ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

შალვა პაპუაშვილი – აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები

აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს. საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული“.

„რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს ჩვენებებს, რომლებსაც საგამოძიებო კომისიას აძლევენ სხვადასხვა მოქალაქე. ამ დღეებშიც რაც ვნახეთ, უკვე ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს, შესაძლოა, მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა და ამით განიახლა საკუთარი მეხსიერებაც, აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად. ვხედავთ, სინამდვილეში, რა ანატომია ჰქონდა ამ რეჟიმს, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ისტორიები, როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას, რათა ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ასევე ამ დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები.

მოვისმინეთ ისტორიები, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა, რომლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი. ეს ისტორიები კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, მათ შორის, იგივე ძალა შემდეგ სხვადასხვა კონფიგურაციით როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვხედავდით, ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის. დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული მათი ხელისუფლებაში ყოფნისა და ხელისუფლებაში არყოფნის დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს – რა დეტალები ვრცელდება

თბილისში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს.ფაქტი ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება ოთხ პირს შორის დაპირისპირება უძღოდა.

📽️ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა მსჯელობდა ერთმანეთში, რომ ვიღაცამ თუ არ შეაჩერა ოქრუაშვილი, მალე ბადრი პატარკაციშვილზე მდიდარი გახდებაო…“ – პეტრე მამრაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა მსჯელობდა ერთმანეთში, რომ ვიღაცამ თუ არ შეაჩერა ოქრუაშვილი, მალე ბადრი პატარკაციშვილზე მდიდარი გახდებაო...“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

📽️ „შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა…ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან...

„შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა. მე მაგ საკითხებში ჩახედული არ ვარ, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არ მსმენია პროცესების შესახებ...ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან დადო ბიზნესში?! “ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა 

„ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.“ – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით - "ღამის კურიერის" ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა.მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის დაკვეთაა."ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა მთელი ამ 5 თვის განმავლობაში, მარტო ეს ერთი დღე ხომ არ არის. ეს არის მეტი ქმედუნარიანობა და მეტი ერთიანობა ოპოზიციის შიგნით. ქალბატონმა სალომემ ამ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე, ოპოზიციის იდეა ყოფილა შემოგდებული რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი გვაქვს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, არ აინტერესებს ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, წარსულში ერთმანეთი ვის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ. ეს არ აინტერესებს ხალხს ახლა, ხალხს აინტერესებს და ამაში ძალიან მართალია, რომ ქვეყანას მოვაცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე - რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

📽️„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!…“ – ასმათ ტყაბლაძე

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!...“ -  ამის შესახებ მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ არის ლეგიტიმური, დამთავრდა. დრო ამოიწურა. რომც არ ჩათვალო პრეზიდენტად, მისი ვადა ამოიწურა და როგორღა არის პრეზიდენტი“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

ბოლო სიახლეები