კვირა, დეკემბერი 22, 2024

შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების, სიების დუბლირების შესახებ

მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ დარღვევაზე საჯაროდ მიუთითებდა, თუმცა ეს  სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ანგარიშებში არ ასახეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, როგორც ანგარიშში წერია, „აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც, პოტენციურად, გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატიდან“. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დარღვევაზე საჯაროდ მივუთითებდით, თუმცა ეუთო/ოდირის გარდა, არცერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს ფაქტი საკუთარ ანგარიშში არ ასახა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სრულად დაიმსხვა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოს რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ.

„ანგარიშში ასევე მოხვდა ISFED-ის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. შეგახსენებთ, რომ ამან ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატვირთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. ჩვენ დღემდე ველოდებით ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ არც ეს ფაქტი მოხვდა სხვა დამკვირვებლების ანგარიშში.

რასაკვირველია, როგორც ეუთო/ოდირის ყველა სხვა ანგარიში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში, ის შეიცავს კრიტიკულ ასპექტებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება.

რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ. ამიტომ, მინდა, წარმოგიდგინოთ ეუთო/ოდირის მიერ მხილებული ის ხუთი მთავარი ტყუილი, რომელზე რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს:

საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები – სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას.

300 000 გაყალბებული ხმა – ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. საარჩევნო კარუსელს“ ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკოს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითიური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს.

ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა – სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნით, განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა, არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

„გაჟონილი მარკირება – დაბოლოს, ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა.

ასე, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?

თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იუთუბ არხზე „დილის პოლიტიკურ live“-ში. „წარმოიდგინეთ რომელი გაგიყვანთ დემოკრატიულ მომავალში- გვარამია? ხაზარაძე? გახარია? ის რომ დაგავიწყდათ გახარია რომ ხალხს ძუყნიდა მიტინგზე და გომელაურის სანქციები რომ გიხარიათ. რა განსხვავება არის. იმ დროს უბრალოდ არ ასანქცირებდნენ საქართველოს მთავრობის წევრებს ხალხის ცემის გამო, თორემ გახარია არ იქნებოდა დასანქცირებული თავისი შინაარსით? თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? თუ მიშა? რომ იძახიან კოალიცია რაღაცას დაალაგებდაო, არ არის ეს კანონმდებლობა ისე მოწყობილი, რომ კოალიციები დალაგდეს“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები