საქართველოს ხელისუფლებამ რომ მოვინდომოთ და ბრიტანეთში რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტური ინსტრუმენტი დავაფინანსოთ, გვეუბნებიან, მკაცრად დაგვსჯიან, ფულს არ დაგვახარჯინებენ, ეს ის წესია, რასაც იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ დიდი ბრიტანეთის ელჩმა შეშფოთება გამოხატა, რომ მას და ბრიტანეთის საელჩოს არ მიეცა საშუალება, დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“.
„ბავშვმაც კი იცის, რომ „ტაბულა“ პარტიული კედლის გაზეთია. ეს არ არის აფილირებული მედია და ა.შ. ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა, რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი დაეფინანსებინა. დღეს ბრიტანეთისგან ვიგებთ, რომ ჩვენ ბრიტანეთში იმავე, რომ განვახორციელოთ, სასტიკად დაგვსიჯდნენ. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, ხალხს, ქვეყანას. წარმოუდგენიათ, რომ ეს ყველაფერი მათთან არ უნდა მოხდეს, არავინ უნდა ჩაერიოს, ბრიტანეთმა უნდა გადაწყვიტოს და თურმე, ქართველებს არ გვაქვს უფლება, ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. არ შეიძლება, ჩვენგან. რაიმე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბროტანეთში პოლიტიკური აქტივობა? ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ წუნი? პირიქით, ხარები ვგონივართ. თურმე, აქ ფული უნდა ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. მთელი უტიფრობა ისაა, ერთია ფულს რომ ხარჯავენ, მაგრამ არათუ შენიშვნა, კითხვა რომ დაუსვა, შეიცხადებენ და თავს შეურაცცყოფილად გრძნობენ, როგორც გუშინ, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, როგორ თუ კითხვებს სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს. როგორ თუ, ქართველი ხალხი იშმუშნება და კითხულობს, რაში იხარჯება დანიელების ფული. დანიამ რა იცის საერთოდ, იციან ვინ ვართ? დანიის მოსახლეობამ რუკა რომ აიღოს, საერთოდ გაიგებს, სადაა საქართველო?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს იმ ფარისევლობას აჩვენებს, რომელიც ყოველთვის კარგად იფუთებოდა, მგრამ დღეს ვერ იფუთება და ბევრჯერ ვამხილეთ.
„ჩვენი მთავარი იარაღია მართალი სიტყვა. ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, რომ გაგვაჩუმონ. მთავარი მიზანია, როგორმე გაგვაჩუმონ. როცა ვიტყვით ხოლმე, სიტყვას დაიჭერენ და ეს საკითხები სკდება, როგორც USAID-ს სკანდალი გასკდა, სხვა საკითხებიც ნაღმივით აუფეთქდათ ხელში. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ბორთვული შეირაღება და ეკონომიკური ბერკეტები სხვაზე ზემოქმედების მიზნით. აღმოჩნდა, რომ ქართული სიტყვა უფრო ძლიერია სხვა ბერკეტებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

