ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

შალვა პაპუაშვილი – წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს

წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის კონგრესში, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან მეგობრობით.

„წარმოგიდგენთ პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც ასახულია საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები, რომლითაც რეალურად ვხედავთ, რომ შესაძლებელია თეთრი წარმოაჩინონ შავად; ომი წარმოაჩინონ მშვიდობად და ა.შ. ყველაფერი ვირტუალურად ამოატრიალონ. ეს გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის და ერთადერთი ეფექტიანი პასუხი, სიმართლეა რომელიც ყოველთვის უნდა ითქვას, რათა შევეწინააღმდეგოთ დეზინფორმაციულ პროპაგანდას, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მომდინარეს.

ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესში, სამწუხაროდ, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან წინა რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მეგობრობით. ვხედავთ იმ მფარველობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში, იქნება ეს ევროპასა თუ აშშ-ში. ძალიან სამწუხაროა, რომ აგერ უკვე 13 წელი გადის და მიხეილ სააკაშვილს ლამის გადააყოლონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ერთი. მეორე, ნაცვლად ნამდვილი მეგობრობისა, რომელსაც ჩვენ წლებია ვაჩვენებთ ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, მათ შორის აშშ-ს, ჩვენ ვიღებთ დამოკიდებულებას, რომ ვიღაცა ამ მეგობრობას იღებს მორჩილების ჩვენებად და ცდილობს შემდეგ უკვე ჩვენი ცხოვრების საკუთარი ხელით მოწყობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონგრესმენი ჯო უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ შეძახილი ხეს გახმობს და ერთსა და იმავე ნარატივს ატრიალებს.

„მნიშვნელოვანია ცალკეული ფაქტების სწორად წარმოჩენა. რამდენიმე საკითხს გავუსვამდი ხაზს, იმ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ვრცელდება, განსაკუთრებით ე.წ. მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორის, კონგრესმენ უილსონის მხრიდან. იგი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთსა და იმავე ნარატივს – ირანი, ჩინეთი, რუსეთი. თავდაპირველად, ეს არავის სასაცილოდ არ ეყო, თუმცა ვხედავთ, რომ ეს გარკვეულწილად გამოცდილი მანიპულაციის ხერხია, ხშირად გამეორება, მართლაც შეძახილი რომ ხეს გაახმობსო. ხშირი გამეორებით ტყუილი აქციო სიმართლედ და რახან ბევრჯერ რაღაცა გამეორდება, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეს სიმართლე არის.

ბატონი უილსონი გამოირჩევა საქართველოს მიმართ რაღაც ეპითეტების გამოგონებით, პროჩინური თუ პროირანული და ა. შ. არ გვინდობს ეპითეტებით და ერთ-ერთ საფუძვლად, მათ შორის მისი განცხადებისა, მოჰყავს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დავიწყებას თითქოს ზოგიერთი ცდილობს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ყველა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, ისევე როგორც ესწრებოდნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები. უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ბატონი ენრიკე მორა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა ევროკავშირის შიგნით. ასე რომ, ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ამ ინაუგურაციაზე. აი, ეს არის ზუსტად ყალბი ნარატივების გავრცელების მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს.

„თავად აქტს რაც შეეხება, სავსეა წინააღმდეგობებით. გასაკვირია, რომ წარმომადგენელთა პალატა, ამ აქტის ავტორები მიმართავენ USAID-ს, რომ შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის USAID-ია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და რომელიც დახურვის პროცესშია. არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა, ორგანიზაციას, რომელსაც მისივე ადმინისტრაცია თაღლითურად მიიჩნევს და რომელზეც ბევრი ფაქტი უკვე გამომზეურდა, უკვეთავს სტრატეგიას, საქართველოსთან შემდგომი საქმიანობის შესახებ.

არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ პირად განცხადებებში კონგრესმენი უილსონი იმაშიც ვერ გარკვეულა 2024 წელს ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვქონდა თუ საპრეზიდენტო. იგი საუბრობს, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილს ვინმემ გაუყალბა რაღაც არჩევნები. ასეთმა ზედაპირულობამ, რაზეც ჩემ ანგარიშშიც მქონდა საუბარი შეიძლება, გამოუსწორებლად დააზიანოს მთელი ხალხები, ქვეყნები და სახელმწიფოები. სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს. რაც შეეხება აქტს, ის დაახლოებით 7 გვერდია. ასე რომ, მე წაგიკითხავთ მთლიანად აქტს. მინდა, აქვე მადლობა გადაუხადო „ქართულ ოცნებას“, „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ თანამშრომლობისთვის. ეს არის საერთო განცხადება სამი ფრაქციისა, პოლიტიკური ჯგუფისა, შესაბამისად ეს არის საერთო განცხადება საქართველოს პარლამენტისა და ეს არის საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამ აქტთან და ზოგადად ამ ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ჩინეთთან ვაჭრობა და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?!. ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო,...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე."ჩინეთთან ვაჭრობა არ გვქონდეს და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?! - ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო, ამას არავინ, არასდროს არ ამბობს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობები და აქ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემა არავის არ აქვს.ისეთ სტრატეგიულ ობიექტში, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მნიშვნელოვანი იყო ის ძალა ყოფილიყო, რომლისკენაც ვართ ჩვენ ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ამ ძალას შენ გააგდებ დემონსტრაციულად და შემოგყავს ჩინეთი, ამით შენ ამბობ, ამერიკა-ჩინეთის კონკურენციას შორის რომლის მხარეს იჭერ. ეს ყველაფერი კი იმ კონტექსტში ხდება, როცა შენ NATO-ზე უარს ამბობ, ევროკავშირზე უარს ამბობ, ჩვენს ყველა მეგობარს მტერს უწოდებ და, ამავდროულად, "ჰამასთან" და ირანთან მეგობრობ, ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოკვეთილი სურათია. აქედან გამომდინარე, შანსი არ არის ამ რეჟიმმა რამე "დაალაგოს" ტრამპის ხელისუფლებასთან," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ცვლილება რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი - 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს.„ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია - თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.„ავტოსადგურების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ შესაბამისი თანხმობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, მუშაობს ავტოსადგურთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ელი ივნისიდან“, - ამბობენ სააგენტოში.როგორც სააგენტოში განმარტეს, ავტოსადგურებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღონ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ველოდები, რუსეთიდან ვინ ჩამოვა და შემდეგ ნაბიჯებს განვსაზღვრავ, ასევე გვესმის, რომ თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს ტრამპი, ეს შეიძლება, ყველაზე ძლიერი არგუმენტი...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი.„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ, შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.„მთელი მსოფლიო როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე პუტინისგან ელოდება უბრალო პასუხს – „დიახ“, ის განაგრძობს უკრაინის დაბომბვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მალტის პრემიერ-მინისტრი – საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურს მომავლისთვის, ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა

საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურს მომავლისთვის. ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა, – ამის შესახებ მალტის პრემიერ-მინისტრმა, იან ბორგმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და ახლა პატივი უნდა სცეს ამ ვალდებულებებს.„მე, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვიმსახურე ეუთო-ს თავმჯდომარედ, ვიყავი საქართველოში და შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს – პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ველოდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ გენერალურ მდივანს და მის ძალისხმევას. საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და აშკარაა, რომ ახლა მათ პატივი უნდა სცენ ამ ვალდებულებებს. ჩემმა კოლეგამ ლუქსემბურგიდან ძალიან მკაფიოდ გააჟღერა საკუთარი პოზიცია. საქართველოს და მის ხალხს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურთ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა“, – განაცხადა იან ბორგმა.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.“რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილს მეორე ვადით არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით ითვალისწინებდა. სარევიზიო კომისიის წევრებად დასახელდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ შალვა ჭკადუას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ თეონა ხუფენიას და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორის, პროფესორ გია კავთელიშვილის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა.დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის - თამარიუნის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნის ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა.ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის - „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები