ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება ნატოს გადასაწყვეტია, თუმცა ეს ზედმეტად შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ევროკავშირი რუსეთთან ომში არ არის. რეალობა ის არის, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ხისტი ომი წამოიწყო. უკრაინა არ არის ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
რაც შეეხება უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას, შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია ნატოს წევრებმა გააცნობიერონ, რომ ეს ეს ზედმეტად შორს გადადგმული ნაბიჯი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის ფონზე. ჯერჯერობით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.