ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი “ენჯეოები”

თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ მისცემს „ენჯეოებს“ 2020 წლის მოვლენების განმეორების და ყალბი დასკვნებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს რაც ვნახეთ, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი „ენჯეოები“. სხვათა შორის პირდაპირ „ეუთოს“ დასკვნაში აისახა, რომ სახეზე იყო პარტიული „ენჯეოების“ აქტივობა საარჩევნო უბნებზეც, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოშიც. გვახსოვს მაშინ „ისფედის“ გაყალბებული „პივიტი“ და შემდეგ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება, რომელიც გახდა საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტის და ცესკოზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის. თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“. ჩვენ ამასაც ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ხოლმე ძალიან აქტიურები, ვინ იქნებიან. რა თქმა უნდა, მათ ნდობა დაკარგული აქვთ, რადგან 2020 წელს ისინი იყვნენ თანამონაწილეები დეზინფორმაციული კამპანიისა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ დღესაც, რომ ამ „ენჯეოებს“ პირდაპირ აქვთ გაცხადებული საარჩევნო მიზანი, რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა შარშან, შემოდგომაზე მაკკეინის ფონდის მიერ დაფინანსებულ კონფერენციაზე პირდაპირ პანელზე განაცხადა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა. გარდა ამისა გვახსოვს 2022 წლის ივნისის აქცია, როცა ეს „ენჯეოები“ ცდილობდნენ არადემოკრატიული გზით დაემხოთ ხელისუფლება და თავად ყოფილიყვნენ მთავრობის დაკომპლექტებაში. ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით თუ ვინ იქნებიან ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, მათ საქმიანობას, ასევე, გამჭვირვალობას მათი დაფინანსების, ვინაიდან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა „ენჯეო სექტორში“, რადგან გაუმჭვირვალეა დაფინანსება. მნიშვნელოვანია საზოგადოება აქ იყოს ფხიზლად. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუმინეთის პატრიარქი – ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“, – ნათქვამია წერილში.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს განცხადებას.მათივე ცნობით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები