კვირა, მაისი 11, 2025

შალვა პაპუაშვილი – დღემდე არცერთ საელჩოს არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციისთვის ქვების სროლა, თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ და ხარ თანამონაწილე

რუსთაველის გამზირზე მათთვის ხელის შეშლა, ვისაც სურს, მივიდეს და პატივი მიაგოს 9 აპრილის მსხვერპლებს, ეს არის როდიონოვობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი, ეს ვიხილეთ გუშინ. ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, ვინც თავს ესხმოდა მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, ყველა ეს ადამიანი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს, 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით ჩეხავდნენ, დღეს ჩეხენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით, რაც პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და უცხო გარე ძალების წაქეზებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არცერთ საელჩოს დღემდე არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, ზიზღის კამპანია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას და ხარ ამის თანამონაწილე.

„დღემდე არცერთ საელჩოს, ვინც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციების, არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა „მოლოტოვის კოქტეილებით“. არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის, არ დაუგმია ზიზღის კამპანია, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით ამ ორგანიზაციების მხრიდან. თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას. თუკი აქეზებ ძალადობას, ე.ი. ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

ბოლო სიახლეები