ორშაბათი, მარტი 16, 2026

შალვა პაპუაშვილი: „შტამპი“, რომელსაც მესაზღვრე არტყამს, ჩათვალეთ, არის ვიზა – კონტროლდება, ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ – არა

მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს საზღვრები არის უკონტროლო, საზღვარი არის სრულად კონტროლირებადი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მესაზღვრეები გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული.

ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვარზე ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით სელექცია არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზღვარზე მხოლოდ რუსებს უშვებენ და ჩრდილოეთ კავკასიელებს არა, სიცრუეა.

„არანაირი სელექცია ადამიანების მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ ხდება, პირიქით, სწორედ ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ სელექცია მოხდეს, ქსენოფობია ჩვენი ოპონენტებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკაა. დასტურდება შემოსული ადამიანების სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომავლობა.

ხან ამბობენ, რომ უნდა შემოვუშვათ, რადგან გაურბიან მობილიზაციას და თითოეული რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ეს არის ერთი ჯარისკაცით ნაკლები უკრაინის ფრონტზე და მეორე მხრივ ამბობენ, რომ არ უნდა შემოვუშვათ იმიტომ, რომ უსაფრთხოების რისკებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ქვეყნებისადმი, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე – „ჩვენ მათ გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი...

აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის მიმართ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. მისი თქმით, ამ სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა.„ჩვენ მათ საშინელი გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია. არიან ქვეყნები, სადაც საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს განლაგებული, რათა ისინი საფრთხისგან დავიცვათ და ჩვენ ამ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს. ხოლო როდესაც გვაინტერესებს, ჰყავთ თუ არა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, გვპასუხობენ, რომ ურჩევნიათ, ამაში არ ჩაერიონ“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით.„ძალიან გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია. ორი კვირის წინ ვუთხარი, რატომ არ აგზავნიდნენ რამდენიმე ხომალდს? და სიმართლე გითხრათ, მათ ამის გაკეთება საერთოდ არ უნდოდათ. ვკითხე: მართლა არ გინდათ? თქვენ ჩვენი უძველესი მოკავშირე ხართ და იცით, ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე და თქვენი დაცვისთვის. რეალურად ჩვენ ვიცავთ მათ. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ უკრაინაზეც. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული, უზარმაზარი ოკეანე გვყოფს. ჩვენ ამას საერთოდ არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ გავაკეთეთ. უფრო სწორად, ბაიდენმა გააკეთა. სიმართლე უნდა ვთქვა, ბაიდენი იქ სრულიად გააცურეს, მაგრამ მაინც ვიმუშავეთ მათთან უკრაინის საკითხზე. სინამდვილეში კი საერთოდ არ გვჭირდება მათთან უკრაინაზე მუშაობა“, – თქვა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიაში უმძიმეს მდგომარეობაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ყველაფერი გამოხატულია კომპეტენციაშიც, კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.აღნიშნული განცხადება კობახიძემ გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარები ვიდეოში სწორად ვერ პასუხობენ კითხვას, სად არის რუკაზე ირანი.ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახეზეა კომპეტენციის კრიზისი.„საქართველოსთან დაკავშირებით რომ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა ევროპარლამენტში, იგივე შედეგს მიიღებთ, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ 600-დან 500 ევროპარლამენტარი აძლევს ხოლმე ხმას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არის კომპეტენციის კრიზისი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში. ეს გამოკითხვაც ამის მაჩვენებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მსგავს ნაბიჯს მხარს არ დაუჭერს.„ესპანეთი არასოდეს მიიღებს დროებით ზომებს. მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს და დასრულდეს ახლა“, – განაცხადა რობლესმა.ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს, რომ ომი, ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად, უნდა დასრულდეს.„ჩვენ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს ან ვითარების ესკალაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ალბარესმა.როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გეგმავს, მათ შორის არის გერმანია, იტალია და საბერძნეთი.

ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.„არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ძალებს მასპინძლობს და ირანზე თავდასხმების უფლებას აძლევს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ამ ხოცვა-ჟლეტვას. ამ ქვეყნებმა პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა განმარტონ“, – წერს არაღჩი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი „დაბომბვების“ შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.როგორც „სიენენი“ ირანის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ომის დაწყებიდან ირანში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

დონალდ ტრამპი – აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა

აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა, – ამის შესახებ  დონალდ ტრამპი ტრამპ-კენედის ცენტრის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო კამპანია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრული ძალით გაგრძელდა.„ისინი ფაქტობრივად განადგურდნენ, საჰაერო ძალები გაქრნენ, საზღვაო ძალები გაქრნენ, ბევრი გემი ჩაიძირა. მათი რადარი გაქრა და მათი ლიდერები გაქრნენ. ირანული დრონების გაშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მეზობლების მიმართულებით, ასევე საწარმოო ობიექტებისა და საზღვაო სამიზნეების მიმდინარე მიზანში ამოღება“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, აშშ-მა ირანის 30-ზე მეტი ნაღმმშენებელი გემი გაანადგურა და ახლა ირანის დრონების შესაძლებლობები „ნულთან ახლოსაა“.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „აკეთებენ იმას, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო“.აშშ-ის პრეზიდენტის  თქმით, აშშ „აკავებს“ ირანის შესაძლებლობას, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში.თეთრი სახლის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აშშ-ის დახმარებაზე უარი თქვეს.„მათ თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ჩავერთოთ. ვიცი, რომ ჩვენ დავიცავთ მათ და თუ ოდესმე დახმარება დაგვჭირდება, ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან“, -განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები