ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

შალვა პაპუაშვილი – სიბრძნე ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება, სწორედ ეს შევძელით ჩვენ, არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა

სიბრძნე ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა.

„2024 წელს, ჩვენ გავიარეთ საარჩევნო კამპანია უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი „ენჯეოები“, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესბზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა, თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა. ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ. მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები