შაბათი, ნოემბერი 29, 2025

შალვა პაპუაშვილი – სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მისი კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს, შვეიცარიის საელჩოს მხრიდან ასეთი უადგილო აჟიტირება გამიკვირდა

შვეიცარია არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის და არც უნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირია შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე ბანერის გამოქვეყნება, რომელზეც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მუხლი წერია.

„მგონი, ყველას გაუკვირდა. ყველამ ვიცით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა. არც ნატო-ს წევრია და არც უნდა, არც ევროკავშირის წევრია და არც უნდა, ჩვენს კონსტიტუციას გვიწერს ელჩი ვებგვერდზე ნატო-ში და ევროკავშირში წევრობაზე. ასე კარგი თუა, თვითონ რატომ არ მიდიან, არ წევრიანდებიან ან ნატო-ში, ან ევროკავშირში? რა დამოკიდებულება აქვთ, ვერ გაგვიგია. ჩვენ რას გვასწავლიან, თვითონ არ შედიან არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. ეს ხომ, უბრალოდ, მართლა სასაცილო ფაქტია. აქ აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სითავხედეა, რა თქმა უნდა, როდესაც ბედავს უცხო ქვეყნის საელჩო და მასპინძელ ქვეყანას მისი კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე მოიყვანა შვეიცარიის კონსტიტუციიდან მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა აკრძალულია.

ცნობისთვის, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ ბანერი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიდერლანდების საგარეო უწყება – ერთი წელია, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას დაშინების, ძალადობის, რეპრესიის მიუხედავად, ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მათი მოწოდების იგნორირებას

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში დღეს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.„უკვე ერთი წელია, ქართველი ხალხი იცავს თავის უფლებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად. ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მათი მოწოდების იგნორირებას. ქართველი ხალხის ხანგრძლივი მეგობარი – ნიდერლანდები აღიარებს მათ გამძლეობასა და ერთგულებას თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი“, – წერია განცხადებაში. 

სიახლე ანუკი არეშიძის ცხოვრებაში – რა კადრებს გვიზიარებს დიზაინერი

დიზაინერ ანუკი არეშიძის მიერ გამართულ წვეულებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.ანუკიმ წვეულება საკუთარი ბრენდის ქვეშ შექმნილ ახალ პროდუქტს მიუძღვნა - როგორც ცნობილია, გარდა დიზაინერული საქმიანობისა, მას დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდიც აქვს.„მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, - დაწერა მან წვეულების დასრულების შემდეგ.

ლევან ცუცქირიძე – ვაგროვებთ იმ ადამიანების ხელმოწერებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ, „კაგებეს“ აგენტები სახელმწიფო მმართველობაში აღარ უნდა დავუშვათ

ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ლუსტრაციის კანონს მხარი დაუჭირონ და ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.მისივე თქმით, პეტიცია პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა.„ვიდრე ეს დიდი მსვლელობა დაიწყება, იმ ადამიანების ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ. ლუსტრაციის კანონი მიმართულია, რომ არც „კაგებეს“ აგენტები და არც მისი მემკვიდრე ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო მმართველობაში აღარ დავუშვათ. ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ამას მხარი დაუჭირონ, ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ. ეს არის ლუსტრაციის კანონის მხარდაჭერის პეტიცია. ჩვენი პროექტი, კარგა ხანია, ონლაინაც არის გამოქვეყნებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

გთავაზობთ ფსალმუნებს, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა ვიკითხოთ შობის მარხვაში:„ვთხოვ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და,  ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები“ - ილია მეორე ( 27. 11. 2020)

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სასულიერო პირების იერუსალიმში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:„საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ თეოდორესა (ჭუაძე) და გერასიმეს (შარაშენიძე) და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით დღეს, 28 ნოემბერს, წმინდა მიწიდან დაბრუნდა.მათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია II-ს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის, გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს და სამდღიანი ვიზიტის შედეგები გააცნეს.“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები