პარასკევი, ივლისი 18, 2025

შალვა პაპუაშვილი: ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს

ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ – კაცი შეიძლება გახდეს ქალი.

„ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ ყოველ წელს მზადდება ანგარიში, წლის ბოლოს და არა აგვისტოში, მაგრამ პერიოდულად ვაწვდით ანგარიშს, მათ შორის, შუალედური ანგარიშები გაგზავნილია უკვე ევროკავშირში, ევროკომისიაში და ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა გვექნება თანამშრომლობა. თუმცა, საქმე იმაშია საიდან აღმოჩნდა ეს აბსოლუტურად დაუკავშირებელი საკითხები ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას. რას გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ. არა შეცვალეთ, რაღაც ასე შეცვალეთ ან ცოტა სხვანაირად მოაწესრიგეთ. პირდაპირ გააუქმეთ, ანუ არის მიუღებელი და მიუღებელი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ევროკავშირისთვის. ახლა ვნახოთ მაშინ რა არის ევროპული ღირებულება.

რას აწესრიგებს ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი. არის სულ რამდენიმე პუნქტი. სულ არის 5 გვერდიანი კანონი, უმარტივესი კანონია. კერძოდ, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის. რაიმე პრეტენზია ამ მხრივ არსებობს? ლგბტ პირს არ შეუძლია არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აკრძალულია ე.წ. სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება. ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ბიოლოგიური სქესი მითითებული, რაც აქვს ადამიანს. ბაღებში, სკოლებში არ შეიძლება პროპაგანდა. ამ საკითხების მიმართ რა პრეტენზიები არსებობს. ეს ნაწილია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნის. მათ შორის, ამ კანონებით გავედით ჩვენ არჩევნებზე და იმ რეფერენდუმში, რომელიც გამოაცხადეს, ამ კანონებით გავიმარჯვეთ. ანუ, რა გამოდის საერთო ჯამში, როდესაც გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი, თუ უნდა გავაუქმოთ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. დაშვებული უნდა იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ, ეს არის მოთხოვნა. დაშვებული უნდა იყოს არასრულწლოვანის აყვანა ლგბტ პირის მიერ, შვილად აყვანა. დაშვებული უნდა იყოს, რომ პასპორტში ჩაწერილი იყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ, მისი სურვილისამებრ ჩაწერონ სქესი და ა.შ. ის, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. ის აბსოლუტური ანტიმეცნიერება და მეცნიერული აბსურდი, რასაც წლებია ამტკიცებდნენ და რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა მკვეთრი პასუხი, როდესაც ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტური ცრუ იდეოლოგია, რომელსაც ნერგავდნენ, მათ შორის, ამერიკული ფულით, რომელიც ახლა ჩახსნილია, თუმცა დარჩენილია ევროპული ფული. ანუ, რა არის პრინციპი, რომ სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე თუ სქესი დამოკიდებულია სურვილზე. აი, ამას გვეუბნებიან. რა კავშირშია ახლა ეს ვიზალიბერალიზაციასთან.

მეორე, ამ ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ანუ, მრგვალი კი არ არის დედამიწა, დედამიწა არის ბრტყელი. დღესაც ვთქვი, რომ ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.„21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შსს – ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამარ ჩიბურდანიძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია, როგორც ზანგეზურის პროექტი. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემის გამოყენებას ეხმიანება.თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება შანტაჟს, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად ურჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს.„როდის უნდა მიხვდეს დასავლეთი, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც უფრო აძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას, მით უფრო იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუკი ევროპელები ქართული ოპოზიციის „რჩევებს” ითვალისწინებენ (როგორც ჩანს, ასეა), ვეტყვით, რომ ამათი პოლიტიკური გათვლები არათუ შავი ზღვის იქეთ, არამედ, შავი ზღვის აქეთაც ვერ ამართლებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ შეეძლოთ, აქამდე იყრიდნენ ჯავრს „ურჩ ხელისუფლებაზე” და მეორეც, არც ეს აშინებს ქართველ ხალხს, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად გვირჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს. არც ოჯახურ ღირებულებებს ვცვლით ჩვენი გენის გამანადგურებელ „უფლებრივ ღირებულებებზე” და არც ამერიკულ „FARA”-ს ვუწუნებთ რამეს.რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, დასავლეთის მცდელობა, საქართველოს გვერდის ავლით შეძლონ აღმოსავლეთთან ახალი ეკონომიკური ჰაბის შექმნა, იდეაშიც კი მკვდარია. მათ კარგად იციან სამხრეთ კავკასიის რთული და ფეთქებადი პოლიტიკა. ისიც იციან, რომ საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში, ეთნოკონფლიქტების დარეგულირებაში ერთადერთი მშვიდობის გარანტია.იქნება თუ არა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, ესეც გარკვეულწილად ჩვენს ნებ აზეა დამოკიდებული და არა ევროპა-ამერიკის სურვილზე. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ. „როლური თამაშები”, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ზედმეტად ბრიყვულია და ამ პროცესებში მათ არავინ გაჰყვება. რეალური თვითმყოფადობის შეგრძნებამ მეტი დამაჯერებლობა შემატა ხელისუფლებას და ამ სიმაღლიდან იქ, ქვემოთ, „ევროპელ მბრძანებლებთან” ლახტობანას თამაში, მხოლოდ ოპოზიციის საქმეა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ტატა ხვედელიანი – ვიბრძვით, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან დღემდე არ მიგვიღია არანაირი გეგმა ამასთან დაკავშირებით

ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.„არჩევნებში მონაწილეობა თუ არ სჭირდებათ, რატომ შეიტანეს განაცხადი? აქ არ მიიღება საუბრები ხელახალ არჩევნებზე, ან 2028 წლის არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მუდმივად იძახიან, ამ ვითარებაში არჩევნები ეს არ არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეცვალონ რამე ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი თუ არ სჭირდებათ, რატომ მიმართავენ განცხადებით? ჩვენთვის ერთნაირად პრიორიტეტულია ყველა პარტიის ამომრჩეველი, სწორედ ამიტომაც ვართ შესული ამ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი რეპრესიის ფონზე, ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ჩვენი ქვეყანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს. ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან ჩვენ არ მიგვიღია დღემდე არანაირი გეგმა ან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, პოლიტპატიმრების მიმართულებით პოზიციონირებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას? მთავარი ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო – დღესდღეობით ყველაზე მეტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ერთმანეთს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.

დიმიტრი სამხარაძე: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე...

ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.დიმიტრი სამხარაძის თქმით, „დიფ სთეითის“ გეგმები არ შეცვლილა, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში კვლავ მეორე ფრონტის გახსნაა.„ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება! დიფსთეითის გეგმები არ შეცვლილა, ევროპას დააწვა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, მაგათი მონა პოლიტიკოსების ზეწოლა საქართველოზე, ზუსტად მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული! 7 რეზოლუცია რამოდენიმე დღეში! არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ საფრთხეს ვერ იაზრებს! არიან სამწუხაროდ ისეთებიც, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ, ემსახურებიან დიფსთეითის მონა ჩინოვნიკებს, შეგნებულად ცდილობენ საქართველოში არეულობის გამოწვევას და თან საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ!! ერთად ვერავინ მოგვერევა!!საქართველოს ვერ დააჩოქებენ!“-წერს სამხარაძე Facebook-ზე.

ბოლო სიახლეები