სამშაბათი, ივნისი 9, 2026

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, რაც ოპოზიციაა, ის არის ლიდერიც

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის არის ლიდერიც, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის განსახიერებაა.

„მკითხეთ, რატომ არ არის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი? როგორ არ არის? სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილში, ზუსტად ეს არის ოპოზიციის სარკე. ნათქვამია, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს, რა არის ოპოზიცია. მისი სახით, როგორც მისი რიტორიკით, ისე მისი ქვეყნის მიმართ მტრობით, ტყუილით, ჩვენ გვაქვს სახე ოპოზიციის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს არჩევნებში რუსეთის გავლენას აბრალდებდა, ლონდონის პარლამენტში დისტანციურად ჩართვისას ამასთან დაკავშირებით ვერცერთი ფაქტი დაასახელა“.

„სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ორი დღის წინ ბრიტანეთის პარლამენტს დისტანციურად ჩაერთო საქართველოს არჩევნებში რუსულ გავლენასთან დაკავშირებით. ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, როდესაც არჩევნები ჩატარდა, საქართველოს დააბრალა, თითქოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შედეგად დადგა შედეგები. შემდეგ პასუხი ვერ გასცა მათ კითხვას, რა ფაქტები ჰქონდა. ახლა ჩაერთო ლონდონში პარლამენტს და ვერცერთი ფაქტი ვერ დაასახელა. არ არის ეს სირცხვილი და მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ ასეთი ანტიქართული ბრალდებებით წარდგე? ზურგში დანა ჩაარტყა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, რომელმაც თავის დროზე აგირჩია პრეზიდენტად და აბრალო ტყუილები, შემდეგ გაიწიო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ვიღაცამ მოგისმინოს? კითხვა დაუსვეს, რა ფაქტები გაქვთო? არაფერი ფაქტები არ მაქვს, მე ხომ უსაფრთხოების სამსახური არ ვარო. თუ ფაქტი არ გაქვს, აბა, რას ლაპარაკობ, რას აბრალებ? ეს არის პასუხისმგებლობა, რომ რაღაც როცა არ იცი, არ უნდა ილაპარაკო. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის სალომე ზურაბიშვილის დანიშნულება, ვუყუროთ მას და მივხვდეთ, რა ოპოზიცია და ენჯეოსექტორი გვყავს, ვინაიდან ის არის დღეს სახე უცხოური გავლენით მოქმედი ოპოზიციისა და „ენჯეოების“. როგორც იტყვიან, მე ოპოზიციის ვერაფერი გავიგე. ერთი რამე ვიცი და ერთი რამ არის კარგი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დიდი უნარი, შეფუთოს, დამალოს რაღაც ნეგატივები, ამას პირდაპირ ვხედავთ, სარკე არის ოპოზიციის თავისი განცხადებებით, მტრობით, საქციელით, არაადეკვატური შეფასებებით, ურთიერთგამომრიცხავი რიტორიკით, განსახიერებაა ოპოზიციის. ამიტომ, ეს კარგია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება და მედიის თავისუფლება

მედიის თავისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.„მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას. ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით. PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

TikTok -ზე გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება, შსს-მ გამოძიება დაიწყო

TikTok -ზე გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება, ბავშვი კი ტირის, შსს-მ გამოძიება დაიწყო.როგორც ambebi. ge-ის შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.2 სექტემბერს კი ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უცნობია, როდის მოხდა დაკავებულის გათავისუფლება.

ირაკლი კობახიძე – რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ

თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლების მთავარი საზომია, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და ეს ასეა საქართველოში.„რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ ვერ შელახავდა, ის შევასრულეთ. ასევე მუშაობს დღეს ტელეკომპანია „იმედი“ სრულიად კანონიერად და ტელეკომპანია „პოს-ტვ“ სრულიად კანონიერად. რაც შეეხება რეკლამას, სიმართლე არის ის, რომ თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა. ეს არის ის, რაზეც თავი შემიძლია, დავდო. ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარი საზომი თავისუფლების, ზუსტად ეს არის, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და  ეს ასეა საქართველოში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის – რომის პაპი

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე“ მიიყვანა.პონტიფიკოსის თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ძალისხმევა მიმართონ ომების დასრულებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების, მათ შორის მიგრანტების, მხარდაჭერისკენ.„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – განაცხადა რომის პაპმა.რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.ლეო XIV 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეო XIV 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

„ეს არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გონებას მიზანმიმართულად აკარგვინებენ, მსოფლიო მოიცვა. ბავშვები ამ ბოროტ ხუმრობას მობილური ტელეფონებით იღებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.ტრენდს, რომელსაც თამაშთან რეალურად არაფერი აქვს საერთო, უკვე ათობით მსხვერპლი და ასობით დაშავებული ჰყავს. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. გამონაკლისი არც საქართველოა.მოზარდების გარკვეული ჯგუფების ამ სახიფათო ინტერესის მძიმე შედეგებზე ექიმები საუბრობენ. თამაშს საქართველოშიც არაერთი დაზარალებული ჰყავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ბავშვები ხშირ შემთხვევაში ამ ბოროტი ხუმრობისა და მისი შედეგების შესახებ არაფერს ამბობენ.„აშშ-ში დაფიქსირებულია 72 გარდაცვალების შემთხვევა. ეს არის სიკვდილთან თამაში და არავინ იცის გადარჩები თუ არა. სულ მინიმუმ 8 შემთხვევა იყო, რაც უკავშირდება სახიფათო თამაშს, აქედან 6 შემთხვევაში მცირეხნიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა და გაეწერნენ ბინაზე. ერთ შემთხვევაში იყო დაზიანებული სახის ძვლები და მეორე შემთხვევა უკვე მძიმე იყო, იქ რეანიმაციული ღონისძიებებიც დაგვჭირდა, ნეიროქირურგიული ოპერაციაც დაგვჭირდა. ეს არ არის უსაფრთხო, მხოლოდ გართობა, ეს არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი „თამაში“, რომელსაც შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.გარკვეულ მომენტში ტვინი არ იღებს შესაბამისი რაოდენობის სისხლს, ჟანგბადს და ტვინის დაზიანების შესაძლებლობა ძალიან მაღალია და ნერვზე ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ცემის მკვეთრი შემცირება და გულის გაჩერებაც კი. ამ თამაშის შემდეგ ვიღებთ თავის ტვინის, გულის დაზიანების და სიკვდილის რისკს“, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

ბოლო სიახლეები