ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – განვლილ სამ წელიწადში ვნახეთ მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რა ავირიდეთ თავიდან

ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნესა და მოხერხებულობას საჭიროებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს ძალისხმევას, თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყევობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია.

„ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა.

„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავიანთი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოსა და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპმა ილონ მასკს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა – „შეგიძლიათ, თანამდებობაზე დარჩეთ იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მას შეუძლია, დარჩეს თანამდებობაზე იმდენ ხანს, რამდენიც სურს.თეთრ სახლში კაბინეტის წევრების შეხვედრაზე ილონ მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 100 დღის განმავლობაში „უზარმაზარი საქმე გაკეთდა“.„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა დაცულ საზღვრებს, უსაფრთხო ქალაქებსა და გონივრულ ხარჯებს და სწორედ ეს მიიღო“, – განაცხადა ილონ მასკმა.თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს უთხრა, რომ შეუძლია თანამდებობაზე დარჩენა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებს.„თქვენ უდიდესი დახმარება გაგვიწიეთ. ბევრს თვალი აუხილეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. გვინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ შეგიძლიათ, დარჩეთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებთ. მას სახლში სურს დაბრუნება თავის მანქანებთან. თქვენ წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულეთ, ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას მოყვაა შემდეგ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციას… – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას, მოყვაა შემდეგ  ვიზა ლიბერალიზაციას…  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა სამხედრო ოპერაციის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გააცნო.ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას.

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას მოყვაა შემდეგ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციას… – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენი კარგი რამ გააკეთა პირველ პერიოდში, რასაც უზარმაზარი პროგრესი მოყვა და სწორედ მაგას, მოყვაა შემდეგ  ვიზა ლიბერალიზაციას...  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

მიირთვი და იყავი ლამაზი ფორმებით-რჩევები იზოლდასგან

https://www.facebook.com/photo?fbid=122093000234843834&set=a.122093000204843834 ადამიანს დავუბრუნე, სილამაზე და სხეულის ჰაეროვნული შეგრძნება მოგვმართეთ და დაგეხმარები, ჯანსაღი კვებით მიიღოთ სასურველი სხეულის ფორმები!ჯანსაღი კვება არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღების წესი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, სხეულის ენერგიის დონეების გაუმჯობესებას და დაავადებების პრევენციას. სწორი და დაბალანსებული კვება ადამიანს ეხმარება ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის მიღწევაში, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.ჯანსაღი კვების დასაცავად საჭიროა გარკვეული პრინციპების დაცვა, რაც ორგანიზმს საშუალებას მისცემს მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება და სწორად ფუნქციონირებდეს.

ბოლო სიახლეები