უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა, – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონში შეხვედრის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პანსიონში არიან სოციალური მუშაკები, რომლებსაც ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან.
„მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალები მუშაობენ აქ, სოციალური მუშაკები დღეს დარჩებიან ამ პანსიონში და ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ზოგადად, ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან ერთად. ჩვენც შევხვდით ბავშვებს, ვესაუბრეთ მათ და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.