პარასკევი, იანვარი 3, 2025

შალვა პაპუაშვილი: არანაირი წევრობა დღეს არ წყდება, ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი – არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს

„პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ, დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

“გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია, ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი.

არავინ იცის, რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა 2030 წელს. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი, როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, რათა შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს ევროკავშირის „ა“ ლიგა და „ბე“ ლიგა, სადაც შეიძლება, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის, რა პოზიცია ექნება. ახლა ასე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები