ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

შალვა პაპუაშვილი: არის განაჩენები და კეთილი უნდა ინებოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ეს სასჯელი მოიხადოს

მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ციხეში ვიღაც შიმშილობს და ალბათ, არც ბოლო იქნება. ამ კუთხით პენიტენციურ სისტემას აქვს გამოცდილება, როგორ უნდა მოხდეს მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობა, მათ შორის სამედიცინო დაკვირვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზით პატიმრები შესაძლოა, პროტესტს აცხადებდნენ, თუმცა ეს რამე რისკს სიცოცხლისთვის არ შეიცავს, რადგან არსებობს შესაბამისი პროტოკოლები და გამოცდილება, რომელიც აქვს პენიტენციურ დაწესებულებას.

„საქმე არის მარტივად, ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაულები, ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამი ინსტანციის გადაწყვეტილება. მეტიც, გირგვლიანის საქმეზე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად იგივე თქვა, რაც ქართულმა სასამართლომ. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადო ხელი სააკაშვილს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და არ უნდა ქართული სასამართლოსი დაიჯეროს და ამბობენ პოლიტიზირებულიაო, სტრასბურგის სასამართლოც პოლიტიზირებულია?! არის განაჩენები და კეთილი უნდა ინებოს ყოფილმა პრეზიდენტმაც და ეს სასჯელი მოიხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბორის ჯონსონი – ვშიშობ, პუტინი კმაყოფილი იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, მან ეფექტურად დააშინა ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი

პუტინი კმაყოფილი იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.„ვშიშობ, რომ პუტინი კმაყოფილი იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით. მან ეფექტურად დააშინა ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რათა უარი ეთქვათ უკრაინის დასაფინანსებლად არსებულ არაჩვეულებრივ გეგმაზე. რეპარაციული სესხი პუტინის გაყინული აქტივებიდან უზარმაზარ თანხებს გაათავისუფლებდა მორალურად და იურიდიულად გამართლებული გზით. ეს უკრაინელებს საშუალებას მისცემდა, რომ საკუთარი თავი კიდევ ბევრი წელი დაეცვათ“, – წერს ჯონსონი.მისივე თქმით, 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელზეც ევროპულ საბჭო შეთანხმდა, სულ არაფერს ჯობია. ჯონსონი გერმანიის კანცლერსა და ევროკომისიის პრეზიდენტს აქებს მათი ლიდერებოსთვის.„დიდი სირცხვილია, რომ მათ ხელი შეუშალეს ევროკავშირის წევრმა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებშიც გასულ საუკუნეში რუსეთი შეიჭრა“, – აღნიშნავს ჯონსონი.დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე უკმაყოფილოა მისი ქვეყნისა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პასიურობით. ჯონსონის თქმით, დიდ ბრიტანეთს 15 მილიარდი ფუნტის რუსული გაყინული აქტივები აქვს, რომლის გამოყენებაც გვიანი არაა.  

ვიქტორ ორბანი – ნაპოლეონმა და ჰიტლერმა რუსეთს შეუტიეს, მათ ვერაფერი შეძლეს, მაგრამ, როგორც ჩანს, კაია კალასს შეუძლია?

ძალიან მეგობრული ქვეყნები ყოველთვის ფიქრობენ, რომ თუ არის ომი, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, ის ყოველთვის რუსეთის მაქსიმალურად დასასუსტებლად უნდა გამოიყენონ, რადგან საფრთხის შემქმნელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ამასთან, როგორც მედია წერს, ორბანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ხუმრობით ნაპოლეონსა და ჰიტლერს შეადარა.„ნაპოლეონმა და ჰიტლერმა რუსეთს შეუტიეს. მათ ვერაფერი შეძლეს, მაგრამ, როგორც ჩანს, კაია კალასს შეუძლია? ყველას გავაფრთხილებდი, რომ მათთვის არ შეეტიათ. ჰორტის ასევე არ სურდა რუსებთან ომი. გერმანელებს რომ არ ეიძულებინათ, დონ-ბენდში არ წავიდოდით, სადაც ჩემი ბაბუაც იმყოფებოდა. ახლა ფინანსური მიზეზიც არსებობს: მათ ფული გასცეს, რომლის დაბრუნებაც უკრაინას არ შეუძლია. მათ მთელი ევროპა გამოკვებეს. ევროპელი ლიდერები თავიანთ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ომი არაფერი დაუჯდებოდათ. ახლა კი მაიმუნი წყალში ხტება და ჩვენ იძულებული ვართ, ესპანელი, გერმანელი და პორტუგალიელი გადასახადის გადამხდელების ჯიბეებიდან ომის საფასური გადავიხადოთ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.ვიქტორ ორბანის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დიდი გეგმა არ არსებობს, მაგრამ ევროპელებს ომის გამოყენება მოსკოვის დასასუსტებლად სურთ, რადგან მას საფრთხედ აღიქვამენ.

ეს სურვილი ზუსტად 15 დღეში სრულდება!“ – საახალწლო რიტუალი, რომელიც 1 სურვილს აგისრულებთ

ასტროლოგი ხატია ძნელაძე გვასწავლის მარტივ რიტუალს, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა გავაკეთოთ.„ეს სურვილი წითელი, ხასხასა, დიდი ბროწეულით ხორციელდება - რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია. ეცადეთ, რომ ეს ბროწეული თქვენი ხარჯით, თქვენი ხელით იყიდოთ და თქვენი ხელებით მიიტანოთ ოჯახში. როდესაც იყიდით ბროწეულს და ახალი წლის ღამე, 12 საათი მოახლოვდება, ბროწეულს აიღებ და ეტყვი მხოლოდ ერთ სურვილს, რომელიც გინდა, რომ აგისრულდეს. ფრთხილად იყავით სურვილებთან - ეს არ უნდა იყოს ადამიანის მოჯაჭვება-მოზიდვაზე. უნდა იყოს ისეთი, რომელიც იქნება სიკეთით აღსავსე. თუ გინდა კონკრეტული ადამიანის ქმედებები გამოსწორდეს, უნდა თქვა, რომ „ადამიანი გამოაჯანმრთელე“; „ადეკვატური ფიქრის, საღი აზროვნება დაუბრუნე“ და ა.შ.23:36 საათზე, სანამ ახალი წელი დადგება, აიღებთ ბროწეულს და უკვე შეგიძლიათ, რომ ჩაუთქვათ სურვილი, „მე ამისრულდა ეს სურვილი“ ეტყვი, შემდეგ ამ ბროწეულს გაჭრი, ჩადებ იმ ფურცელს, რომელზეც იგივე სურვილი გექნება დაწერილი. როცა მოვა უკვე ახალი წელი, ზარ-ზეიმი დაიწყება, ისე უნდა დადო ნაძვის ხის ქვეშ რომ ხელი არავინ ახლოს. ეს მთელი 24 საათი ნაძვის ხის ქვეშ უნდა იყოს. ფურცელს აიღებთ, ბროწეულის მირთმევა შეგიძლიათ. სურვილის ფურცელი უნდა შეინახოთ. აუცილებელია, რომ ბროწეული ნაძვის ხის ქვეშ 24 საათი იყოს. ეს სურვილი ზუსტად 15 დღეში სრულდება“, - ამბობს ხატია ძნელაძე.

ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება – ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.

მეუფე შიო მუჯური – მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ (ლკ. 17, 12-19). როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ჩანს მისი დიდი სიკეთე, ამავე დროს კი, ისმის საყვედურიც: „გარნა ათნივე არ განიწმინდნენ? ცხრა სადღა არის?!“ – ნუთუ ეს ცხრა იმდენად გულქვა აღმოჩნდა, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ მკურნალისთვის?! მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მადლობა უთქვამთ (ლკ. 17, 17).რა ნაცნობია ეს ჩვენთვის! ჩვენც გვავიწყდება, თუ არ გვიყვარს, მადლიერების გამოხატვა. ეს ვლინდება ყოველდღიურობაშიც და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაშიც; ჩვენს ლოცვებშიც არის ეს ეგოიზმის წილი. ზოგჯერ ჩვენს თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას. მაგალითად, პარაკლისს გადავიხდი, ან ეკლესიას შევწირავ რამეს, ან გლახაკებს დავეხმარები და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისია, განსაცდელმა გადაიაროს, ამ მწუხარებამ დაგვტოვეს, რომ ეს დაპირებები გვავიწყდება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება მადლიერებისა და ლოცვის გარეშე.ლოცვის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს წერენ წმინდა მამები. მაგალითად, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ღმერთს ძლიერ სურს, მას მივმართავდეთ და ვევედრებოდეთ ყოველი საქმის გამო, მის გარეშე არც არაფერს ვაკეთებდეთ და არც ვამბობდეთ. როცა ადამიანებს ხშირად ვაწუხებთ ჩვენი თხოვნებით, ჩვენი საქმეებით, ისინი ღიზიანდებიან, გაგვირბიან, უსიამოვნო განწყობა ექმნებათ ჩვენ მიმართ. უფალი, პირიქით, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – მაშინ კი არ რისხდება, როცა ხშირად მივმართავთ მას, არამედ, პირიქით, სწორედ მაშინ გვიწყრება, როცა ამას არ ვაკეთებთ. ეს არის მოსიყვარულე გულის თვისება; მას სურს, მისი საყვარელი ადამიანი ხშირად მიმართავდეს, მის გარეშე არაფერს აკეთებდეს და არაფერს ამბობდეს.როგორც იცით, სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს სამადლობელი ლოცვებიც. დღეს სწორედ მადლიერების მნიშვნელობაზეა სახარება. მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღვრო სიღრმეს, აღსარების, აღიარების სიღრმეს, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა იმ სიკეთისთვის, როგორც ნათქვამია წმინდა ლიტურგიის ევქარისტიულ კანონში: „რომელიც ვუწყით, რომელიც არა ვუწყით, საჩინოთა და უჩინოთა, ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა“.მაშასადამე, საოცარია უფლის ეს შეკითხვა: „განა ათნივე არ განიკურნენ? ცხრა სადღა არის?“. ნუთუ ისინი ისეთი გულქვანი აღმოჩნდნენ, რომ არ გასჩენიათ სურვილი, მობრუნებულიყვნენ, მადლობა გადაეხადათ და ედიდებინათ უფალი, როგორც ეს გააკეთა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ისიც უცხოტომელმა, რომელიც მობრუნდა, დაუჩოქა უფალს, ხმამაღლა მადლობდა და ადიდებდა მას (ლკ. 17, 15-19). ეს ერთი ადამიანი მუდმივად დარჩება, ძვირფასო ძმებო და დებო, ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური მადლიერების სიმბოლოდ და მაგალითად.ამრიგად, არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება და ჩვენს სავედრებელ ლოცვებთან ერთად არ დაგვავიწყდეს, დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს ზეციერ მამას, რომლის წყალობაც და მოწყალებაც, მიუხედავად ჩვენი მერყეობისა, უცვლელი რჩება; და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

ბოლო სიახლეები