სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

შალვა პაპუაშვილი – 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა

ხელისუფლების სწორი პოზიცია რომ არა, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და მეორე უკრაინა გვექნებოდა. სამი წლის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკრების მემორიალთან განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს.

„დღეს პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც თავისი მკერდით გადაეფარნენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ამავე დროს, ეს დღე გვახსენებს, რამდენად რთულ რეგიონში ვართ. ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ გამოწვევები ყოველთვის იყო. სამწუხაროდ, 1921 წელს ვერ შევძელით, ჩვენი დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა. მაშინაც ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდით დგომას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და, სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო. ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც ახალი დაწყებული იყო უკრაინაში ომი, ამ ადგილას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა სამი წელი და ახლა ყველა ხვდება, რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ ორჯონიკიძეები, რომლებიც სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტვას. ეს იყო პირდაპირი გზა ესკალაციისკენ და ახალი ომისკენ, პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალ ხელყოფამდე. რასაც ვაკვირდებით, ის ორჯონიკიძეები კვლავ არიან ჩვენ შორის. სამი წლის თავზე ყველაფერი ცნობილია, უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამაზე საუბრობს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში როგორც სამხედრო, პოლიტიკური მხარდაჭერის, თუ საინფორმაციო, სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ასევე ვიცით, რომ ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია რომ არა, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და აქ გვექნებოდა მეორე უკრაინა. ასე რომ, ვფიქრობ, სამი წლის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ. იქნებ მიხვდნენ, გაანალიზონ, რომ პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მადლობა, გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების გუნდს… თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება“ – მოქალაქე

ხულოს მუნიციპალიტეტში, მეხანძრე მაშველებმა და ექიმებმა, ადგილობრივ ხასან ჩოგაძეს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.დიდთოვლობის მიუხედავად, სწრაფი რეაგირების გამო, ინგა შავაძე ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურსა და ადგილობრივ მედპერსონალს მადლობას უხდის და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.„მადლობა იმდენად უმნიშვნელოა დღევანდელი გადარჩენილი სიცოცხლისთვის... მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ხულოს სახანძრო სამაშველოს უფროსს ბატონ ლევან დეკანაძეს და მის გმირ ბიჭებს. თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება... მადლობა და უდიდესი მადლიერება ექიმებს, შორენა ბოლქვაძეს და ირაკლი სურმანიძეს. თქვენ ჩვენი იმედი ხართ. დროულად გამოწვდილი ხელისთვის ჩვენი ოჯახის მადლიერება... თქვენი დახმარებით მრავალსულიან ოჯახს აჩუქეთ სიცოცხლის გაგრძელება. მადლობა გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების და მედპერსონალის გუნდს. ახლა კარგადაა მეგობრებო“, - წერს ინგა შავაძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე – ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში თოვლით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება.როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს."რა კავშირი აქვს, რადიკალურ ოპოზიციას და ჩერნობილის სოკოს? ჩერნობილის სოკო - რადიაციითა და გამა გამოსხივებით იკვებება... ოპოზიცია - სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები მასტერკლასებს გამართავენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასებს გამართავენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანური კომპანია СYPE-ის ტექნიკურ დირექტორს, კარლოს ფერნანდესსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.“შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზაალ ცინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, კომპანია СYPE-ის საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ვისენტე კასტელი, ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი ბეკირ აბდერაჰმენი და გაყიდვების მენეჯერი საქართველოში დინა პევნევა.ვიცე-რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ყველა გლობალურ ექსპერიმენტსა თუ კვლევებში, რომლებიც ხორციელდება მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის CERN-ში - შვეიცარია, KEK-სა და JPARC-ში - იაპონია, FERMILAB-ში - ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე, უნივერსიტეტის მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.მისი თქმით, უნივერსიტეტის რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოოპერაციით, საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად ემზადება, ხოლო ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აღნიშნული საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა და წარმატებით ახორციელებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების მომზადებას.ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სადაც ყოველწლიურად 23 000-მდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ეუფლება საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ სპეციალობებს, უმთავრესი გამოწვევაა კონკურენტუნარიანი და მაღალ პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეძლებენ. თამარ წერეთლის თქმით, უნივერსიტეტი, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების მხრივ, ესპანურ კომპანიას პარტნიორად მიიჩნევს და სამომავლოდ, მასთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანური კომპანიის წარმომადგენლები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებსა და მომავალ სპეციალისტებს ამ მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება.უნივერსიტეტის კანცლერმა ცნობილ ესპანურ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, ასევე, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით.კანცლერის განცხადებით, СYPE-ს წარმომადგენელთა მასტერკლასები, რომლებიც სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს, მრავალმხრივ წაადგება როგორც სამშენებლო, ასევე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მეორე მხრივ კი, გააღრმავებს ურთიერთობებს ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის.СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ფერნანდესმა, თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის, კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში დაფუძნებული კომპანია უკვე ფართოდ არის ცნობილი ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. გარდა ამისა, ის კონტაქტებს ავითარებს აზიასა და აფრიკის მიმართულებით.როგორც კარლოს ფერნანდესმა აღნიშნა, СYPE-ი სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის. ასევე, კომპანიის მიერ შემუშავებულია BIM პლატფორმა, რომელსაც ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ. СYPE-ის ტექნიკური დირექტორის თქმით, მასტერკლასებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამას და მიიღონ კონსულტაციები, თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი პრაქტიკული გამოყენების კუთხით.შეხვედრის დასასრულს, ესპანური კომპანია СYPE-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმება იგეგმება

თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმება იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, თეატრებს ერთპიროვნულად თეატრის დირექტორი უხელმძღვანელებს, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, გაუქმდება.მოქმედი კანონით, სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის საერთო ხელმძღვანელია, რომელიც შემოქმედებით მიმართულებას განსაზღვრავს და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, კანონი თეატრის დირექტორის თანამდებობას ითვალისწინებს, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას ახორციელებს.ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ თეატრის მართვის აღნიშნული ფორმა მოქნილი არ არის და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.„თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თანამდებობების ერთდროულად არსებობა იწვევს, მათ შორის უფლებამოსილებების აღრევას, მართვის შეფერხებას და თეატრის სათანადო ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული ორი თანამდებობის გაერთიანება და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად თეატრის დირექტორის განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს თეატრის შემოქმედებით, საფინანსო, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა თეატრის ხელმძღვანელის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით იმპერატიულ ნორმებს შეიცავს, კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას არ ითვალისწინებს და სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს სათანადოდ არ აწესრიგებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად წესრიგდება თეატრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და საფუძვლები, მათ შორის განისაზღვრება დირექტორობის კანდიდატის კონკურსის საფუძველზე შერჩევის შესაძლებლობა.კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ნორმა, თეატრთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით.ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები შესაბამისი თეატრების დირექტორებად ჩაითვლებიან.პროექტის მიხედვით, თეატრების დირექტორები კანონის ამოქმედებისთანავე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებიან, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია – ბოლო თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ოდენობით.

ბოლო სიახლეები