სამშაბათი, აპრილი 29, 2025

შალვა პაპუაშვილი – შარშან, დეკემბერში პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან როდესაც ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე

არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო პარლამენტის შტურმის მცდელობა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ვნახეთ, რომ ყველაფერი იყო წახალისებული გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს თბილისში, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. ამაზე ექნებათ ალბათ, თავადაც შემდეგ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა – პროკურატურამ, შსს-მა, იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, რომ მაშინაც ეფექტიანად იმუშავეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ გეგუჩაძის სახლებში, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შუქრუთის მაღაროს დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა – მასზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში პოლიციამ 4 პირი დააკავა

შუქრუთის მაღაროს დირექტორი, სამედიცინო დაწესებულებიდან ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დაახლოებით 17:00 საათზე გადაიყვანეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში განაგრძობს.თავდასხმიდან რამდენიმე საათში, იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.პროტესტის საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები კობერიძეს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება დაიწყეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მანქანას 30 პირმა გზა გადაუკეტა, ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს და ქვები ესროლეს. პიკეტირების ორგანიზატორები მიღებული კომპენსაციების მიუხედავად, პროტესტს და მუქარას ამ დრომდე განაგრძობენ.მომხდარ ინციდენტთან და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომენტარი ჭიათურის საწარმოების ახალმა მენეჯერმა გააკეთა. მიხაილ სოცკიმ ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამმხრივი კომისიის შეთანხმება ძალაშია და ჭიათურის მაღაროებში მუშაობა დაგეგმილ ვადებში აღდგება.დამსაქმებლის, პროფკავშირებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, უკვე შედგა მენუგეშება. ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცებულია. ჭიათურის მაღაროებში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა.სამმხრივი კომისიის ჯგუფთან შეთანხმებით, კომპანია სამუშაო პროცესის განახლებას 15-20 მაისიდან გეგმავს.

ქართველების მიერ ცემით მოკლული ქართველი აშშ-ში – რა სურათი დახვდა FBI-ის მოკლულის სახლში და ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული სამი ქართველი

დე ლა ოსას ქუჩაზე "ეფ ბი აის" თანამშრომლები დღის 13:00 საათზე გამოჩნდნენ. ოფიცრებთან ერთად ქართველი ბიზნესმენის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც შევიდა. ექიმებს 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლული დახვდათ.გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის პაატა ყოჩიაშვილმა, 46 წლის ზაზა ოთარაშვილმა და 52 წლის ბესიკ ხუციშვილმა მოდებაძის დაყაჩაღება ერთობლივად დაგეგმეს. სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, მძარცველებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი მსხვერპლის წამების მეთოდიც. მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ სიკვდილის მიზეზი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა გახდა.მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვუდლენდ ჰილზი დღეს ამერიკული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. დე ლა ოსას ქუჩის მცხოვრებლები რეპორტიორებთან მოკლული მეზობლის შესახებ ჰყვებიან.ლოს-ანჯელესის პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ალექსანდრე მოდებაძის სახლი ნაძარცვით დატოვეს. FBI-ის აგენტებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი მკვლელობიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. სამივე მათგანი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. სასამართლო პროცესების დასრულებამდე თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მოდებაძე აშშ-ის მოქალაქე იყო და წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მოდებაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებს ბიზნესმენის ვალი ჰქონდათ,რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

🎥ნესლიჰანის და ქადირის პირველი ვიდეო კადრები პატარა აზიზთან ერთად

ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ, წყვილს ვაჟი ეყოლა. https://www.youtube.com/shorts/Ybl2sLSFfqA?feature=share 

მიხეილ სააკაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების

ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.

დონალდ ტრამპი – მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები

მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას დიდ სამსახურს უწევს.„მე ვფიქრობ, რომ ამ ერს გადარჩენაში ვეხმარები. ვფიქრობ, ეს ქვეყანა მალე განადგურდება. რუსეთი დიდი სამხედრო მანქანაა. მოდით, ვაღიაროთ ეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არასდროს დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ. მე ამის მჯერა“, – განაცხადა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, „იყო თუ არა რაიმე, რასაც პუტინი გააკეთებდა და რაც გამოიწვევდა იმას, რომ განაცხადებდა – „ზელენსკის მხარეს“ იყო“, ტრამპმა უპასუხა: „არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს, მაგრამ უკრაინის მხარეს, დიახ. არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს. მე ზელენსკისთან რთული ურთიერთობა მქონდა“.დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრა გაიხსენა.„მას მხოლოდ ჩუმად ყოფნა სჭირდებოდა. მან, თავისი აზრით, გაიმარჯვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა „კარგი“, როცა მე განცხადება გავაკეთე და ვთქვი: „ჩვენ ვმუშაობთ ამის გადასაჭრელად. ჩვენ ვცდილობთ დახმარებას“, მან თქვა: „არა, არა, ჩვენ უსაფრთხოებაც გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის თქმით, ზელენსკის შეეძლო თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მაგრამ მათ ჯერ „ომის საკითხის მოგვარება“ სჭირდებოდათ.„ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში, პრაქტიკულად, ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ საბოლოო ეტაპზე ვართ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები