როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ გვინახავს ომები, კატაკლიზმები და ეპოქები, როდესაც ყველაფერი იშლებოდა და თავიდან იწყებოდა. მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეცვლილა, ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, საკუთარი ღირსება და საკუთარი მემკვიდრეობა.
ამიტომ, როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას“,- წერს პაპუაშვილი.

