ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025

შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას

როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით – „წინ, საქართველო, წინ“, ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გასცა პასუხი ყალბ დილემაზე, თითქოს არჩევანია ევროპასა და არაევროპას შორის და ახლაც მცდელობაა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემა დააყენონ.

„შედიან იგივე მდინარეში, რომელშიც შარშან შევიდნენ. ეს ხომ უკვე სცადეს, რომ ქართველი ამომრჩეველი დააყენეს ცრუ დილემის წინაშე, გამოიგონეს ყალბი დილემა, თითქოს არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამ ყალბ დილემაზე პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა. ახლაც არის მცდელობა, რომ ასეთი ცრუ დილემა დააყენონ მოსახლეობის წინაშე, თითქოს საკითხო უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ან არ გაუქმებას ეხება. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რათა რაღაცნაირად ემოციებზე ითამაშონ, რაც არის ყველაზე არაევროპული ქცევა, რომელსაც გეოგრაფიული ევროპიდან ჩვენ დღეს ვხედავთ. ამ ყველაფერს, რაც მთავარია, მოაყოლეს შემდეგ უკვე ნაცადი ღლიცინი ოჯახურ ღირებულებებზე და რაღაცნაირად აგდება საკითხისა, ამის დაყვანა იმაზე, კაცები უნდა დავათხოვოთ, თუ რჩეული ქალ-ვაჟები მივგვაროთ ვინმეს ბრიუსელში. ამ დონის გაღლიცინებაა, ყველა მათი კონტრაქტორი „ენჯეო“ ამაზე ლაპარაკობს, ერთის გარდა. ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტურად შეუძლია, პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩს, რომელიც რატომღაც, არსად ჩანს.

ეს დღეებია, კალთები დაიხიეს, როგორც იტყვიან, „ენჯეოებმა“ და პროპაგანდისტულმა მედიამ, თითქოს არავინ არ ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არავინ არ ითხოვს ამას, არავინ არ ითხოვს იმას, არავინ არ ითხოვს პროპაგანდას. თუ არავინ არ ითხოვს, რა პრობლემა არის ამ კანონის, მაშინ აგვიხსნან. მაშინ გამოდის, ამ კანონის პრობლემა არის, რომ 17 მაისი დასვენების დღეა. მაშინ გვითხრან,17 მაისი დასვენების დღე რომ წერია, ეს არის ვინმეს პრობლემა და გავიგებთ, გვეცოდინება. სხვა არაფერი ამ კანონში არ წერია და  ევროკავშირის ელჩი ემალება ამ კითხვებს.

გაგვცეს პასუხი, მაგალითად, ამ კანონით აკრძალულია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს პრობლემა არის თუ არა მათთვის? უნდა გავაუქმოთ ეს აკრძალვა? ამას გვეუბნებიან? ხომ ამბობენ, კანონი გააუქმეთ სრულადო, კი არ დააკორექტირეთ, ცოტათი ჩაასწორეთ. მიუღებელია, სრულად გააუქმეთო. ანუ, ის, რომ აკრძალულია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს გავაუქმოთ? ის, რომ აკრძალულია, პირადობის მოწმობაში, ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწეროს ბიოლოგიური სქესის გარდა სხვა სქესი, ეს აკრძალვა მიუღებელია? უნდა გავაუქმოთ უნდა? ამას გვეუბნებიან, თუ არ გვეუბნებიან და ა.შ. უმარტივესი გზაა, ნაცვლად ამ ღლიცინისა, რომელიც კვლავ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებულ „ენჯეობს“ აქვთ ატეხილი, თავად ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და გვიპასუხოს. ბოლოს და ბოლოს, დაისვენებენ მისი მიმდევრებიც, რომ ეცოდინებათ პასუხი, ითხოვ თუ არა რაღაცის გაუქმებას. ნაცვლად ამ პასუხისა, სხვათა შორის, მივიღეთ კიდევ ერთი თავდასხმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება ოფიციალური წარდგენა, მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას

ქალაქის მოქმედი მერი ვარ, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ღიად ისაუბრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.ამგვარად, კალაძემ უპასუხა კითხვას – ვის ელოდება კონკურენტებად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ვინ შეიძლება, გახდეს მისი საპირწონე.როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნება“ საარჩევნო კამპანიას მალე დაიწყებს.„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მზადება, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია გამარჯვებას მოიპოვებს.„რეიტინგებს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე მერების თვალსაზრისით მიიღებს 100-პროცენტიან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა, მეორე მხარეს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა, ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება – თუ...

იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადგან ვინმეს თუ უნდა, მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს, თუ რა დგას სასწორზე ევროპული ბიუროკრატის მხრიდან.„ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ყველას ერთი ვალდებულება გვაქვს, სიმშვიდე იყოს და არჩევნებში მოქალქეს ჰქონდეს უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, ამის დამკვირვებელი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი

საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს, ყველას, ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალაქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით,  პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი საარჩევნო გარემო უნდა შექმნას.„პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემო უნდა შევქმნათ. ოპოზიციაში არაადეკვატურები არიან, ავნებენ ქვეყანას. პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენეს, რომ დაპირისპირება მომხდარიყო, ამისთვის იყენებენ თვითმმართველობის არჩევნებსაც, ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი შეცვალონ და ასევე ხელისუფლების და რევოლუციური პროცესები განავითარონ. გაიხსენეთ პრეზიდენტის არჩევნები, ჩემი წინამორბედის არჩევნები, რა ხდებოდა, პრეზიდენტის არჩევნებზე ხომ არ ჰქონდათ აქცენტი, ისევ დაირაზმნენ და ისევ რევოლუციური სცენარები იყო. ყველა არჩევნებზე ჰქონდათ რევოლუციური სცენარები. კონკრეტულ სახელმწიფოებს კი არა, შენს ხალხს დაანახე, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, აგერ „ქართული ოცნება“, რაღაცა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ის შესაძლებლობებით, რომლებიც გვაქვს, უფრო კარგად შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. აჩვენე აბა, რის გამკეთებელი ხარ, ამას არ აკეთებენ, დამოკიდებულები არიან. საქართველოს მოქალაქემ ობიექტურად უნდა შეხედოს ყველაფერს, ადვილად ჩანს ყველაფერი, დანარჩენი ხელოვნური თემებია, რომლებიც მილევადია და უნდა გავხადოთ მილევადი, არ მივცეთ საშუალება, ვიღაცამ ქვეყანა აგვირიოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.კითხვაზე, რა იქნება მისი, როგორც პრეზიდენტის როლი თვითმმართველობის არჩევნებზე, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ რიგითი მოქალაქის მსგავსად დამკვირვებლის მდგომარეობაში იქნება.„საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს, ყველას, ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, როგორც შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას და კანონს. ამის დამკვირვებლები ვიქნებით ჩვენ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, სხვანაირად არც ვერევით პროცესში, არც არის ეს პრეზიდენტის საქმე, მაგრამ ვიქნები დამკვირვებელი, როგორც მოქალაქე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამინდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.თაკო ჩარკვიანის თქმით, უკვე მესამე დღეა რაც სიცხემ იკლო.,,უკვე მესამე დღეა რაც სიცხემ იკო. ექიმები იძახიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე მესამე დილაა, რაც სიცხემ იკლო და ეს ძალიან კარგი დინამიკაა",-ამბობს თაკო ჩარკვიანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო 1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1999 წლის 23 ივლისის უდიდესი საინჟინრო და სამეცნიერო მიღწევა - ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება - წარსული წარმატება არ არის, ეს საყრდენი წერტილია მომავალი საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს, სამეცნიერო საზოგადოებას, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილსა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.როგორც დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული, 26 წლის წინ, ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რეფლექტორის გაშვებით, ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.„1999 წლის 23 ივლისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე, გავიდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური საინჟინრო ნაგებობა – დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა აქვთ, სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაატარონ, შესაბამისი ცოდნა კი მომავალ თაობებს გადასცენ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. მიღწევამ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას.გასაშლელი რეფლექტორის წარმატებული ექსპლუატაცია ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ისეთი საინჟინრო ამოცანების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე კოსმოსურ ტექნოლოგიებთან. ის ფაქტი, რომ მსგავსად რთული ტექნოლოგიური ობიექტი შეიქმნა და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს დამოუკიდებელ ორბიტაზე, მიუთითებს ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მაღალ პროფესიონალიზმზე, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის უნარზე.დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა და იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო პროექტების განხორციელებას. 1999 წლისა და შემდგომი მიღწევები ამის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც საფუძველს ქმნის მომავალი კვლევითი და ტექნოლოგიური ინიციატივებისათვის.გილოცავთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს!”, - აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.ცნობისთვის, 26 წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის - „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას. ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“. სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად.

ბოლო სიახლეები