კვირა, მარტი 8, 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების განცხადებას პასუხობს – რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება, თავად გააკეთო საქართველოში

საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის, ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებზე, მოწოდებებზე ხალხის და ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.

პაპუაშვილის თქმით, მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის იმ 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა აღნიშნულ განცხადებას.

„სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება. უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა 1990-იან წლებში, 2008 წელს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ. ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა. მადლობა ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება, თავად გააკეთო საქართველოში. რაც შეეხება „ბოდვას“. ბოდვა ისეთი უნდა, წამების სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას რომ მოსთხოვ საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

BBC-მ ირანის ომთან დაკავშირებით ჰეგსეთის სიტყვა შეცვალა

BBC-მ ირანის ომთან დაკავშირებით ჰეგსეთის სიტყვა შეცვალა - ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს "ტელეგრაფი". გამოცემის ცნობით, თავდაცვის მდივნის გამოსვლის თარგმნისას დაშვებული შეცდომა მაუწყებელს ტრამპთან მორიგი დაპირისპირების საფრთხის წინაშე აყენებს.BBC Persian-მა, რომელიც ირანელი მაყურებლისთვის მაუწყებლობს, არასწორად თარგმნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის სიტყვები და მაყურებელს უთხრა, რომ ვაშინგტონს "ირანელი ხალხის" სიკვდილი უნდა.სინამდვილეში, ჰეგსეთი თქვა, რომ ირანის რეჟიმს დევნიდნენ.ამ შეცდომას მალევე გამოეხმაურნენ ისრაელის მხარდამჭერი მედია კამპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მომხდარი კითხვებს აჩენს BBC-ის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ფაქტს სოციალურ ქსელებში ძლიერი კრიტიკა და რეაქციაც მოჰყვა.BBC-მ, რომელმაც ორშაბათს, პენტაგონიდან პირდაპირ ეთერში გადასცა ჰეგსეთის გამოსვლა, სიტყვა "რეჟიმი" თარგმნა, როგორც "მარდომ", სპარსული სიტყვა, რომელიც "ხალხს“ ნიშნავს.მოგვიანებით, გამოქვეყნდა შესწორება.ამ დავამ შესაძლოა BBC-სა და დონალდ ტრამპს შორის კიდევ ერთ დაპირისპირება გამოიწვიოს.ტრამპმა გასულ წელს მაუწყებლის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის სარჩელი შეიტანა, მას შემდეგ, რაც The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ BBC-მ მისი გამოსვლა შეცვლილი სახით გააშუქა - თითქოს ის კაპიტოლიუმის შეტევას ახალისებდა.

მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ

დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი.

ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ირანი მიიწევდა წინ 20 000 ბალისტიკური რაკეტის მარაგის შექმნისკენ, რის გამოც ისრაელმა და აშშ-მა „სწრაფად მოქმედება“ გადაწყვიტეს

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ირანი სწრაფად მიიწევდა წინ 20 000 ბალისტიკური რაკეტის მარაგის შექმნისკენ.ჰერცოგის თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს „სწრაფად მოქმედება“ და საფრთხის აღმოფხვრა.ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი საერთაშორისო სამართლის არცერთ ნორმას არ იცავდა.ისრაელის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ,  რატომ ახორციელებს ისრაელი თავდასხმას ირანის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ლიბანზე.„ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ თავად გვესხმოდნენ თავს“, – უპასუხა ისააკ ჰერცოგმა და აღნიშნა, რომ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან არსებულ თავდასხმას პასუხობდნენ.

უცნობი ფაქტები -რა სკანდალი გამოიწვია წელების  წინ ბრიტანულ საზოგადოებაში, პრინცესა დიანას ნიშნობის ბეჭედმა, რომელსაც  ქეით მიდლტონი ატარებს 

1981 წლის 24 თებერვალს ბუკინგემის სასახლემ პრინცი ჩარლზისა და ლედი დიანა სპენსერის ნიშნობა გამოაცხადა. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ დიანას ნიშნობის ბეჭდით მაშინ ბევრი ადამიანი აღშფოთდა.ერთი შეხედვით, იგი ბრიტანულ ტრადიციებს სრულად ეწინააღმდეგებოდა. ​ტრადიციული ფოტოსესიის გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. ბეჭდის არჩევანით პრესა გაოცდა და არაერთი ხმაურიანი სათაური გამოაქვეყნა. ​უპირველეს ყოვლისა, ნიშნობის ბეჭდისთვის ჩვეული ბრილიანტის ნაცვლად, დიანამ უპირატესობა საფირონს მიანიჭა. უფრო მეტიც, გავრცელებული ხმების თანახმად, მან ნიშნობის ბეჭედი თავადვე შეარჩია. როგორც ცნობილია, ნიშნობამდე ცოტა ხნით ადრე მას სხვადასხვა სტილისა და ზომის ბეჭდებით სავსე ყუთი მიართვეს, ლედი დიმ კი არჩევანი სწორედ 12-კარატიანი შრი-ლანკური საფირონით დამშვენებულ სამკაულზე შეაჩერა.​გარდა ამისა, ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დიანას ნიშნობის ბეჭედი უნიკალური სულაც არ იყო. როგორც ირკვეოდა, სამკაული საიუველირო ბრენდ Garrard-ის ჩვეულებრივ კოლექციას ეკუთვნოდა, რომელიც იმ პერიოდში არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო. ​მაშინ ითვლებოდა, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი ბეჭდები უნდა აერჩიათ. ბევრმა ეს პრინცესა დიანას მხრიდან პროტესტის გამოხატვად და წესების უგულებელყოფად შეაფასა.თუმცა წლების განმავლობაში ბეჭდის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს მსგავსი დიზაინი ნამდვილ კლასიკად ითვლება, მსოფლიოს გარშემო კი მილიონობით პატარძალი სწორედ ასეთ ბეჭედზე ოცნებობს.ახლა პრინცესა დიანას ნიშნობის ბეჭედს ქეით მიდლტონი ატარებს.

დონალდ ტრამპი – ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო

ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ახლა ამაზე საუბარიც კი არ მინდა. ვფიქრობ, ეს შესაბამისი კითხვა არ არის; თქვენ იცით, რომ ამაზე პირდაპირ პასუხს არ გავცემ. შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს? შეიძლება, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო. ვიტყოდი, რომ თუ ოდესმე ამას გავაკეთებთ, ისინი იმდენად განადგურებულები იქნებიან, რომ მიწაზე ბრძოლას ვეღარ შეძლებდნენ”,- განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები