საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შესახებ ბაია პატარაიას კომენტარს და ორგანიზაცია „საფარში“ საფრანგეთის ელჩის სტუმრობის ამსახველ ფოტოს აზიარებს და წერს, რომ პატარაიასთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი.
„უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი, არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი.
ასე უნდა შევხედოთ მასაც და მის დონორებსაც”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.