდესაც საუბრობენ იმაზე თუ რატომ წააგეს არჩევნები. ამ რუკაზე სადაც გამოსახული არის საარჩევნო ოლქები და გასაგებია რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არჩევნები არ ტარდება და შესაბამისად იქ ოლქები შექმნილი არ არის, ჩანდა ერთი მთავარი რამ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში ყველა ოლქში, 30-ვე ოლქში, წამოაყენა დელეგატი, რომელიც იყო გათვალისწინებული ჩვენს სიაში, რომლებიც იყვნენ ადგილობრივები, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონს, რომლებთანაც იდენტიფიცირებას ახდენდა იმ რეგიონის მოსახლეობა, ეს შეეხება მათ შორის თბილისსაც, როგორც იცით თბილისიც დაყოფილი არის ოლქებად და აქაც ჩვენ, ყველა ოლქში გვყავდა წარმოდგენილი კანდიდატი და ოპოზიციას არ ჰყავდა არც ერთი კანდიდატი წარმოდგენილი, არც თბილისში. თქვენ თუ გაიხსენებთ, თუნდაც თქვენ მედია გაშუქებას წინასაარჩევნო კამპანიისა აი იქაც კი ნახავთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ ატარებდა საარჩევნო კამპანიას რეგიონებში და მათ შორის კიდევ ერთხელ ვგულისხმობ თბილისსაც, არც თბილისშია ატარებდნენ ისინი კამპანიას და გაიხსენეთ მათ რამდენი შეხვედრა ჰქონდათ ისანში, სამგორში, საბურთალოზე თუ სხვაგან, დადიოდნენ და ხვდებოდნენ თუ არა მოქალაქეებს ამ პარტიის წარმომადგენლები და რა სიხშირით. ჩვენ ჩვენის მხრივ გვქონდა, ერთი რომ, ყველა რეგიონში და ოლქში გვყავდა 30 დელეგატი, მეორე – გვქონდა რამდენიმე კარდაკარი, რომელიც ჩავატარეთ 5 000-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს ჩვენმა დელეგატებმა, საშუალოდ ერთ დელეგატზე 170 შეხვედრა მოდიოდა და ხედავთ თქვენ, რომ სრულად იყო დაფარული საარჩევნო ოლქები ჩვენი დელეგატების სახით.

მეორეს მხრივ, ოპოზიციას, რომელიც ამ შემთხვევაში სრულად რუხად არის გამოსახული და გუშინდელ სლაიდზე როგორც აღმოჩნდა იქ კიდევ საერთოდ თეთრი იყო და არ ვიცი ამას რა ინტერპრეტაცია უნდა მისცემოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთ ოლქში მათ დელეგატი არ ჰყავდათ. გამსვლელ სიაში არ ჰყავდათ რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის, არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და შემდეგ უკვირთ რატომ ვერ მიიღეს მხარდაჭერა თუნდაც, მარნეულში, თუ ახალქალაქში, თუ ნინოწმინდაში. როგორ აპირებდნენ, როდესაც ისინი არც კი ჩასულან იქ, რომ ესაუბრათ მოქალაქეებთან და არც საკუთარ გამსვლელ სიებში არ ჰყოლიათ ამ რეგიონის წარმომადგენლები ჩასმული. და მათ შორის, ეს ყველაფერი ეხება თბილისსაც, კიდევ ერთხელ, რომ არც თბილისის ოლქებში ჩაუტარებიათ მათ კამპანია. ამიტომ, ეს არის სიმართლე, რომლისგანაც უნდოდათ გუშინ თვალი აერიდებინათ, მაგრამ ასე უნდა უყურონ ყოველ დღე. ერთი უყურონ ამ რუკას, სადაც დიახაც, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული, როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არმყოფი ტერიტორიები და ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ შემდეგ ასე პათეტიკურად დროშას უშვებდა ეკრანზე და დროშის წინ იდგა. აი იმ ხალხის, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება არის, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებული არის და მათ შორის, კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე გაგვცენ პასუხი და აგონ პასუხი და შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ, რომ გააღიზიანონ საკუთარი მხარდამჭერები, თუმცა ვნახეთ, რომ ესეც არ გამოუვიდათ და გუშინ მიიღეს საკადრისი პასუხი საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე და ნახეთ ბოლოს, რომ დაიშალნენ და გადავიდნენ, ასე ვთქვათ, ქუჩებში სეირნობაზე.

რაც შეეხება შემდეგ საკითხებს. პირველი, რასაც უნდა შევხედოთ ეს არის საჩივრები. დღეს ბევრი არის საუბარი იმაზე, თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა ამ არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე ვნახავთ, რომ მაგალითად, 2020 წელს თუ იყო ეს 2054 საჩივარი, წელს, აი ეს ტოტალური უწესრიგობა რომ იყო თუ გაყალბება, 1170 საჩივარი დაიწერა ჯამში. ესეც შეგახსენებთ, რომ ბოლოს უკვე დასრულების შემდეგ დაიწერა დიდი რაოდენობა ამ საჩივრებისა. მათ შორის, საინტერესო არის, რომ 3111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 000 კომისიის წევრი ჰყავდა, ყველა ამ კომისიაში, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ანუ, 3111 შემაჯამებელი ოქმიდან, 9-ზე, 25 ათასმა ოპოზიციონერმა წევრმა სულ დაწერა 9 განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით. ესეც უჩვენებს სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი ან რაზე შეიძლება რომ რაღაცნაირად იდავონ იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში.

დეზინფორმაცია ნომერი 2, რომელიც გახსოვთ არჩევნების დღეს გავრცელდა და იყო დადებული სქრინი, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ გასწვრივ არსებულ წრეში იყო წერტილი დასმული. ამის ჩანაფიქრი იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ წრე გაფერადდებოდა აპარატი ჩათვლიდა ამას, როგორც ნამდვილ ბიულეტენს, ხოლო თუ სხვა პარტიის წრე გაფერადდებოდა მაშინ ეს ჩაითვლებოდა როგორც ორი გაფერადებული წრე და აპარატი ჩათვლიდა ამას ბათილად. ეს სქრინი და ეს პოსტი იმ დღეს ვირუსულად ვრცელდებოდა, ზუსტად აი ეს არის საინფორმაციო თავდასხმა რასაც ჰქვია. არჩევნების დღეს 2-ის ნახევარზე არის გამოქვეყნებული ეს პოსტი და აქვს ბევრი ნახვა მათ შორის, და მაშინ გარკვეულწილად მღელვარება შემოიტანა საზოგადოებაში. რა აღმოჩნდა სინამდვილეში?!- ხომ გადაითვალა ყველა. ყველა ეს ბიულეტენი ელექტრონული გადათვლილი არის როგორც იცით. გარდა აპარატის დათვლისა შემდეგ ხელით დათვლა ხდება. არსად ასეთი წერტილი არ აღმოჩნდა, ჰოი საოცრებავ და არც არცერთი საჩივარი არ დაწერილა, რომ ასეთი რაღაც წერტილმონიშნული ბიულეტენები არსებობდა. ეს აჩვენებს პირდაპირ, რომ ეს იყო განზრახ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ შეერყიათ, არჩევნების დღეს გამოეწვიათ ასე ვთქვათ, მღელვარება და ნდობა არჩევნების მიმართ.

დეზინფორმაცია N3 – ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც სამწუხაროდ არ წყდება, ახლაც ვნახე, რომ ტიკტოკზე და სხვა სოციალურ მედიაზე ხდება ვიდეოების სახით ამ დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც არაერთხელ იქნა მხილებული. მათ შორის მხილებული იქნა ოპოზიციის მოკავშირე ენჯეოების მხრიდანაც.

 

საქმე არის შემდეგში, რომ მანიპულაცია დაიწყო არჩევნების შემდეგ, რომ არის სხვაობა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობას შორის და საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შორის, რაც არის ბუნებრივი და ყველა ქვეყანაში ასე არის. ერთი არის მოსახლეობა ამა თუ იმ დასახლების და მეორე არის იქ რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მარტივი დასტური არის ის ე.წ. ევროპული საცობები, რომელიც ასე უხაროდა ოპოზიციას, საბოლოო ჯამში ახლა რომ ვეღარ ხედავენ იმ ხალხს, რომ ეს ხალხი სად მიდიოდა? მიდიოდა ზუსტად თავის რეგისტრაციის ადგილას, რომ მიეცა ხმა. ზუსტად ეს არის იმის ვიზუალური დასტური თუ რატომ არის სხვაობა საქსტატის მიერ აღრიცხულ მოსახლეობას შორის ამა თუ იმ მაგალითად დასახლების და იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის.

სხვათა შორის, ამ მხრივ სხვანაირი ბალანსი არის თბილისში – თბილისში უფრო მეტი არის მოსახლეობა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ვინაიდან თბილისში მყოფი ამომრჩევლები რეგისტრირებული არიან რეგიონში და შემდეგ რეგიონში მიდიან ხოლმე ხმის მისაცემად. ასე რომ ესეც დეზინფორმაციაა, რომელიც იყო საინფორმაციო თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

შემდეგი, რეგისტრატორთან დაკავშირებული სიყალბეები, რომელიც დღემდე ვრცელდება – თითქოს დუბლირებული იყო სიები, თითქოს აპარატი ერთი პარტიისთვის მიცემულ ხმას აკუთვნებდა მეორე პარტიას, თითქოს ორმაგად ხდებოდა ხმის მიცემა და ა.შ. აუდიტის დასკვნა არსებობს ამერიკული კომპანიის, რომელიც თუკი სიტყვას არ ენდობიან შეუძლიათ აუდიტის დასკვნას გაეცნონ, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სიები ცესკოს სერვერზე და ჩატვირთული სიები არის ერთი და იგივე, სხვაობა სიებს შორის არ არის. ეს არის დადასტურებული დამოუკიდებელი აუდიტით. მეორე, რომ დუბლირება არის ტექნიკურად შეუძლებელი და ეს დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტის მიერ, რომ ამობეჭდილ ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც არის ჩაწერილი ვერიფიკაციის აპარატში, თითქოს სხვადასხვა სიებიაო რომ ამბობდნენ, ესეც დადასტურებული არის აუდიტის მიერ, ასევე რომ ტექნოლოგიურად შეუძლებელია არჩევანის მოდიფიცირება, ანუ ერთი არჩევანის მიკუთვნება ვთქვათ მეორე პარტიისთვის. ესეც დადასტურებულია დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტის მიერ და ესეც კიდევ ერთი დეზინფორმაცია.

დეზინფორმაცია N5 – ყალბი ეგზიტპოლები. ჩვენ ბოლო პერიოდში მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ პასუხისმგებლობა დგას ამ შემთხვევაში Edison Research-ის და Harris-ის, ორი კომპანიის, რომლებმაც ერთი „ფორმულასთვის“ და მეორე „მთავარი არხისთვის“ გააკეთეს ეგზიტპოლები, რომლებიც 10%-ზე მეტით ასცდნენ, 12-13%-ით ასცდნენ ამომრჩეველთა რეალურ მაჩვენებელს, ამის საპასუხოდ ვნახეთ მცდელობა, რომ ერთმაც და მეორე კომპანიამაც დაიწყო იმის მტკიცება, რომ ეს პირიქით არის, რომ თითქოს ცესკოს მონაცემები არის აცდენილი და სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ასეთი შედეგები ყოფილიყო. დიახ სტატისტიკურად შეუძლებელი არის ის, რაც დაწერა Edison Research-მა და Harris-მა, ეს არის სტატისტიკურად შეუძლებელი, იმიტომ, რომ ზუსტად ეს სხვაობა აჩვენებს, რომ მათ გააყალბეს ეგზიტპოლები და თუკი რაიმე არის გამოსაძიებელი, მათ შორის საერთაშორისო რომელიმე ჯგუფის მიერ, ან თუნდაც იმ ქვეყნის მიერ, თუნდაც აშშ-ის, რამდენადაც ვხვდები ეს ორი კომპანია საიდანაც არის, აი ეს შეუძლიათ გამოიძიონ თუ რატომ გააყალბა Edison Research-მა და Harris-მა ეგზიტპოლები. რა დგას ამის უკან, დგას ამის უკან ფული თუ კორუფცია თუ პოლიტიკური კორუფცია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, შემდეგ სხვადასხვა აქტორები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ეს იყო დასტური თითქოს ეგზიტპოლი უფრო მართალია ვიდრე შედეგები. კიდევ ერთხელ, ეგზიტპოლები რომ მართალი ყოფილიყო თქვენ იმ საცობებს ვერც დაინახავდით, იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა ზუსტად ეს ხალხი არ უნდოდა დაენახა ეგზიტპოლს, რომლებიც ჩვენ გვაძლევდნენ ხმას და სამწუხაროდ ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ასევე ჩართულია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ტყუილის გავრცელებაში და შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო თავისი სატელეფონო ზარებით და შემდეგ სხვა არხებიდან ვიგებთ ჩვენ და გვითვლიან, რომ მართლაც შეწუხებული არიან ქალბატონი სალომეს აბსოლუტურად ზღვარგადასული კამპანიით ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ. აქაც მნიშვნელოვანია ორი რამ. ერთი – ჩვენ თუ შევხედავთ „ჰარისს“, ერთ-ერთი კომპანია იყო, არსებობს კვლევითი კომპანიების სარეიტინგო შეფასება და თუ შევხედავთ, ეს კომპანია გამჭვირვალობის კუთხით 10 ქულიდან 2.9 ქულით არის შეფასებული და საკმაოდ უკან არის ამ რეიტინგში, ასე რომ, კითხვები ამ კომპანიასთან როგორც ჩანს, ისედაც დიდი ხანია არსებობდა, ამიტომ, ვისაც ამის ინტერესი აქვს, მათ შორის, მედიას, შეუძლია ჩაეძიოს ამას, გამოითხოვოს ბაზები – ბაზები რომ აინტერესებს ყველას, ამათ მოგვცენ ბაზები, ვინ ჩაატარა ველი, რომელი კომპანია იყო, ვინაიდან არც „ედისონი“ იქნებოდა და არც „ჰარისი“, ამერიკიდან აქ არ ჩამოვიდოდნენ უბნებზე კვლევის ჩასატარებლად. ვინ არის ქართული კომპანია [ვინც საველე სამუშაო ჩაატარა] და მერე კარგად მიხვდებით, როგორ მოხდა ამ ეგზიტპოლების გაყალბება. საბოლოო ჯამში, „ედისონ რისერჩი“ უკვე რამდენიმე ხანია რაც ჩვენთან არის, ეს თაღლითობა, საბოლოოდ, მათ რეპუტაციას შესაბამისად დარჩება ქართული არჩევნების ისტორიაში და ამის ერთ-ერთი წამახალისებელი საკითხი იყო, მათ შორის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პარალელური დათვლის შედეგებს, რაც ასევე ამ კონსპირაციებს აძლევს საკვებს.

შემდეგი – დეზინფორმაცია N6: გადასატან ყუთებთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ ბატონი ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს, უფრო მეტი ადამიანი იყო მიწერილი ამ ყუთებზე და მოხდა ამით მანიპულაცია. მარტივი სტატისტიკა არის, რომელიც ადრეც წარმოგიდგინეთ, რომელიც აჩვენებს, რომ ამ არჩევნებზე, უფრო ნაკლები მოქალაქე იყო გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული ვიდრე ადრე, მათ შორის, ის წალენჯიხას ასახელებდა კონკრეტულად და წალენჯიხაშიც უფრო ნაკლები მოქალაქე იყო გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული ვიდრე ადრე – ესეც მე-6 დეზინფორმაცია.

მე-7 დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ: სხვისი პირადობით ხმის მიცემა, რაც ვნახეთ, რომ არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით. გარდა ამისა, ამაზე აგებდნენ მთელ კონსპირაციას, თითქოს იქ ბაზებით მანიპულაცია იყო შესაძლებელი, რაზეც ასევე გაგაცანით აუდიტის დასკვნა, რომ ტექნიკურად შეუძლებელი არის.

შემდეგი – ბიულეტენების ჩაყრა. საბოლოო ჯამში, დავიდა ეს ყველაფერი იქამდე, რომ სულ ორი შემთხვევა იყო. აქედან იცით, რომ ერთზე არის გამოძიება და პირი არის დაკავებული და მიდის გამოძიება. და მეორე შემთხვევა იყო 22-ე უბანზე, სადაც „ლელოს“ წარმომადგენელს 20 ბიულეტენი ეჭირა, როგორც ვიცი მან ვერ შეძლო ჩაყრა, თუმცა, ესეც აღრიცხული იყო, „ლელოს“ მხრიდან ეს ქმედება. სულ ორი შემთხვევა იყო, სადაც დაფიქსირდა ამგვარი საკითხი.

შემდეგი, დეზინფორმაცია N9 – ოქმებს შორის თითქოს განსხვავება. ამასაც ინტენსიურად ავრცელებდნენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფები, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქაც ნათელი იყო, რომ საქმე შეეხებოდა, როგორც ავხსენით, კიდევ ერთხელ, რომ ყველამ იცის, რომ იყო რამდენიმე მთვლელი უბანზე და როდესაც ბოლოს უბანი იხურება, ჯერ პირველი ეტაპია ის, რომ ამ სამ მთვლელს შორის უნდა მოხდეს სინქრონიზება მონაცემების და შემდეგ ამოიბეჭდოს ერთიანი ოქმი, ვინაიდან ჩვენ გვაინტერესებს უბნის ერთიანი ოქმი და არა უბანში ცალ-ცალკე მდგომი აპარატების ოქმი და აქ მანიპულაცია იყო იმაში, რომ ცალ-ცალე მდგომი აპარატის ერთი ამოტანილი ოქმი და გვერდზე დადებული ჰქონდა უკვე სინქრონიზებული ოქმი, სადაც სამივე აპარატის შედეგები დაჯამებული იყო და ამით მანიპულაცია, რაც ასევე ძალიან სწრაფად ვამხილეთ.

შემდეგი – ფარულობის დარღვევა, ესეც აქტუალური საკითხია, ამაზე გუშინაც ვისაუბრე და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორეო, მათ შორის, იმ გადაწყვეტილების ფონზე, რომელზეც გუშინ იყო საუბარი. საია ამტკიცებს, თუკი გავყვებით მათ ლოგიკას, რომ მოლდოვაში დაირღვა ფარულობა ხმის მიცემის. ერთს გეტყვით, რომ ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი არის გაწერილი, მათ შორის, მოლდოვის და შევხედოთ: აი მოლდოვა, გუშინწინ ჩატარდა არჩევნები და ფოტო არის სწორედ კვირას ჩატარებული არჩევნებიდან, სადაც ჭანს იმ მომენტში პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სანდუ საარჩევნო ყუთთან, რომელშიც არის ბიულეტენები და პირდაპირ ჩანს ბიულეტენში ვინ არის მოხაზული, ამ შემთხვევაში, თავად ქალბატონი სანდუ არის შემოხაზული და პირდაპირ ჩანს ყუთში, რომ ამომრჩეველმა, რომელმაც ეს ბიულეტენი ჩააგდო, დაინახავდნენ გარშემო მყოფი ადამიანები, თუ ვის მისცა ხმა. მარჯვენა მხარეს ხედავთ, ლიეტუვაში ორი კვირის წინ ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს და ხედავთ, რომ ხელში უჭირავს ბიულეტენი კონვერტის გარეშე და აგდებს მას ყუთში ისე, რომ ჩანს მთლიანად სია პარტიებისა და ჩანს მისის არჩევანი ამ სიაში. აქაც მათ შორის გვერდზე სხვა ამომრჩეველი დგას როგორც ჩანს და მათ შორის ფოტოგრაფიც იღებს და რა გამოდის აქაც გასაუქმებელი არის საიას აზრით, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. იგივე არის პოლონეთი შემთხვევა სადაც, ასევე ბიულეტენები გამჭვირვალე ყუთში ჩანს და ჩანს რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა, რომელმაც ჩააგდო ეს ბიულეტენი. შეგახსენებთ, რომ არცერთ ამ ქვეყანაში არ გამოიყენება კონვერტი, პირდაპირ ბიულეტენის განთავსება ხდება საარჩევნო ყუთში და ჩანს თუ კი ვინმე მოინდომებს და დაჟინებით დააკვირდება ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, შესაძლოა დაინახოს ვისი ხმა არის და ვხედავთ სამივე მაგალითს, როგორ ჩანს ამომრჩეველი და ერთ-ერთ მაგალითზე ლიეტუვის შემთხვევაში პირდაპირ ამომრჩეველი არის იდენტიფიცირებული, ბიულეტენი არის იდენტიფიცირებული და მისი არჩევანიც არის იდენტიფიცირებადი.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში როდესაც ხდება ტრადიციული წესით ხმის მიცემა, ანუ არა ელქტრონულით, არამედ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების განთავსებით, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს კონვერტი რომელშიც, შემდეგ ამ კონვერტში ხდება ბიულეტენის განთავსება, ხოლო არც ერთ ამ ქვეყანაში არ არის კონვერტი, პირდაპირ საარჩევნო ბიულეტენის ჩაგდება ხდება საარჩევნო ყუთში.

აქვე გეტყვით, როდესაც საუბარია თითქოს მელანი მეორე მხრიდან ჩანდა, ამ ტრადიციულ ფორმაშიც მელანი მეორე მხარეს ატანდა და ამიტომაც არის კონვერტი საბოლოო ჯამში იდება კონვერტში და კონვერტით არის განთავსებული, დამატებითი დაცვის მექანიზმები არის ჩვენთან, ისევე როგორც, ახლა მათ შორის ელექტრონული არჩევნების დროს იყო კონვერტი, ასევ ვთქვათ საქაღალდის სახით გაკეთებული, რომელიც ფარავდა ორივე მხარეს ბიულეტენისა.

შემდეგი დეზინფორმაცია შეეხებოდა და გავიმეორე ამას კიდევ ერთხელ, ზუსტად ეს იყო სურვილი, რომ რაღაცნაირად გადაეფარათ გუშინდელი ბრიფინგის თემა, რომ თითქოს ამომრჩევლების მობილიზება რაიმე დარღვევას წარმოადგენს და გუშინ მე წარმოგიდგინეთ NDI-ის და IRI-ის სახელმძღვანელოები, რომელშიც პირდაპირ სიტყვასიტყვით არის გაწერილი თუ როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ, რომელსაც სურს რომ ჰქონდეს შესაბამისის შედეგები და კავშირი თავის ამომრჩეველთან და გაგიმეორებთ ციტატებს ამ NDI-ის სახელმძღვანელოდან: „ ამომრჩევლის სიყვარული საკმარისი არ არის, თუკი მათ მხოლოდ სახლიდან უყვარხართ“, საუბარია იამზე რომ გადამწყვეტია ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და არა მხოლოდ იყოს მხარდამჭერი, „მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგი შედეგები გაქვთ კვლევებში, თუკი თქვენი ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე“, „ გადაამოწმეთ მისცეს თუ არა ხმა და დაარწმუნეთ, რომ მივიდნენ ხმის მისაცემად, თუკი ეს ჯერ არ გაუკეთებიათ“ და მათ შორის საუბარია თუ როგორ უნდა ჰქონდეთ სისტემა, ბაზები შექმნილი თქვენი მხარდამჭერების, ამომრჩევლების და შესაბამისად იმუშაოთ.

იგივე არის IRI-ის სახელმძღვანელოში, რომ „გადამწყვეტია ის მხარდამჭერი, რომელიც ხმას აძლევს, თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს, თუკი არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე“, „ შეადგინეთ ამომრჩევლების თქვენი საკუთარი მონაცემთა ბაზა (სახელი, ტელეფონი და ა.შ.)“, „ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე: დაუკავშირდით ყველა მხარდამჭერს და შეახსენეთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე“, „ არჩევნების დღეს: მიაკითხეთ ა დაეხმარეთ, რომ მივიდნენ უბანზე“.

შემდეგი მე-12 დეზინფორმაცია უკვე შეეხება არჩევნების შემდეგ პერიოდს და მომავალ პარლამენტს, დღემდე საუბრობენ იამზე თითქოს სიების ჩახსნა შეუძლიათ, ხაზგასმით ვამბობ სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია. პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ, ვერანაირ სიას, ვერსად ვერ ჩახსნის, ვერასდროს, ვერაფრით პირველ სხდომამდე.

რაც შეეხება პირველი სხდომის შემდეგ- შეუძლია პარტიას ჩახსნას სიის იმ წევრების სია, რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები. პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მეთექვსმეტედან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან. 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია, ისინი იქნებიან პარლამენტის წევრები. რაც შეუძლიათ დეპუტატებს არის რომ ამის შემდეგ, რაც შედგება პარლამენტი თავად მიმართონ პარლამენტს და თქვან, რომ შეუწყვიტოს უფლებამოსილება და ეს კინოც ნანახი გვაქვს საკმარისად მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შეუწყვიტოს თუ არა. ასე რომ, ესეც არ არის მათი სრული ნება-სურვილი და პარლამენტის გადასაწყვეტი არის და ვნახოთ ამ შემთხვევაში, თუკი დააპირებენ ისინი პარლამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელებს და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას.

და ბოლო, მეცამეტე დეზინფორმაცია. თარსი რაოდენობა აქვთ დეზინფორმაციების და ამიტომაც არის ალბათ, რომ ვერ გაიტანეს ბოლომდე, არის პარლამენტის შეკრება, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის მხრიდან და აქ მინდა მე ხაზი გავუსვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი და ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა, როგორც ჩანს ისინი ცდილობენ საბოტაჟი წაახალისონ საქართველოს პარლამენტის. და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება.

ხაზს ვუსვამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი არის შვედეთის სახელმწიფო, ასე რომ, ამ დეზინფორმაციას ან უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ან უარყოს მისმა დონორმა, ვინაიდან ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ხოლმე შემდეგ მაღალი კათედრიდან დეზინფორმაციის დაუშვებლობის შესახებ, რომ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით დღეს ორგანიზაცია ავრცელებს ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციას, ამიტომ, ან უარყოს თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და უარყონ დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. კერძოდ, საქმე ეხება შემდეგ საკითხს. იცით, რომ შემაჯამებელ ოქმს ველოდებით. მას შემდეგ, რაც იქნება შემაჯამებელი ოქმი, უკიდურესი ვადა არის 21 ნოემბერი, თუმცა დამოკიდებულია პროცესებზე, რომელიც მიდის, გასაჩივრების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციით არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, ერთი. მეორე, პარლამენტის შესაკრებად სხდომას იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტი არის აქ მნიშვნელოვანი. კერძოდ ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური ხასიათის, მას შეუძლია ამ ათი დღის ფარგლებში განსაზღვროს მეორე დღე იყოს, მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე დღე იყოს, თუ რომელი დღე იყოს შეკრებისა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი წავა საბოტაჟზე და არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტი არის ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს. ის, ვინც სხვანაირ განმარტებას აკეთებს ან უვიცია, ან მავნებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სავარაუდოდ უფრო მავნებელია, თუმცა შეიძლება უვიციც იყოს ამასაც არ გამოვრიცხავ, ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ მათვე უარყონ ეს დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თან რაც მთავარია, ეს კინოც ნანახი გვაქვს 2020 წელს და მაშინაც ყველაფერს გაეცა პასუხი. კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე, რომელიც ვხედავთ, რომ არის არჩევნების საბოტაჟის გზაზე, არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი შეიკრიბება, საჭიროა, რომ მინიმუმ 76 დეპუტატი ესწრებოდეს სხდომას და იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციაც არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რითაც პარლამენტი შედგება. ეს ჩანაწერი 2/3-თან დაკავშირებით ზუსტად ამას ეხება, რომ 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება უნდა იქნას ცნობილი.

ეს იყო ის ცამეტი დეზინფორმაცია, რომლითაც ძირითადად დატვირთული იყო ჩვენი საარჩევნო პერიოდი, ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდეგ. ეს იყო ტიპიური საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე, ჰიბრიდული ომის მეთოდები გამოყენებული ქართული არჩევნების წინააღმდეგ, რომლის უკანაც დგას არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია, არამედ ის ჯგუფები, რომლის განცხადებებსაც ვისმენთ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანრი ოხანაშვილი: ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, როცა ყველას არწმუნებდნენ, რომ ფარულობა აბსოლუტურად დაცულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. „ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა. მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა. მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო. ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”! იხილეთ ცესკოს მიერ გავრცელებული ვიდეო“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

გიორგი კახიანი – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო

ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, თუმცა არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო და ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. „ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა. ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არცერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკვირდებოდა. არჩევნები არ არსებობს, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. პირველ რიგში, მოსამართლეს ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა. მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია. ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო. მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს, თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე“, – განაცხადა კახიანმა.კახიკახკაკ

პაატა კვიჟინაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას

მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. - წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დელეგატი, პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში. მისი გამცხადებით, ხალხის ნების გარეშე, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება. კვიჟინაძე აღნიშნავა იმასაც, რომ არჩევმებამდე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს, ერთ დღეში კი მათ პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ისინი არ გაიმარჯვებენ. “მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. თუ ხალხის ნება არ არის, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება, ასე იყო ყოველთვის, როდესაც კომუნისტები დამარცხდნენ ეროვნულ მოძრაობასთან. (მე მაშინ შტაბის უფროსი ვიყავი საჩხერეში). იგივე იყო შევარდნაძე და იგივე იყო სააკაშვილი. მიუხედავად წარმოუდგენელი დაშინების, შანტაჟისა და დიდი ფულის ხარჯვისა, მაინც დამარცხდნენ. ყველას გვახსოვს 2012 წელი. როდესაც რეალური ეროვნული ოპოზიცია გამოჩნდება, ქართველების ინტერესების დამცველი „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება. ეს ნორმალურია, რასაც ხშირად ამბობს თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარეც. ამ ეტაპზე ასეთი არ არსებობს. არცერთ პარტიას 10 %_ზე მეტი რეიტინგი არ აქვს. ოპოზიციასთან კამათს აზრი არ აქვს , შემიძლია ვთქვა ერთი,  კანდიდატ ქვეყნებში, უკრაინაში არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა. მოლდოვაში -ჩატარდა უამრავი დარღვევებით, მათ შორის ისეთები, რაც საქართველოში წარმოუდგენელია. მაგალითად: წამყვანი კანდიდატის ჩახსნა, ოპოზიციური მედია საშუალებების შეზღუდვა-გაუქმება, ბარიერების შექმნა დნესტრისპირეთში. სხვადასხვა მიდგომა სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით. ასევე თუ ავიღებთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას ა.შ.შ-ს ერთი დღით ადრე მოსახლეობის მესამედზე მეტმა წინასწარ მისცა ხმა, უმეტესად ფოსტით. აღარ ვსაუბრობ სხვა მოვლენებზე. წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო!. საქართველოში არჩევნების წინ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელია (ამის კადრები ბლომად არის ინტერნეტ სივრცეში). ერთ დღეში შეიცვალნენ და რეალურად  ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთო, ამიტომ რაც არ უნდა გაკეთდეს ისინი არ დაეთანხმებიან, თავად თუ არ გაიმარჯვეს. ოპოზიციამ თავისი  კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები მაინც შეიცოდონ, მათ ხომ საუკეთესოებს არჩევდნენ და ყველა უბანზე ათეულობით იყვნენ წარმოდგენილი. გამოდის, რომ მათ ან გაყიდეს ან ვერ გაიგეს რა მოხდა. მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას. დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შემდეგ მოხდება პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და ბიუჯეტის მიღება. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას წარმოაჩენენ თითქოს ეს კარგია, სინამდვილეში იძულებითი გზაა, როდესაც ვერ აყალიბებ მყარ უმრავლესობას, როგორ შეიძლება რამოდენიმე პარტია , რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და სოციალურ საკითხებზე, ერთად კარგად მუშაობდნენ. ზოგადად კოალიციური მთავრობა საზღვარგარეთიდან ადვილი სამართავია და გართულებულია გადაწყვეტილებების მიღება. მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს ვინც იღებს - ამერიკის შეერთებული შტატები, კოალიციური მთავრობა არ არსებობს. კოალიცია გაამართლებდა იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით ერთი პოზიციის პარტიები ერთიანდებიან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.” - წერს პაატა კვიჟინაძე.კვიჟინკვიჟინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი. სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით. „სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, - აცხადებს ნატო ქათამაძე. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენთაგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“. სტუ-ის ინფორმაციით, „ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე დაამტკიცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები. დავით მახვილაძემ, რომელსაც სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, 31 ოქტომბერს მოუსმინა, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, თანამდებობაზე ყოფნის განვლილი 4 წლის განმავლობაში მხარდაჭერისა და აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც დავით მახვილაძემ კენჭისყრის პროცედურამდე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. „ჩემთვის საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. ჩემი, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილის სამოქმედო გეგმას - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო აღიარება”, რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭომ მოუსმინა. დღეს კი თქვენს წინაშე წარმოვადგენ პროგრამას, რომელიც აერთიანებს სასწავლო და კვლევითი პროცესის, სასწავლო და კვლევითი გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მაჩვენებლის მუდმივი გაუმჯობესების მიზნებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმატებით გააგრძელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას”, - აღნინა თავის გამოსვლაში დავით მახვილაძემ. სტუ-ის ინფორმაციით, წარმომადგენლობითმა საბჭომ დავით მახვილაძის მოხსენება დადებითად შეაფასა და მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

ბოლო სიახლეები