სამშაბათი, თებერვალი 3, 2026

შალვა პაპუაშვილი – დაახლოებით ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და შევხედავთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით

რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თავად ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში.

„ეს მათი გადასაწყვეტია, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხია. რაც შეეხება იმას, უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, ვნახავთ, ორ თუ სამ საათში, ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და შევხედავთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შევხედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა იმის თაობაზე, რომ უკვე მეორედ მიმდინარეობს პარლამენტის პირველი სხდომა აქციის ფონზე. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია უცხოეთიდან დაკვეთით მოქმედებს და მათ საკუთარ თავს მხოლოდ ორი გზა დაუტოვეს.

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ საბოლოო ჯამში. ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. თავადვე რა, ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს. რეალურად აქვთ ორი გზა. ერთი – მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, ან მეორე – არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას – დაინგრნენ, თუ დამცირდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ

ვაკვირდები ამ სტუ/თსუ-ს საცოდაობას, საბჭოთა ტიპის შეკრებებს, კონფორმიზმს და ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად უფრო რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს ასახელებს.„ახლა ამათ როგორც კი მოვიშორებთ, პირველ საკითხად დავაყენებ დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს – საბჭოთა აგენტების და დამსმენების არქივში არსებული სიის გამოქვეყნებას, სკოლებში ცალკე საგნის შემოღებას საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზე და ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხზე (ასეთი კანონები ცენტრალურ ევროპაში მოქმედებს). რა თქმა უნდა, ამ ქონებების 99% კერძო საკუთრებაშია, მაგრამ, მაგალითად, სარაჯიშვილის და სხვა მაშინდელი ბიზნესმენების შთამომავლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია სახელმწიფოსგან გონივრულ ფარგლებში, ეს ისტორიული სამართლიანობისთვის აუცილებელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.    

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიებს – „რუსთავი 2“ და „იმედი“ – ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“ - დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც სტუ აცხადებს, აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.სტუ-ის ცნობით, სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული თუ ავარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებების ვიზუალური „დადასტურების“ მიზნით გამოყენებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დერეფანში და არ ასახავს არც აუდიტორიებს და არც სველი წერტილებს, რასაც მაყურებლი ნებსით თუ უნებლიეთ შეჰყავს შეცდომაში.„მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. მეორე სასწავლო კორპუსის პარალელურად, ნაჩვენები იქნა მე-6 სასწავლო კორპუსი, რომლის გაამაგრებით სამუშაოებსა (რაც დღესაც მიმდინარეობს) და სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე უკვე გახარჟულია დაახლოებით 600 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო ფართი 187547, 9 კვ/მ-ია, საერთო სასწავლო ფართი შეადგენს 108678,9 კვ/მ-ს, ხოლო საერთო დამხმარე ფართი - 78868,955 კვ/მ-ს. „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თავისივე სურვილით, გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ლაბორატორიული ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, „რუსთავი 2-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა არცერთი ეს კადრი არ გამოიყენეს სიუჟეტის აგებისას და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროცესებისთვის საერთოდ არ გამოიყენება და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ან დაგეგმილია სარემონტრო სამუშაოები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ - პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად მოითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედისაგან“:1. საჯაროდ მოიხადონ ბოდიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე;2. საჯაროდ განაახლონ და შეასწორონ ინფორმაცია იმავე საინფორმაციო გამოშვებაში მსგავსი ქრონომეტრაჟით;3. მომავალში უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება და დაიცვან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom) და გამოიყენოს ყველა კანონიერი სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი რეპუტაციის, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – რეგიონული დაძაბულობის პირობებში ნამდვილი სტაბილურობა ძლიერი ინსტიტუტების, პროგნოზირებადი პოლიტიკისა და მშვიდობისადმი ერთგულების დემონსტრირებაა

რეგიონული დაძაბულობის პირობებში ნამდვილი სტაბილურობა არა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა, არამედ ძლიერი ინსტიტუტების, პროგნოზირებადი პოლიტიკისა და მშვიდობისადმი ერთგულების დემონსტრირებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლარიზაციის ეპოქაში დიპლომატიური შესაძლებლობები არანაკლებ მნიშვნელოვანია: პოლიტიკური და სტრატეგიული განსხვავებების მიღმა კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების უნარი ეკონომიკურ უპირატესობად იქცა.„ამ ინსტიტუციურ და დიპლომატიურ საფუძველს უნდა შეესაბამებოდეს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა: მოდერნიზებული მაგისტრალები, პორტები და რკინიგზა, რაც საქონლის არა მხოლოდ სწრაფ, არამედ საიმედო და პროგნოზირებად გადაადგილებას უზრუნველყოფს. საქართველოს მნიშვნელობა მხოლოდ მისი მდებარეობით არ განისაზღვრება, არამედ იმითაც, თუ რა გააკეთა მან ამ მდებარეობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა კერესელიძე – განათლების რეფორმის ეფექტიანობაზე ხელისუფლებისგან არგუმენტები არ მოგვისმენია, ერთი-ორი ადამიანი დაჯდა, რაღაც დაწერა და თქვეს, რეფორმა იდეალური არისო

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, განათლების რეფორმის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან არცერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ.კერესელიძის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება დასაბუთებული უნდა იყოს.„ხელისუფლებისგან მოვისმინეთ არგუმენტები განათლების რეფორმის ეფექტიანობაზე? რა თქმა უნდა, არ მოგვისმენია. არცერთი არგუმენტი არ იყო. არგუმენტად თუ მიგაჩნიათ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდნენ, ეს არგუმენტი არ არის. არგუმენტები ჯერ ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორია. არგუმენტირებულად დასაბუთებული უნდა იყოს, რატომ აერთიანებენ უნივერსიტეტებს. ეს რეფორმა განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების წინაშე გამოიტანეს, იმსჯელეს, გააცნეს? რა თქმა უნდა – არა. ერთი-ორი ადამიანი დაჯდა, რაღაც დაწერა, მონახაზი გააკეთა და თქვეს, რეფორმა იდეალური არისო. ეს მაშინ ხდება, როცა ცვლილებებს არავინ ეთანხმება“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

გია ვოლსკი – გაცილებით ეფექტური იქნება ფაკულტეტების რაციონალიზაცია დარგებისა და სპეციალობის მიხედვით, თემაზე იქნება დებატები, პრემიერმა მზაობა გამოთქვა, რომ განხილვა ნებისმიერ დონეზე იყოს

განათლების მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრების მომზადება და უფასო სწავლის გამართლება იმ ხარისხით, რასაც განათლებული საზოგადოებისგან, ანუ კურსდამთავრებულებისგან მივიღებთ, რადგან სახელმწიფო ამის მომზადებაში უშველებელ რესურსს ჩადებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ფაკულტეტების რაციონალიზაცია დარგებისა და სპეციალობის მიხედვით.„პროფესურას ხელფასიც მოემატება და მათი ინტელექტუალური რესურსიც გამოყენებული იქნება ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის გარშემო. თემაზე იქნება დებატები. პრემიერ-მინისტრმა მზაობა გამოთქვა, რომ განხილვა ნებისმიერ დონეზე იყოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები